კვაზიმოდოს სინდრომი

კვაზიმოდოს სინდრომის მახასიათებლები

საკუთარი თავის ვერმიღება, საკუთარი გარეგნობის აუტანლობა, მისი უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით, პირდაპირ კავშირშია დაქვეითებულ თვითშეფასებასთან და ხშირად ხასიათდება დართული მსხვერპლის კომპლექსითაც. საიდან მოდის ასეთი ,,თაიგული“? ორი სიტყვით, ეს მდგომარეობა ძირითადად წარმოიშობა მაშინ, როდესაც ვიზუალში გარემოს ზეწოლა აღემატება შინაგან ტემპერამენტს. ასეთი სცენარის ერთერთი დამაფორმირებელია, როდესაც ბავშვობაში და მოზარდობისას ახლობლები ხშირად აკრიტიკებდნენ მის გარეგნობას (განსაკუთრებით სახალხოდ).

ვიზუალისთვის ზოგჯერ საკმარისია ერთხელ ბოროტად დასცინოთ მის გარეგნობას, ან სახალხოდ უთხრათ ,,როგორ დამსხვილებულხარო“. ახლა წარმოიდგინეთ, როცა ეს ხშირად ესმის ბავშვობაში მის გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი ეპითეტები.

ვიზუალი ბავშვი განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამს მის გარეგნობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კრიტიკას. თუ ეს ხშირად ხდება, აქედან გამოწვეული ტრამვა შეიძლება მთელი სიცოცხლე გაჰყვეს. ამ დროს უყალიბდება განცდა, რომ წარმოუდგენლად შეუხედავი და მახინჯია და ამის მყარად სჯერა. ის იწყებს საკუთარი თავის დამახინჯებულად აღქმას. იყურება სარკეში – იქ კი… ხედავს მახინჯ ადამიანს, რომელიც შეუძლებელია ვინმეს უყვარდეს (ეს შეიძლება ჰქონდეს მაშინაც კი, თუ რეალურად სულაც არაა შეუხედავი, მაგრამ ბავშვობიდან ასე ჩააგონეს – მთარგმნელის შენიშვნა).