კვაზიმოდოს სინდრომი (2)

თხუპნიები და პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლნი

თვითშეფასებაზე თანდართულ ტრავმას ვიზუალი ადამიანი მიყავს იქამდე, რომ თავისი უაზრო წარმოსახვა და არასრულფასოვნების შეგრძნება აჰყავს წარმოუდგენელ დონემდე. ის ამ ყველაფერს საკუთარ თავში ,,იხვევს“, ღელავს, განიცდის.

საკუთარ შეუხედავობაზე მტკივნეულმა მოსაზრებებმა ვიზუალი ადამიანი შეიძლება მიიყვანოს ორიდან ერთ-ერთ უკიდურესობამდე:

1. შეიძლება ბუნებრივად საკმაოდ მიმზიდველმა ვიზუალმა გოგონამ, საერთოდ შეწყვიტოს ზრუნვა საკუთარ გარეგნობაზე, ჩაიქნიოს ხელი და თქვას: ,,რა აზრი აქვს პრანჭვას, სულერთია, მე ისეთი შეუხედავი ვარ, რომ მაინც არავინ შემიყვარებსო“.

2. მეორე უკიდურესობა ასევე საკუთარ თავში დაურწმუნებლობიდან გამომდინარეობს. ამ დროს ვიზუალი მეტისმეტად გულმოდგინედ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე. ის ცდილობს ადამიანებს არ დაენახვოს კოსმეტიკის, სალონური ვარცხნილობისა და მაკიაჟის გარეშე. მაშინაც კი, თუ სახლიდან მხოლოდ ნაგვის გადასაყრელად უნდა გავიდეს, ამისთვის ნახევარი დღე მაკიაჟის კეთებას უნდება.

ამ უკიდურესობას – საკუთარი გარეგნული სილამაზისადმი უკიდურეს ყურადღებას – ვიზუალი მიჰყავს პლასტიკური ქირურგის კაბინეტთან. მიდის და ხდება მუდმივი კლიენტი, სრულყოფილი გარეგნობისკენ მის ლტოლბას ხომ საზღვარი არ აქვს. მიდის და წავიდა: იდიდებს მკერდს, წელს ივიწროებს, იკეთებს ბოტოქსს ყველა შესაძლო ადგილზე, მისი სხეულისა და სახის ფორმები თანდათან ყოვლად გაურკვეველ და წარმოუდგენელ ფორმებს იღებს.

სწორედ ასეთი ვიზუალები იტანჯებიან ანორექსიითა და ბულემიით. ვიზუალის მიერ საკუთარი თავის მიუღებლობის წყალობით მილიარდებს შოულობს კოსმეტიკის ინდუსტრია, პლასტიკური ქირურგია, დიეტოლოგია და ა.შ.