კანური შეფასება

წარმატება და გამართლება შეფასების კანური კატეგორიებია, ამით აფასებენ სად არიან თვითონ და სად სხვები. კანური შედარება ცნობს ადამიანთა ორ ტიპს: პირველი კატეგორია არის საკუთარი თავის სხვებთან (წარუმატებლებთან) შედარება, ანუ მათ აქვთ ვიღაცაზე მეტი, არიან ვიღაცაზე წარმატებულები და ძლიერები, მეორე კატეგორია არის სხვების (წარმატებულების) შედარება საკუთარ თავთან, ანუ როცა სხვას აქვს მათზე მეტი, სხვა არის მათზე წარმატებული. ეს მათ უყალიბებს რეაგირების ორ სტილს:

1. როცა ვიღაცას მათზე მეტი აქვს, კანის ვექტორიანები ამას ასე უყურებენ – ვიღაცამ მოიხვეჭა მათზე მეტი, ამიტომ ეს მათში წარმოშობს შურს. კანებისთვის ძნელია იმაზე ცუდ სიტუაციაში ჩავარდნა როდესაც უწევთ თანამშრომელს მიულოცონ ახალი მანქანის ყიდვა, სიტყვით ალბათ მიულოცავენ, გულში კი ფიქრობენ: ,,ამის დედაც, ამნაირმა დამპალმა ასეთი მანქანა როგორ იყიდა, ნეტა დაემტვრეს”. სხვისთვის ასეთი მანქანის არსებობა მათ თავმოყვარეობაზე აწვება, ამით იღებენ მინიშნებას რომ თვითონ ნაკლებწარმატებული არიან. შური კანის ვექტორიანებისთვის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, ასეთ დროს ხშირად აძაგებენ მათზე წარმატებულს, შური თავისზე წარმატებულის მიმართ ახასიათებს როგორც განუვითარებელ, ისე განვითარებულ კანის ვექტორიანს, იმიტომ რომ ეს მათი აზროვნებიდან გამომდინარეობს და ნებისმიერ კანის ვექტორიანს აზროვნება ასე უმუშავებს, მაგრამ ეს შური განვითარებულში და განუვითარებელში სხვადასხვანაირან ვლინდება: განუვითარებელ კანის ვექტორიანს შური დესტრუქციული მოქმედებისკენ უბიძგებს, მაგალითად შეიძლება ღამით თანამშრომელს იმ ახალი მანქანა დაუჩხაპნოს, ან საბურავში ლურსმანი ჩაურჭოს, მიდგომა ასეთია: თქვენ უნდა ჩამოვარდეთ ისეთ ცუდ მდგომარეობამდე სადაც ჩვენ ვართ. განვითარებული კანის ვექტორიანს კი შური უბიძგებს მოქმედებისკენ, ანუ ეცდება გახდეს ისეთივე წარმატებული როგორც მისი თანამშრომელია და თვითონაც შეძლოს ისეთივე მანქანის ყიდვა, ანუ ეს შური მისთვის პოზიტიურად მუშაობს და აიძულებს გახდეს უფრო წარმატებული.

2. როცა მათ აქვთ ვიღაცაზე მეტი. ეს მათ აძლევს განცდას რომ არიან სხვებზე ეფექტური, სხვებზე წარმატებული. ეს კი კანის ვექტორიანებს ხდის ამპარტავნებს. მუდმივად ხაზს უსვამენ რომ სხვაზე მაღალი რანგი აქვთ. ისინი ხშირად უსვამენ ხაზს რომ მათთან შედარებით სხვები წარუმატებლები და უიღბლოები არიან. მათზე დაბლა მდგომებს თავის ტოლად არ თვლიან და მათთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ, ამიტომ ასეთი კანის ვექტორიანები (თუ მათ რომელიმე ზემო ვექტორი არ ერთვით) არიან ძალზე თავხედები. თუ მაგალითად ასეთ მდგომარეობაში მყოფ კანს ერთვის სმენა ან ვიზუალი, შეიძლება იყოს ძალზე ინტელიგანტური. განვითარებული კანის ვექტორიანი არ იქნება თავხედი, ის იქცევა თავდაჭერილად. კანის ვექტორიანს გააჩნია შინაგანი სასწორი, რი მიხედვითაც მუდმივად თვლიან, ანაწილებენ ადამიანებს. სწორედ კანის ვექტორიანების მოგონილია სხვადასხვა ჰიტ-პარადები და ტოპ ათეულები, ამით ითვლიან ვინ არის მეორე, ან მეათე, ან ყველაზე საუკეთესო. კანის ვექტორიანები ადგენენ ფინანსურ რეიტინგებს, ვინ ვიზე მდიდარია, რომელმა მილიონერმა რამდენი იშოვა ან დაკარგა ამ წელიწადში, ვინ რომელ ადგილზეა ფინანსურ რეიტინგებში. კანის ვექტორიანებმა მოიგონეს სპორტული მედლები, ოქროთი ხაზს უსვამეთ რომ მისი მფლობელი ყველაზე სწრაფი კანის ვექტორიანია, ვერცხლის მფლობელი ოდნავ მასზე ნელი და ა.შ.