კან-სმენური ფსიქოტიპის რეალიზაცია.

კანის ვექტორი, ფორმა.

ჩვენ უკვე ვიცით რომ ბუნებაში არსებობს რვა ვექტორი. ოთხი ქვედა: კუნთი, ანალი, კანი, ურეთრა და ამდენივე ზედა: ორალი, ვიზუალი, ყნოსვა, სმენა. ყველა ვექტორს გარდა თავისი ფუნქციისა სამყაროში, შინაგანი თვისებების, გარეგნული ნიშნების და კონკრეტულად ამ ვექტორისთვის მახასიათებელი უარყოფითი ქცევითი სცენარისა აქვს თავისი „მეტაფორა“, ანუ არსის ლოკალური გამომხატველი. რეალიზაცია დამოკიდებულია ვექტორის განვითარების ხარისხზე. რა თქმა უნდა ადამიანთა უმეტესობა არ არის ერთვექტორიანი და სხვა თვისებების გავლენა არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში არის მეტად გამორჩეული მოვლენები რომლებიც შეიძლება ზუსტად მივაკუთვნოდ კონკრეტულ ვექტორს ან ვექტორთა ნაკრების რეალიზებას საზოგადოებაში. საზოგადოებისთვის ცნობილი რომელიმე პიროვნების კონკრეტულ მაგალითზე ამის განხილვა უკეთეს შედეგს მოგვცემს, რადგან გვექნება ანალიზისთვის საჭრო დამატებითი მასალა.
კან-სმენის რეალიზაციის კარგ მაგალითს წარმოადგენს მუხთარ ჰუსეინგაჯიევი. დღეისათვის ეს ადამიანი მრავალ სოციალურ რეგალიებს ფლობს. შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში როგორც „პლანეტის ყველაზე მოქნილი ადამიანი“, ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს სხვა და სხვა ქვეყნებში, წერს წიგნებს, მონაწილეობს როგორც მსახიობი შოუ პროგრამებსა და ფილმებში, დემონსტრირებას უკეთებს სხეულის მოქნილობას.
კანის ვექტორის ფუნქციაა: ფორმის მიცემა. ფიზიკური სხეულის განვითარებისა და სრულყოფისათვის მუდმივი ზრუნვა. „მე სრულიად ჩვეულებრივი სხეული მაქვს, მისი მოქნილობა შრომის შედეგია. ვმუშაობ მეტს ვიდრე სპორცმენები და საცირკო ხელოვნების ოსტატები. ჩვეულებრივად ერთ საათს დღეში, გასტროლების დროს სამ საათს გამოსვლის წინ“.
კანის ვექტორის ფასეულობაა: დრო.
შინაგანი თვისებები: ყველაზე ღირებული – ეს დროა. მე ბავშვობიდან მივეჩვიე დროსთან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ამიტომ დრო შემიძლია გავცვალო მხოლოდ არანაკლები ღირებულების მქონე საქმიანობაზე. ეს შეიძლება იყოს უცხო ენების შესწავლა, მუსიკით ან ვარჯიშით დაკავება. არასოდეს მესმოდა ახალგაზრდების, რომლებიც ამბობენ რომ არ იციან როგორ მოკლან დრო…აფორიზმიც კი გამოვიგონე -„არავის შეუძლია მოკლას დრო, ის შეიძლება მხოლოდ დაკარგოთ“.
მოძრაობა და რანჟირება. მისი ცნობადი თვისებაა – მოძრაობა სივრცეში, დროის ერთეულში: „თერთმეტი წელი ვიცხოვრე მსოფლიოს ოცდაცამეტ ქვეყანაში. ორნახევარი წელი იტალიაში, წელიწადნახევარი ვენესუელაში, ერთი წელი კანარის კუნძულენზე,ასევე ჩილეში. ამ დროის მანძილზე შევისწავლე 6 უცხო ენა“.
ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს მიღებული სარგებელი. „ თუ მივეჩვევით სასიამოვნო ჩავანაცვლოთ სასარგებლოთი – მაშინ სასარგებლო ხდება სასიამოვნო“.
ამ ადამიანის ცხოვრების წესია – „განვითარდე და ისარგებლო დასვენების დროსაც. წინააღმდეგობები არ წარმოადგენს წინააღმდეგობას სინამდვილეში“. აქ უკვე ჩანს სმენით შებყრობილი ადამიანის აზროვნება.
ყველაზე დიდი სიამოვნება: რანჟრება და ახალი სტატუსი, ანუ „უიღბლოს“ სცენარიდან გასვლა. „ სწორ ზედაპირზე რომ გამოირჩეოდე, საკმარისია იყო გროვა, მაგრამ სულ სხვაა გამოირჩეოდე კლდეებს შორის! მრავალი წელი ვიბრძოდი საკუთარი დამოუკიდებლობისთვის… ახლა, მე ვარ საკუთარი თავის მენეჯერი, ადვოკატი, მწვრთნელი, და დირექტორი“.
მეტაფორა. ანუ სმენით გაძლიერებული, რეალიზებული კანის ვექტორიანი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებისეული გზავნილი: „ბედნიერება – ესაა, როდესაც შეგიძლია მისცე შენ თავს იმის უფლება, რომ დღე და ღამე, მთელი წლის განმავლობაში, იმუშაო მხოლოდ შენ თავზე, შენ სასარგებლოდ, და ამაში გიხდიდნენ მყარი ვალუტით!!“