კითხვები სვფ-ს შესახებ

 

კითხვა: რომელ ვექტორში ვლინდება განსხვავებულისადმი შიში?

პასუხი: განსხვავებულის შიში ძირითადად ორ ვექტორში გვხვდება ესაა ანალური – განსხვავებული ხარისხის სიძულვილი (ხშირად ეთნიკური, ან რასობრივი ნიშნით გამოხატული) და კუნთური – სოციუმისაგან განსხვავებულის შიში (ქსენოფობია).

 

კითხვა: ვინ წერს ძირითადად სქელტანიან (მრავალგვერდიან) წიგნებს? ან რატომაა რომ ძველ დროში დაწერილი წიგნები ხშირად ასობით გვერდია?

პასუხი: ზოგადად ანალური ეპოქის წიგნების სრული უმრავლესობა ანალური ფასეულობის გავლენას განიცდის. სქელტანიანი, მძიმე, მოცულობითი, ინფორმაციითა და ბიოგრაფიებით დატვირთული. ამას ემატება ისიც, რომ მწერალთა 99% აქვს ანალური ვექტორი, რაც დამატებით ქმნის წიგნებში ანალურ ფასეულობათა გავლენას.

 

კითხვა: რატომ ხდება ზოგჯერ დიაგნოსტიკაში შეცდომები?

პასუხი: სისტემა საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავს ფსიქოტიპებს, მათ ქცევებს, მანერებს გამოხატულებებს, მათ ფუნქციებსა და გამოვლინებებს. მაგრამ არის სუბიექტური ფაქტორი მადიაგნოსტირებლის სახით. 1. მას შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია. 2. შეიძლება ეყრდნობოდეს არასწორ ინფორმაციულ წყაროს 3. შეიძლება მოხდეს თვისებათა ერთმანეთში არევა 4. შეიძლება არ გაითვალისწინოს დაშენება, ან პირიქით დაშენებული ვექტორი არსებულში შეეშალოს. 5. შესაძლოა მოხდეს მაღალი ტემპერამენტის არევა სმენის ან ურეთრალურ ვექტორში. 6. თავად ფსიქოლოგის გამოცდილება და ცოდნა.

 

კითხვა: რა ძირითადი სხვაობაა კან-ორალსა და კან-ყნოსვას შორის. ორალი და ყნოსვა ხომ ორივე ენერგიის მეოთხედის ვექტორებია?

პასუხი: კან-ორალი და კან-ყნოსვა საკმაოდ ადვილი გასარჩევია, ორივე კანია, ორივეს აქვს კანური სურვილიბი, მაგრამ ზედა ვექტორი რადიკალურად ცვლის მის გამოვლენას. მაგრამ ერთს სურს ისაუბროს გამოჩნდეს, ჯგუფი ვერბალურად აიყვანოს. მეორეს კი უნდა იყოს შეუმჩნეველი, ის ჩუმია, როცა საუბრობს იფიქრებთ ლაპარაკი ტანჯავსო, მანიპულატორია, ურჩევნია კულისებიდან მართოს და არ გამოჩნდეს მართოს სხვისი ხელით . ამიტომ აქ რთული გასარჩევი არ არის.

 

კითხვა: რომელ ვექტორს ახასიათებს კაცთმოძულეობა?

პასუხი: ეს შეიძლება ჰქონდეს სმენას, ვიზუალს და ყნოსვას. სმენის შემთხვევაში ეს ჭარბი ეგოცენტრიზმის შედეგია. ვიზუალთან – სნობიზმის. ყნოსვასთან კი მიზანთროპიის. თუმცა თითოეული ნეგატიური სცენარის გამოვლინებაა.

 

კითხვა: რატომ არის, რომ ურეთრალებს ასე იშვიათად ვხვდებით?

პასუხი: ურეთრალის ვექტორიანი მეთაურია, ბელადია, წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ერთ სამეფოს 5 მეფე რომ ყავდეს, რამდენიმე ბელადი ერთ ჯგუფში უეჭველად განხეთქილებას გამოიწვევდა, ამიტომაცაა რომ ურეთრალები ცოტანი არიან. რაც შეეხება რთულად დიგნოსტიკას, ურეთრა არც ისე რთულად გამოცნობადია, უბრალოდ მცირე რაოდენობის და განსაკუთრებული ფუნქციის გამო მათ ყოველ ნაბიჯზე ვერ ნახავთ. მითუმეტეს იშვიათია ერთვექტორიანი ურეთრალები. არის მეორე საკითხიც: როგორც წესი ძირითადად ჩვენს გარშემო ვადიაგნოსტირებთ ხოლმე. შესაძლოა ჩვენს სამეგობროში, ან თანამშრომლებში ურეთრალი ვერ ვნახოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურეთრალები საერთოდ არ არიან, უბრალოდ ისინი ცოტანი არიან და თან ურეთრალებს, მითუმეტეს თუ მათ ზედა ვექტორი ერთვის, პატარა სივრცე იშვიათად ყოფნით სარეალიზაციოდ. ამას ემატება ისიც თუ სად ეძებთ. მაგალითად: თუ თქვენ წახვალთ რომელიმე ფინანსურ კომპანიაში იქ ძირითადად კანის ვექტორიანები დაგხვდებიან, მაგრამ თუ საავიაციო სკოლას ეწვევით, მაშინ იქ მყოფთა უმეტესობა ურეთრალის, ან სმენის ვექტორიანი იქნება.

 

კითხვა: მაინტერესებს, როცა ურეთრალი აერთიანებს გაუცნობიერებლად, ანუ ინსტიქტის დონეზე მაკეთებს, სანამ ცნობიერის დონეზე ავა სურვილი და იდეა? რა პროცესს გადის ურეთრა და მისი ჯოგი? უბრალოდ იწყებენ გაერთიანებას შემდეგ იყენებენ იდეას მიზნად?

პასუხი: პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, რომ ურეთრალის ვექტორიანი ასაკთან ერთდ კი არ გადაიქცევა ბელადად, არამედ პირდაპირ ასეთი იბადება, ამიტომ მას თანდაყოლილი აქვს სხვებზე დომინირება. ამიტომ ის მუდამ ბელადად აღიქვამს თავს, და მის დომინაციას სხვებიც გრძნობენ. ჯერ კიდევ პატარაობაში მის გვერდით მუდმივადაა რაღაც ტიპის ჯგუფი, თანატოლები. შემდეგ კი უკვე იწყება ჯგუფის ფორმირება, ესეც ავტომატური პროცესია, ურეთრალს შეუძლია შეიგრძნოს მომავალი და თავისი შინაგანი ვნების წყალობით სხვებიც აღნთოს მომავლისკენ სწრაფვის სურვილით.

 

კითხვა: ურეთრალ-სმენის კომბინაცია, ადამიანების დაახლოებით რა პროცენტს ექნება?

პასუხი: როგორც აღვნიშნეთ ურეთრა სხვებთან შედარებით იშვიათი ვექტორია, ზედა ვექტორებიც ყველას არ აქვს (აქვს დაახლოებით 20%) აქედან სმენით სულ 7-8%, შესაბამისად ურეთრალ-სმენები საკმაოდ ცოტაა.  ალბათ არაუმეტეს ადამიანთა 1%. შეიძლება უფრო ნაკლებსაც.

 

კითხვა: რამდენად არიან ურეთრალი მამაკაცები ისეთ სისტემებშ, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, უშიშროება და ა.შ. ოღონდ არ ვგულისხმობ გენერლებს და ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს. უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად შეუძლიათ კანურ სისტემებში შედარებით დაბალ თანამდებობებზე ყოფნა?

პასუხი: ურეთრალის ვექტორიანი ჯარში, ან რაიმე მსგავს სისტემაში, ვიღცის კონტროლქვეშ, თავს ისე გრძნობს, როგორც მხეცი გალიაში. ურეთრალი არ ჯდება ჩარჩპოებში, არ კონტროლდება, ის ბუნებით მმართველია და თუ ამას ვერ ახერხებს მაშინ ის ვერ ასრულებს ფუნქციას, თუ ფუნქციას ვერ ასრულებს ე.ი. ვერც შედგა სრულფასოვან პიროვნებად.

 

სტატიის ავტორი: სერგო ღამბაშიძე