კარგი ბიჭის კომპლექსი

ანალის ვექტორიანები ბავშვობიდანვე მგრძნობიარენი არიან შექების მიმართ. შექება მათი გულის მოსაგებად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ანალი პატარაობაში რაღაცას რომ გააკეთებს მიდის დედასთან უყურებს თვალებში და ელოდება როდის შეაქებს დედა და ქების ნიშნად შუბლზე აკოცებს, ეს მისთვის იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად გააკეთა, ის კარგი და დამჯერია, დედას უყვარს და ყველაფერი რიგზეა. მივლენ დედასთან და ეუბნებიან: დედა ოთახი დავალეგე, ხომ ყოჩაღი ვარ? თუ დედა შეაქებს ეს ძალიან სიამოვნებთ. თუ დედა მიხვდა, რომ მის შვილს შექება ჭირდება და ქება მისთვის მოქმედების მოტივატორია, ასეთი დედა შვილს ყოველთვის შეაქებს და ანალის ვექტორიანი ბავშვიც აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს რასაც დაავალებენ, რომ დედის ქება დაიმსახუროს. მაგრამ თუ დედას მისი შექება ზედმეტი მოუვიდა და მაშინაც კი აქებს, როცა ბავშვს ქება რეალურად არ დაუმსახურებია, მაშინ ანალურ ვექტორში წარმოიშობა ძალზე ცუდი სცენარი, რომელსაც ეწოდება ,,კარგი ბიჭის კომპლექსი“. ამ დროს ანალი ბავშვი ეჩვევა ბევრ და დაუმსახურებელ ქებას, ეს ისე არ გაიგოთ, თითქოს შექება ცუდია, ცუდი მხოლოდ დაუმსახურებელი ქებაა. ასეთი ქების გარეშე უკვე აღარაფერს აკეთებს, ეს კი ზრდასრულობისას მას არაქმედითუნარიანად აქცევს, რადგან მზადაა ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ ვიღაცისგან ქება და მადლობა დაიმსახუროს. შემდეგში როცა სამსახურს იწყებს, როგორც წესი შოულობს ისეთ სამსახურს, სადაც დაბალი ანაზღაურება და ბევრი სამუშაო აქვს, ამას კი ისევ საკუთარ თავს აბრალებს, მეტი უნდა ვიმუშაო რომ პატივისცემა და მადლობა დავიმსახუროო. ასეთი ანალები მაშინაც კი როცა უკვე ხანში შესული, მელოტი ბაბუები არიან, შექებისადმი ისევ ძალზე მგრძნობიარენი რჩებიან. ყველა სტუმარს ათვალიერებინებენ სახლს, ეუბნებიან, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთეს, შემდეგ კი სტუმრებს თვალებში შეციცინებენ და ელოდებიან როდის შეაქებენ ხელმარჯვეობისთვის. ამიტომ თუ თქვენ ანალის ვექტორიანი შვილი გყავთ, ძალზე ფრთხილად უნდა იყოთ მასი შექებისას, რადგან თუ ის ქებას მართლაც იმსახურებს, მაგრამ თქვენ არ შეაქეთ, ამის გამო მას განუვითარდება წყენა, ხოლო თუ დაუმსახურებლად შეაქებთ, ის გახდება შექებაზე დამოკიდებული. ტყუილად არ თქვათ, რომ მას რაღაც კარგად გამოდის, რადგან მას აქვს შინაგანად იმის შეგრძნება თუ რეალურად რა შეუძლია და თუ იტყუებით ამას აუცილებლად იგრძნობს. ეს ნიშნავს რომ მას არასწორ ინფორმაციას აძლევთ, ანუ მასთან ურთიერთობაში არ ხართ გულწრფელი, ეს კი მას ასევე ანაწყენებს. მეორე მხრივ, თუ მას არ აქებთ, როცა ამას მართლა იმსახურებს, ეს ანალი ბავშვისთვის ნიშნავს, რომ თქვენ მისი ქმედებით უკმაყოფილო ხართ.