კულტურული აღმასვლა მასებში

კან-ვიზუალი მდედრის სცენარი ყველაზე მკაფიოდაა წარმოჩენილი ქალური სცენარებიდან: ის მუდამ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ დღეს მისი ვარსკვლავური საათია. კან-ვიზუალი ქალები, ახლა, როგორც არასდროს, ისე ბრწყინავენ ყველას წინაშე: თავს იწონებენ მოდური ჟურნალების გვერდებზე, გვიღიმიან ტელეეკრანებიდან, ცეკვავენ მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე საკონცერტო დარბაზებში ან გვაიძულებენ სუნთქვის შეკვრას, როცა გამოდიან კამერული თეატრების სცენებზე. თანამედროვე დიდ ქალაქებში ძალიან ბევრ ქალს გააჩნია კანური და ვიზუალური ვექტორი, შესაბამისად არსებობს კან-ვიზუალური კავშირიც, რომელიც ყველა ვექტორისაგან დამოუკიდებლად გავლენას ახდენს მათ ბედზე.

მთელი თანამედროვე კულტურა – ვიზუალური ზომის შექმნილია. მაგრამ თუ ძველად ამით მხოლოდ კან-ვიზუალი მდედრი იყო დაკავებული, ცოტა ხნის წინ მასში ჩაერთო კან-ვიზუალი მამაკაციც.

ვიზუალური ვექტორი ყველაზე მგრძნობიარეა, სწორედ ის სწევს ჰუმანიზმს წინ და ქმის კულტურას. კულტურას როგორც გადარჩენის ხერხს, როგორც კაცობრიობის შეგნებულ ნაბიჯს განსაზღვულად ფარულ აკრძალვებზე და შეზღუდული სისტემების დაცვაზე, მოქცევის წესზე, ერთმანეთთან ურთიერთმოქმედების ჩარჩოებით. კულტურას როგორც არსებობის წესს, როგორც ზოგადად მიღებულ სტანდარტს ყველა დონეზე წყვილში, ჯგუფში, გლობალურ საზგადოებაში.

მთელი დამსახურება, დაუჯერებელ ძალისხმევაზე, რომ ჩაუნერგოს კაცობრიობას კულტურული ჩარჩოების ნებისმიერი წესრიგი, ეკუთვნის არა სხვა ვინმეს, არამედ კან-ვიზუალ ქალს, სწორედ იმას, ვინც თავის არქეტიპში არ არის ახალი სიცოცხლის დამბადებელი და, როგორც უკუკავშირი უუნაროა კვლის. მათ აქვთ სიყვარული და სიყვარულს, ამ უდიადესი შეგრძნებას, ცალკეულად აღებული ყოველი ადამიანური სიცოცხლის გავლით, ისინი აგებენ ,,არ ჰკლას“ კულტურულ ფასეულობებში.

კანიბალიზმის აკრძალვა

კულტურა სათავეს იღებს კანიბალიზმის აკრძალვისაგან. მთავარი მოტივი კან-ვიზუალი ქალის შიშია, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ის კეთილია და მკვლელობისაკენ არ არის მიდრეკილი. თვით იმ დონეზეც კი, რომ მიკრობსაც არ მოკლავს საკუთარ ორგანიზმში.  ყველა კულტურული შეზღუდვის საფუძველი მიდის ვიზუალის საბაზისო თვისებასთან – ანტი მკვლელობასთან. კან-ვიზუალი ქალის სიკვდილის შიში და საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნების სურვილი, უბიძგებს მას იმ შეგრძნებისაკენ, რომ ყოველი ცალკეულ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ეს გაცნობიერება მას აჰყავს ფასეულობათა ზოგადი სისტემების რანგში. როგორ ახერხებს ის ამას? ვიზუალური ვექტორის სახეობრივი როლი სრულდება ძალიან მნიშვლელოვანი საფუძვლის წყალობით – შიშის გრძნობით, რომელიც აძლევს ვიზუალს (ქალს) იმის უნარს, რომ პირველმა შეამჩნიოს, მოახლოვებული საშიშროება, ძლიერ შეშინდეს და ამის შესახებ აცნობოს ჯოგს. პირველყოფილ ჯოგში ყველაზე მხედველი, ყველაზე ემოციური, ყველაზე მშიშარა იყო კან-ვიზუალი ქალი და იგიც ხდებოდა ურეთრალი ბელადის მუზა. ის გავლენას ახდენდა მასზე, რომლის შემდგომ ბელადი ითვალისწინებდა მის რჩევას და მხარს უჭერდა ცალკეულად აღებულ სიცოცხლის ფასეულობათა იდეებს. შემდეგ კი ვრცელდებოდა ყველა დანარჩენზე და ხდებოდა საყოველთაო მონაპოვარი.

კულტურული ფასეულობები ყველასათვის

როცა ვითარდება ვიზუალი ქალი, ის გადადის სიყვარულის მდგომარეობაში. მას გააჩნია ყველაზე დიდი ემოციონალური ამპლიტუდა, ყველაზე მგრძნობიარეა, ყველაზე ემპათიური, აქვს უნარი უთანაგრძნოს და შეიბრალოს, ემოციურად განიცადოს სხვების მდგომარეობები, შეიგრძნოს და გაითავისოს მათი სურვილები. ამგვარი სახით, ის თავის მიერ შექმნილ კულტურულ ფასეულობებში რთავს სხვა ვექტორის მოთხოვნილებებსაც.  სწორედ მისგან ღებულობს კაცობრიობა ისეთ მნიშვნელოვან გაცნობიერებას, როგორიცაა მეგობრობა, რომლის მოთხოვნილებასაც თავდაპირველად განიცდის ანალური ზომა; მას შეჰყავს კულტურის მოთხოვლილებებში მუსიკის სილამაზე – თავიდან კლასიკური, რომელშიც თავის თავს გამოხატავს ვიზუალური ვექტორი.

დღესდღეობით, ვიზუალური ზომა თავის ფასეულობას ატარებს მასებში. დღეს ვიზუალები ქმნიან მოდას, გვეუბნებიან რა არის ლამაზი და გვიჩვენებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ არა. ეტიკეტი და თავაზიანობის ნორმა არ არის უბრალოდ შეზღუდვის სისტემები, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულებათა შესახებ ვიზუალური წარმოდგენის გვიანდელი წარმოდგენაა.

ხელოვნების განვითარება

კულტურამ, რომელიც წარმოიქმნა ვიზუალი ქალის მოწოდებით, განვითარება მისცა ვიზუალ მამაკაცსაც, რომელიც ამ მომენტამდე უბრალოდ ვერ ახერხებდა ადაპტაციას. ფიზიკურად სუსტი აღნაგობის ვიზუალ ბიჭებს არავითარი სარგებლობა არ მოჰქონდათ პირველყოფილ ჯოგში, მათ ურალოდ ჭამდნენ კანიბალიზმის დროს, და ყველაზე საშინელი ისტორიებიც კლდიდან გადაგდებულ ჩვილ ბიჭუნებზე, როგორც მაგალითად სპარტაში, სწორედ მას ეხება.

ვიზუალური ზომა ახალ პირობებში მასიურად იწყებს გადარჩენას და ჩნდება ხელოვნებაც. კან-ვიზუალ მომღერალ და მოცეკვავე ქალს უერთდებიან ანალ-ვიზუალი მხატვრები და იუველირები, და ხელოვნებაც უფრო აქტიურად იწყებს განვითარებას თავდაპირველად “სასახლეში”, მონარქის წინაშე, მათთვის მთავარი სახელისუფლებო ატრიბუტის შექმნით.

დღეს, კანური ცივილიზაციის საუკუნეში, სტანდარტული კანონი ნებისმიერს აძლევს სიკვდილისაგან გადარჩენის გარანტიას, ეს კი ნიშნავს, რომ თვით ყველაზე სუსტ ვიზუალ ბიჭებს, დაბალი განვითარებითაც, გარანტირებული აქვთ სიცოცხლე. ამან პრინციპულად ბიძგი მისცა ახალ მოვლენას – კულტურის მასიურად გამოვლენას.

ვიზუალი ქალის რეალიზაცია თანამედროვე მსოფლიოში

დაუჯერებლად დიდი მგრძნობელობის უნარით, განვითარებული კან-ვიზუალი ქალი ბუნებით ფსიქოთერაპევტია. ის, როგორც არავინ, შეიგრძნობს ადამიანების სულის მდგომარეობას, განწყობას, სურვილებს. მომღერალი ქალი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის დიდად არ არის მგრძნობელობითა და ემოციანალურობით განვითარებული, უკვე თავის შემოქმედებით აბალანსირებს მის შემხედვარეებს, ამშვიდებს მათ, უხსნის ტანჯვას, ადამიანებს ანიჭებს სიამოვნებას, ყველაზე ელემენტარულ დონეზე ნერგავს გზას გრძნობითი მშვენიერებისაკენ.

თანამედროვე მსოფლიოში კან-ვიზუალი თავის რეალიზაციას ახდენს როგორც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ხელოვნებამცოდნე, ექსკურსიამძღოლი, ლიტერატურის მასწავლებელი, ენათმცოდნე და სოციალური მუშაკი. შეუძლია გახდეს მედდა, ექიმი, მსახიობი ან დიზაინერი. ადამიანებში ნერგავს თავის ბუნებრივ “ვიზუალურ გემოს”. მას შეუძლია წარმატებული იყოს ნებისმიერ საქმეში, სადაც მოითხოვება ემოციური კონტაქტი ადამიანებთან.

თანამედროვე ეპოქაში კან-ვიზუალი ქალი, ვიზუალური ვექტორის არც თუ ისე დიდი განვითარებით, ყველაზე ხშირად ოცნებობს მოდელობაზე, რომ იაროს პოდიუმზე და ადემონსტრიროს თვისი სხეული, დაიჭიროს ურიცხვი აღფრთოვანებული მზერა ფოტოკამერების გაჩხაკუნებისას. თუმცა ბოლო პერიოდში მოდელებს შორისაც შევხვდებით ქალს, ძალიან განვითრებული ვიზუალური ვექტორით. მაშინ, როგორც წესი, ის უცებ გამოეყოფა საერთო მასიდან და აღწევს დიდ სიმაღლებს. ირგვლივ მყოფთაგან განსხვავებით ის ადემონსტრირებს არა მხოლოდ თავის სხეულს, არამედ სულსაც.

მსახიობი ქალი

ხელოვნება მუდამ ითვლებოდა კულტურის შემოქმედებად, რომელიც აკმაყოფილებდა ადამიანის სიყვარულს მშვენიერებისკენ, მაგრამ არა მხოლოდ როგორც შემეცნების ხერხს და სინამდვილის გამოხატვას, არამედ როგორც ადამიანის და მთელი კაცობრიობის სულიერი კულტურის ნაწილს. ხელოვნება ანატიფებს გრძნობებს და ახდენს მათ აღრზდას, ქმნის საერთო ფუნდამენტს ჰუმანური იდეებისათვის და ფასეულობებისათვის და ნერგავს მაღალ ჰუმანურ დამოკიდებულებებს საზოგადოების შიგნით. ხელოვნებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს კინო და თეატრი. როცა მსახიობი, მაყურებელში იწვევს თანამონაწილეობის გრძნობას, ეს ვიზუალური ვექტორის კარგ განვითარებაზე მეტყველებს. თავისი მუშაობით, ის არა მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს, არამედ საზოგადოებაში შეაქვს ჰუმანური იდეები, რომლებიც მაყურებელში აცოცხლებენ განცდების ძლიერ განსხვავებულ ანარეკლებს – დაწყებული ეიფორიულიდან, სიბრალულის ცრემლებით დამთავრებულს. ვიზუალურ ვექტორში ჩადებული ტალანტის წყალობით, ადამიანთა ფსიქიკური მდგომარეობების განსაკუთრებულად ნატიფი აღქმით და მათი განვითრებით, რომლის დროსაც განსაცვიფრებლად ფართოვდება ასეთი მდგომარეობების დიაპაზონები, ის მთელი არსით “ცხოვრობს” სცენაზე, ემოციის კადრშიც და თავისი გმირის ცხოვრებაშიც.

კან-ვიზუალმა მამაკაცმა ესტაფეტა ჩაიბარა

დღეს, კანის ფასეულობათა ეპოქაში, ისტორიაში პირველად, კანონმა უზრუნველყო ყოველი ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობა, იმათი ჩათვლით, რომლებიც წინათ ვერ პოულობდნენ ჯოგში რეალიზაციას. ვიზუალური კულტურის განვითარების უმაღლესი დონის ფონზე, კან-ვიზუალმა მამრებმა აქტიურად დაიწყეს ადგილების დაკავება სხვადასხვა სფეროში, კან-ვიზული მდედრის შემჭიდროვებით. მათ ვხვდებით ბალეტში, ესტრადაზე, ფიგურულ სრიალში და თვით მხატვრულ ტანვარჯიშშიც კი! ათასობით წლების შემდეგ კაცობრიობამ პირველად მიიღო კან-ვიზუალური კავშირის რეალიზაციის შესაძლებლობა მამაკაცის სხეულში, რომელსაც არ გააჩნია არქეტიპი. დღევანდელ ლანდშაფტში თანამედროვე კან-ვიზუალი გვხდება თვალში აფიშებზე, ტელეეკრანებზე და ჟურნალების გვერდებზე. ას წლზე ნაკლებ დროში მან მიაღწია იმას, რაც გახდა მამაკაცური სექსუალურობის და სილამაზის სიმბოლო.

სწორედ კან-ვიზუალ მამაკაცებს შეაქვთ დიდი წილი კულტურული პლატფორმის შექმნაში. თანამედროვე ადამიანიდან, რომელიც ცხოვრობს ცხოველური რანჟირების კანონებით, სულიერ ადამიანში ნარნარით გადასასვლელად. იმისათვის, რომ იპოვონ თვიანთი ადგილი ჯერ კიდევ “ცხოველურ” საზოგადოებაში, მათ უნდა შექმნან ახალი ფასეულობები და ვიზუალური შემბრალებლობაც უნდა აიყვანონ განვითარების მომდევნო დონეზე, ჩაუნერგონ ადამიანებს სიბრალული, ემპათია ახლა უკვე უმაღლეს დონეზე, ბაზის შექმნით და არა იძულებით, არა გარედან თავს მოხვეული, არამედ შიგნიდან ამოზრდილი,ჭეშმარიტი ტოლერანტულობა ფსიქიკურისკენ ყოველ ადამიანთან.

ამაში იმალება კაცობრიობის პოტენციური გარღვევა “ცხოველური ადამიანიდან” “სულიერი ადამიანისკენ”, როგორც კულტურული, ასევე სულიერი განვითარების კუთხით.

 

 

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/prodvizhenie-kultury-v-massy-ili-anitiseks-i-antiubiistvo

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili