კაცობრიობის განვითარების ფაზები

 

როდესაც ვსაუბრობთ კაცობრიობის განვითარების არაცოხალ ფაზაზე, გასათვალისწინებელია, რომ ის თავის მხრივ იყოფა ორ: კუნთურ და კუნთ-ორალურ ფაზებად. კუნთურ ფაზაში ადამიანები ცხოვრობდნენ ერთიან მონოლითურ ჯოგებად, რომლებში არ არსებობდა ინდივიდუალური ცნობიერება. ერთადერთი, რითიც ადამიანი გამოყოფილი იყო ჯოგს, იყო სხეული და სხეულებრივი სურვილები. თუმცა ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, თანდათან ჩნდებოდა განსხვავებული ფუნქციები. განსხვავებული უნარები, აფორმირებდა რეაქციის განსხვავებულ სიჩქარეებს, განსხვავებულ შესაძლებლობებს, რაც თანდათან გარდაიქმნებოდა განსხვავებულ ფუნქციურ მოდელებად.

როდესაც განსხვავებულ ფუნქციებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ფუნქციური რანჟირება ასევე არაცნობიერ დონეზე ხდებოდა. ვიღაც კარგად დარბოდა, კარგად ისროდა ქვას, ან ხელშუბს, მეორეს უკეთესად გამოდიოდა უკვე მოკლული ნანადირევიდან საუკეთესო ნაჭრების აჭრა და შეწვა, მესამეს სირბილი და ნადირობა არც ისე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ შეეძლო სახლის სახლის საქმეების კეთება და ქალებისა და ბავშვების დაცვა მასინ, როცა ჯოგის დანარჩენი წევრები ნადირობდნენ.

პირველყოფილ ჯოგში ურთიერთობები პრიმიტიული იყო, თუმცა ადამიანების ჯოგურმა ურთიერთობებმა გააჩინა განსხვავებული ფორმის ურთიერთობის საჭიროება. ჯოგის წევრებს დაჭირდათ ერთმანეთისთვის აზრები გაეზიარებინათ და ადამიანებმა დაიწყეს ვერბალური ურთიერთობა (რა თქმა უნდა აქ არ ვსაუბრობთ მეტყველების თანამედროვე ფორმებზე, მეტაფიზიკური ცნებების განსაზღვრებებზე და ა.შ. პირველყოფილი სიტყვები კონკრეტული იყო, ნაწილაკური, დანაწევრებული, ძირითადად ერთ, ან ორმარცვლიანი და აღწერდა კონკრეტულ საჭიროებებს). მოლაპარაკე ადამიანის გამოვლენამ კაცობრიობის არაცოცხალი ფაზა კუნთური ქვეფაზიდან კუნთ-ორალურზე გადაიყვანა.

მოლაპარაკე ადამიანის გამოვლენასთან ერთად მოხდა ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა, ადამიანის ფსიქიკაში გაჩნდა ცნებათა აღმნიშვნელი სიტყვები, სიტყვები თანდათან მოიცავდნენ უფრო და უფრო მეტ კატეგორიას, აღწერდნენ მეტ ცნებას. ადამიანებმა დაიწყეს არა მხოლოდ სიტყვების ვერბალური გამოყენება, არამედ ამ სიტყვებმა ანაბეჭდი დატოვა ფსიქიკაზეც, ისინი გაჟღერდნენ ადამიანის გონებაში და ამის წყალობით გამოვლინდა ხარისხობრივად ახალი მოვლენა: ფიქრი!

გარდა ამისა თანდათან გაჩნდა და გაიზარდა ინდივიდუალური სურვილები. ბუნებრივია, რომ დასაწყისში ეს სურვილები არ სცდებოდნენ ფიზიკურ კატეგორიებს, შიმშილს წყურვილს და ა.შ. თუ შევხედავთ საბაზისო მოთხოვნილებებს: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი – დავინახავთ, რომ აქედან ბოლო სამის დაკმაოყოფილება პრაქტუიკულად უზრუნველყოფილია. ძილთან ყველაფერი გასაგებია, სასმელთან და სუნთქვასთან ასევე ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აი საჭმელთან მუდმივად რაღაც პრობლემებია. წყალი მოსახლეობის უმეტესობისთვის ძირითადად ადვილად ხელმისაწვდომია. აი საჭმელს კი ტყუილად არავინ მოგიტანთ. ნადირი თავისით ამ მოვა, არ დაგიწვებათ და არ გეტყვით მომკალით და შემჭამეთო. საჭიროა თვითონ წახვიდეთ მოსაძებნად, გამოეკიდოთ. მოკლედ სერიოზულად უნდა მოინდომოთ რომ საჭმელი რამენაირად თქვენს მაცივარში აღმოჩნდეს. სწორედ აქედან მოდიოდა საჭმლით მმართველობა. ყოველი რანგი ლაგდებოდა: ხორცის ნაჭერზე, კუთვნილი წილის მიხედვით. ვიღაც მშიერი რჩებოდა და შემდეგში უწევდა მეტი ძალისხმევა გამოეჩინე, რომ ნანადირევიდან უკეთესი ხორცის ნაჭერი დაემსახურებინა. ამასთან რაც უფრო იზრდებოდა ჯგუფი, თანდათან რთულდებოდა საკვების მოპოვება.

მანამდე ადამიანები ერთიან ჯოგად ცხოვრობდნენ და ჯოგში არ არსებობდა ფსიქიკური გამოყოფა ერთმანეთისაგან, მაგრამ ფიქრის გაჩენის და კვებითი რესურსების პირველი დეფიციტის ფონზე, მოხდა საინტერესო რამ: ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დეფიციტმა ჯგუფის წევრებში წარმოშვა ეგოისტური სურვილები და კოლექტიური არაცნობიოერიდან გამოცალკევდა მისი უდიდებულესობა ,,მე“.

ამ ყველაფერმა ჯგუფში შექმნა ახალი მოცემულობა და ადამიანებმა ერთმანეთისაგან გამოყოფა დაიწყეს გარკვეული ხარისხით. თუ მანამდე ჯოგისგან გამოყოფა მხოლოდ სხეულებრივი იყო, ,,მეს“ გაჩენამ გამოიწვია ჯოგისგან ინდივიდის ფსიქიკურად გამოცალკევება. პრინციპში სწორედ ამ მომენტს შეგვიძლია პირობითად ,,ინდივიდუალური ფსიქიკის ისტორიის“ დასაწყისი ვუწოდოთ.

 

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე