კან-ვიზუალი ქალების სცენარები ანალურ ფაზაში

მოდით ვისაუბროთ კან-ვიზუალ ქალებზე, მათ სხვადასხვანაირ გამოვლინებებზე და განვითარების ფაზებზე. თემა ძალიან საინტერესოა და საკმაოდ მნიშვნელოვანიც.

მაშ ასე, კუნთურ ფაზას, იმ დროს, როცა ადამიანთა ჯგუფი წარმოადგენს ერთ მთლიანს და ცალკეულ ადამიანს არ გააჩნია ინდივიდუალური მოთოვნილებები, მოჰყვა ანალური ფაზა. ეს ფაზა ხასიათდება იმით, რომ ყოველ ადამიანში ვლინდება საკუთარი აზრი, ყოველი ზრუნავს საკუთარი თავის გამოკვებაზე, და არა მთლიანად კოლლექტივის კეთილდღეობაზე. ამის შედეგად იბადება პაექრობა, კონკურენცია და თვით მტრული განწყობებიც კი. სწორედ ამ მომენტში კოლლექტივში ჩვეულებრივ წარმოიშობა ომისა და მშვიდობის მდგომარეობა.

 

განვითარებული კან-ვიზუალები
კან-ვიზუალი ქალი ნატიფი, მყიფე, ზნეობრივი, ჰუმანური არსებაა, მგრძნობიარე თვალებით. ისინი ავლენენ უმაღლესი ხარისხის ალტრუიზმს (ზნეობრივი პრინციპი, რომელიც აღნიშნავს სხვა ადამიანისადმი უანგარო სამსახურს, პირადი ინტერესების ნაცვლად სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას) და დამსახურებათა მიხედვით წარმოადგენენ კაცობრიობის ხსნის სიმბოლოს. სწორედ ისინი გახდნენ, ახლობლისადმი თავიანთი თანდაყოლილი სიყვარულის გამო, პირველი მედიცინის დები. როცა დაიწყო სისხლისღვრის ეპოქა (არა უბრალოდ საკვების მოსაპოვებლად, არამედ ნამდვილი ომები მრავალრიცხოვანი დანაკარგებით), სწორედ კან-ვიზუალი გოგონები თავიანთი ნაზი ხელებით არჩენდნენ მეომართა სხეულებს, ხელში ეჭირათ მომაკვდავთა და დაჭრილთა თავები და ტკბილად უმღეროდნენ მათ სიმღერებს, ამით ამშვიდებდნენ მათ ფსიქიკას (ჩათვალეთ სულს) სიკვდილის წინ. და არსობრივადაც, ეს იყო სწორედ იმ მომენტში მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ფუნქცია.

აკი სიკვდილის წინ ყველას უნდა, დაინახოს რაღაც მშვენიერი და გააცნობიეროს, რომ ყველაფერს ამაოდ არ ჩაუვლია. კან-ვიზუალი ქალები მომაკვდავ ჯარისკაცებს ჩუქნიდნენ სწორედ ამ გრძნობას, რისთვისაც თავს არ ზოგავდნენ. ისინი გახდნენ პირველსახეები იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მედიცინას და ფსიქოლოგიას. იმ ომში, სადაც მამაკაცთა ერთი ჯგუფი ანადგურებს მეორეს, სიკვდილის წინ ყველა აკრძალვა იხსნება, რადგან ინსტიქტების 100% გაშიშვლებულია (სექსუალური ძალმომრეობის და მკვლელობის სურვილის აღმნიშვნელი ისრები შკალას “ხეთქავენ”). მსგავს გარემოში გადარჩენის ფუნქციას ასრულებს სწორედ კან-ვიზუალი ქალი. ვიდრე სხვები ერთმანეთს ანადგურებენ, ის სიცოცხლეთა გადარჩენაზე ზრუნავს. მედიცინა და ფსიქოლოგია, ფიზიკური და ფსიქიკური სამყაროების გადარჩენაა.

კან-ვიზუალი ლამაზმანები

კან-ვიზუალ ქალთა მომდევნო ჯგუფი, არ არის შინაგანად იმდენად ლამაზი და ნატიფი, მაგრამ გააჩნიათ დაუჯერებლად მიმზიდველი გარეგნობა. მაგალითად, მერლინ მონროს მსგავსი გოგონები. ისინი ცხოვრობენ თავისთავისთვის, ნებას აძლევენ, რომ უყვარდეთ და თვითონაც ძალიან უყვართ საკუთარი თავი, ფლობენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა სექსუალურობა, ქალურ სინაზე, მაცდუნებლობა. ეს სიურპრიზია, ჯეკპოტი ნებისმიერი მამაკაცისთვის. არსებობს მამაკაცთა დიდი ჯგუფი, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ასეთ ქალებს. ასეთი ქალებისათვის საჭიროა ბრძოლა და ყველაფრის ჩამოდება, რაც გაგაჩნია.

რაში მდგომმარეობს საქმის არსი? კან-ვიზუალური ფსიქოტიპი “აზროვნებს” წარმატების კატეგორიებით. იმისათვის, რომ კანის ვექტორიანი წავიდეს ომში, მას აუცილებლად სჭირდება კარგი მოტივაცია. მას მიუფურთხებია ჯგუფისთვის, ამიტომ მოტივაცია მიმართული უნდა იყოს სწორედ მისკენ. გამომდინარე აქედან, ისეთი ცნება, როგორც სამხედრო ღირსება, კეთილშობილი რაინდი, რომელიც არ გაურბის საფრთხეებს, იწვევს აღტაცებას. ასეთებს აჯილდოვებენ ადგილ-მამულებით და ცხოვრების სხვა “კანური” მომხიბლველობით. ასეთ არშიყს აუცილებლად შეამჩნევს და შეაფასებს კან-ვიზუალი ქალი. რა თქმა უნდა არა უცებ. მისთვის დამახასიათებელი სიყვარულით დატანჯავს და ყოველმხრივ შეამოწმებს კანდიდატს. ის დაიწყებს კეკლუცობას, ცდუნებას, მისი სხეული დაპირდება ყველაფერს, მაგრამ არა უცებ, არამედ როგორც დაიმსახურებს! კეთილშობილი რაინდი ამ საუცხოო პრიზის გამო უკან არ იხევს, მიდის ომში, დაბრუნდება ორდენებითა და ფულით. აი, მაშინ კი, შეიძლება მოხდეს ცხოვრების შეკვრა კან-ვიზუალ ტურფასთან. მართალია ალბათობა არც თუ ისე დიდია, რომ ქალი მას დაუცდის. ბუნებას არ მიუცია კან-ვიზუალი ქალისთვის ნაყოფიერობა, ის არც თუ ისე ხშირად ჰბადებს, ამიტომ შუძლია შედეგების გარეშე “იფრინოს”.

 

პეპლები

ესენი ყველაზე უბრალო და განუვითარებელი კან-ვიზუალი ქალებია ორალური ვექტორით. ორალური ვექტორი, თავისი უზარმაზარი ენერგიის წყალობით, ხშირად ვიზუალურზე ძლიერია, რადგან თავისი არსით ის წარმოადგენს ცხოველურ ბუნებას. კან-ვიზუალი გოგონები, რომელთა ორალური ვექტორი ვიზუალზე დომინირებს, ხოლო ვიზუალი არც ისე განვითარებულია, ხშირად არიან ვულგარულები, ჭრელაჭრულები და უგემოვნოდ ჩაცმულები, მაქსიმალურად თვალში მოსახვედრნი, რომ მიიპყრონ ყურადღება. ჩვეულებრივ სოციუმში ისინი ასრულებენ მეძავების როლს და ეკუთვნიან ყველას.

უეჭველია იბადება კითხვა (განსაკუთრებით ანალურ ვექტორიანებთან), რად გვინდა ბუნებაში ჩვენ ისეთი გარყვნილება, როგორიც პროსტიტუციაა? ყოველი ადამიანი ასრულებს თავის ფუნქციას (ბუნებამ ყველაფერი წვრილმანამდე ,,მოიფიქრა“), და მათ შორის პროსტიტუციით დაკავებულიც. ისინი ყოველ მამაკაცს აძლევენ შესაძლებლობას, აღასრულოს თავისი საბაზისო დანიშნულება – შეიცნოს ქალი; რეალიზირება გაუკეთოს თავის მამაკაცურ პოტენციალს ფიზიკურ დონეზე. თუ მამაკაცი კვდება, და მას არ შეუცვნია ქალი, მაშინ მას არ აღუსრულებია მოვალეობა, ბუნების მიერ დაგეგმილი, მას არ გამოუყენებია მისთვის ნაბოძები იარაღი. ამიტომაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ყოველ არმიას მიცილებდნენ სიყვარულის ქურუმები. განსაკუთრებით ეს იყო მნიშვნელოვანი ახალგაზრდა წვეულთათვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეეცნოთ ქალი. ვიღაცას ქალებიდან თავის თავზე ხომ უნდა აეღო ეს როლი.

გოგონას ანალური ვექტორით, ურთიერთობა სურს მხოლოდ ქორწილის შემდეგ. კანის ვექტორიანისთვის – მხოლოდ მდიდარი რაინდი. რაც შეეხება ამ მდედრებს, ისინი აბსოლუტურად  არავის ტოვებენ უყურადღებოდ, ვინაიდან ბუნებამ ასე დაუწესა მათ.

ანალურ ფაზაში ძირითადად ეს სამი ვარიანტი იყო განპირობებული კან-ვიზუალი ქალის რეალიზაციისათვის. უმაღლესი ხარისხით მათ რეალიზაციას წარმოადგენდა: კულტურა, ხელოვნება, რელიგია. დაიმახსოვრეთ, ანალური ღირებულებების ფაზაში კულტივირებდა პრინციპი “თვალი თვალის წილ”, ხოლო მომდევნო, ანალ-ვიზუალურ ფაზაში, წინა პლანზე გადმოვიდა ვიზიალური ღირებულებების “მიუშვირე მეორე ლოყა”. ძველი აღთქმა მოგვიწოდებს შურისძიებაზე, ხოლო ახალი – მოყვასის შეყვარებაზე. სწორედ რომ ვიზუალურ პერიოდში აყვავდა ჰუმანიზმი, ზნეობა, სიყვარული, ყველაფერი ის, რაც დღეს წარმოადგენს კულტურის ბირთვს. მთლიანობაში ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ხაზი გაესვას ყოველი ადამიანის ცხოვრებისეულ ღირებულებებს.

 

წყარო: https://archive.is/dh48u

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili