კუნთის ვექტორიანის სურვილები

კუნთის ვექტორს ახასიათებს მხოლოდ საბაზისო თვისებები: ჭამა, სმა, ძილი და სუნთქვა. დამატებითი ფსიქიკური თვისებები არ გააჩნია. დამატებითი თვისებები კი არის ყველა დანარჩენი თვისება, გარდა ამ ოთხისა. შემეცნების სურვილი, სიმდიდრის სურვილი, სურვილი იყო მოდური და ლამაზი, ძალაუფლების სურვილი და ა.შ. ყველა ეს დამათებითი თვისებაა ფსიქიკისთვის. დამატებითი თვისებები ყოველი ვექტორისათვის სპეციფიურია. კუნთს საერთოდ არ გააჩნია ეს დამატებითი თვისებები. ზემოთ მოვიყვანეთ ანალოგი კუნთის ვექტორსა და ახალშობილზე. ახალშობილი ეს არის ადამიანი, ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, პრიმიტირული და განუვითარებელი. სურვილებიც ასევე პრიმიტიული აქვს. შესთავაზეთ ახალშობილს „ფერარი“, მოდის მთავარი საიდუმლო, სამყაროს შემეცნება. ის ჯერ კიდევ ვერ მიიღებს ამ ყველაფერს. მას ჯერ არ აქვს ამის მოთხოვნილება. მისი ფსიქიკა ისეთი პატარაა, თითქოს არც არსებობს. ზუსტად ასევეა კუნთის ვექტორის შემთხვევაში.

მოვიყვანოთ კედლის შეღებვის მაგალითი, როგორც დამატებითი თვისება. ავიღოთ კედლის შეღებვის სურვილი. აგრევე ჩნდება ორი ასპექტი: 1. რატომ გაჩნდა ეს სურვილი და 2. როგორ დაკმაყოფილდა ეს სურვილი. რატომ უჩნდება კედლის შეღებვის სურვილი ანალურ ვექტორს? ანალური ვექტორის თვისება არის სისუფთავისკენ მიდრეკილება. ამიტომ, ანალური ვექტორის მქონე ადამიანი შეხედავს ბეტონის ჭუჭყიან კედელს, მასზე დაძვრებიან და მრავლდებიან სხვადასხვა მიკროორგანიზმები, ეს მისთვის არაჰიგიენურია და ამიტომ აუცილებელია მისი შეღებვა. ის დიდი ხანი მოუნდება საღებავის შერჩევას, შეეკითხება ახლობლებს, ნაცნობებს, მოიძიებს საიტებს და ნახავს რეკომენდაციებს თუ რა სახის საღებავით რა სახის კედლის შეღებვა შეიძლება. სთხოვს მეგობრებს გაუზიარონ გამოცდილება, გააანალიზებს ამ საკითხს დიდი ხანი, დიდი ხნის მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, წავა და იყიდის საღებავს ყავისფერი ტონალობით, დროით გამოცდილს, ხარისხიანს, შეიძენს ყველა საჭირო ნივთს, მოვა სახლში ყველაფერთან ერთად, იატაკზე დააფენს გაზეთებს აკურატულად და დაიწყებს კედლის ღებვას. ასევე ჩაიცვამს ახლადგარეცხილ სამუშაო ფორმას. იწყებს ღებვას ნელ-ნელა, დიდხანს, რათა არ დარჩეს არცერთი შეუღებავი პატარა ადგილიც კი.

რატომ უჩნდება შეღებვის სურვილი კანის ვექტორიანს? კანი ეჯიბრება, ვინ არის მაღლა, ვინ არის დაბლა, ყოველთვის ადარებს საკუთარ თავს სხვებს, ცდილობს ამაღლდეს სოციალურ კიბეზე. თუ იმ ჯგუფში, სადაც ის იმყოფება, იმ სოციალურ საფეხურზე, სადაც ის არის, მიღებულია კედლების ღებვა, მაშინ მასაც გაუჩნდება კედლების შეღებვის სურვილი. აქ რამოდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს, ის დაიქირავებს მეზობელი მშენებლობიდან მუშას, ძალიან სწრაფად და იაფფასიანი საღებავით შეაღებინებს კედლებს. შეიძლება იყოს სხვა ვარიანტი, მაგალითად, კანს უნდა იყოს სხვაზე უკეთესი, ის დაუკვეთავს მუშა ხელს სპეციალურ ფირმაში, რომელიც დაკავებულია კედლების ღებვითა და ბინის რემონტით. მისთვის აუცილებელია ეს სპეციალისტები დაინახონ მეზობლებმა, საღებავიც ექნება თანამედროვე ტექნოლიებით შემუშავებული. შეუღებავენ კედლებს, ძალიან სწრაფად იმ მომენტამდე, სანამ ლანდშაფტი არ მოსთხოვს შპალერის გაკვრას.

ურეთრალურ ვექტორს ძალიან საეჭვოა რომ ასეთი სურვილი გაუჩნდეს საერთოდ, ეს მის სამეფო უდიდებულესობას არ ეკადრება. ვიზუალურ ვექტორი უბრალოდ კი არ შეღებავს საკუთარ სახლს, არამედ მოხატავს, მორთავს. აი კუნთის ვექტორს (იგულისხმება ერთვექტორიანი კუნთი) საერთოდ არ გაუჩნდება მსგავსი სურვილი. ერთადერთი შემთხვევაა, როცა მას ასწავლიან და ის უბრალოდ იმეორებს. ისიც თუ ეს მიღებულია იქ, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, ასწავლეს რომ წელიწადში ერთხელ კედლები უნდა გადაღებოს, ის უბრალოდ გაიმეორებს, არც იკითხავს რატომ და რისთვის, თავად კი მსგავსი სურვილი არასოდეს გაუჩნდება. ან, მაგალითად, კუნთის ვექტორიანი წაიყვანეს ჯარში, მისმა უფროსმა კი მისცა დავალება შეეღება კედლები. ის ამ დავალებას ასრულებს ყოველგვარი კითხვების გარეშე.