კუნთის ვექტორის აზროვნება

როგორ მუშაობს კუნთის ვექტორიანი ადამიანის აზროვნება? ანალური და კანის ვექტორის შესახებ ლექციებში ჩვენ განვიხილეთ როგორი იქნებოდა ანალის და კანის შედგენილი CV. ანალის მსჯელობითი, ლამაზი, მრგვალი ასოებით დაწერილი, გამართული გრამატიკით და ა.შ. კანის მიფუჩეჩებული, ალაგ-ალაგ გადაყლაპული, ან შეცდომით დაწერილი ასოებით, გაკრული კალიგრაფიით. თუ თქვენ მიხვალთ კუნთის ვექტორიანთან და თხოვთ CV შეადგინოს, ის გკითხავთ: ეგ რა არისო? კუნთის ვექტორიანი, უბრალოდ განსაზღვრული ფსიქოტიპის მატარებელი კი არ არის, არამედ ცხოვრობს ასევე განსაზღვრულ ტერიტორიაზეც (საუბარია ერთვექტორიან კუნთზე). მისი მსოფლმხედველობა მოიცავს მარტივ კატეგორიებს, ხოლო ყველაზე რთული დილემა, რაც მის წინაშე შეიძლება დადგეს, არის დაბაროს თუ არა მიწა დღეს. თუ დღეს კანების, ანალების და ურეთრალების ძირითადი ნაწილი ქალაქში ცხოვრობს, კუნთის ვექტორიანი არა თუ არ გადასახლდა ქალაქებში, არამედ საერთოდ არ ცდილობს გამოვიდეს ასეთ სივრცეებში. კუნთის ვექტორიანები დღემდე ან ან საერთოდ პირველყოფილ ლანდშაფტში ცხოვრობენ, ან სოფლებსა და პატარა დასახლებებში. თუმცა როგორც წესი სოფელში მცხოვრებ კუნთებსაც კი ერთვით რაღაც ვექტორი, კუნთ-ანალები, კუნთ-ორალები, კუნთ-ვიზუალები. კუნთური ერთობა არ გავს ქალაქის დასახლებებს, მათთან ცივილიზაციას ჯერაც არ შეუღწევია, ინტერნეტი კი არა ხშირად ტელევიზორიც კი არ აქვთ და მთელი სოფელი ერთ ტელევიზორში უყურებს გადაცემებს. შესაბამისად კუნთის ვექტორიანები ვიზუალებივით ყველა ქვასა და ბუჩქთან ფოტოებ არ იღებენ, რომ მერე სოციალურ ქსელებში გააზიარონ. არ იცვლიან სამუშაოს კანებივით ყოველკვირა, არ აქვთ საკმარისი ინტელექტი და ინფორმირებულობა. ამიტომ ისეთი რამ როგორიც CV-ს შედგენა, თვითდახასიათება, ან შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოწერაა, მას არ შეუძლია. არ შეუძლია თავი დაირეკლამოს, მოძებნოს საჭირო სიტყვები. საერთოდ სიტყვა, ეს კუნთის ვექტორიანის ხელსაწყო არ არის. მისი მეტყველება ძირითადად შორისდებულების და მარტივი ფრაზებისგან შედგება, რომელთა დახმარებითაც ის თავის შეგრძნებებს გადმოსცემს, რადგან კუნთის ვექტორი ცხოვრობს შეგრძნებებისა და ინსტიქტების სამყაროში.

თუ შევაფასებთ ჩვევებს, კუნთის ვექტორიანს არ აქვს ცუდი ჩვევები, თუმცა არც კარგი ჩვევები გააჩნია. იმიტომ რომ არ აქვს თვით ჩვევების გამომუშავების მექანიზმი, მეტიც ჩვევას გამოიმუშავებს პიროვნება, კუნთის ვექტორს კი პიროვნულობა საერთოდ არ გააჩნია. წინა ლექციებში ჩვენ უკვე გითხარით, რომ კუნთის ვექტორიანებს არ აქვთ პირადი ,,მე“, აქვთ მხოლოდ ჯოგური ,,ჩვენ“. მაგ: კუნთის ვექტორიანები ხშირად ლოთობენ, მაგრამ მაშინაც კი, თუ კუნთის ვექტორიანი ლოთობს, ეს არ შეიძლება მის ჩვევად ჩაითვალოს. თუ გახსოვთ ანალური ვექტორის ლექციებში ჩვენ ვთქვით, რომ როგორც წესი ადამიანი სასმელზე დამოკიდებული ხდება მაშინ, როდესაც მას აქვს განსაზღვრული ნეგატიური მდგომარეობა. მაშინ როდესაც არარეალიზებულია, ანუ მას აქვს რაღაცის სურვილი, რომელიც მისგან ავსებას ითხოვს, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, ამას ვერ ახერხებს. ამის გამო აქვს შინაგანი სიცარიელე, როგორც აუვსებელი სურვილის შედეგი. ეს ამ ადამიანს ტკივილს აყენებს, ამის გადასაფარად კი შეძალება ალკოჰოლს და ხდება ლოთი. მაგრამ კუნთის ვექტორიანთან ასე არ არის, კუნთის ვექტორიანს არ აქვს მეთაფიზიკური სურვილები. მისი სურვილები შემოიფარგლება სხეულებრივი მახასიათებლებით: ჭამა, სმა, სუნთქვა, ძილი. ერთადერთი სურვილი რაც კუნთის ვექტორიანს აქვს, არის არსებობის სურვილი, იყოს ისე, როგორც ყველა. შესაბამისად მას არ გააჩნია აუვსებელი სურვილები და არც მათგან გამოწვეული ტანჯვა აქვს. სანამ კუნთის ვექტორიანი ცოცხალია, მისი ძირითადი სურვილები დაკმაყოფილებულია. ის სუნთქავს, ძინავს, აქვს წყალი და საკვები. ყველაფერ დანარჩენში კი ის ცდილობს მოიქცეს ისე – როგორც ყველა. კუნთის ვექტორიანს რომ კითხოთ არჩევნებზე ხმას ვის აძლევთო, გიპასუხებთ – ვისაც მეტყვიანო. სამსახურში რომ კითხოთ რომელ უბანზე გინდა სამუშაოდ წასვლაო, გიპასუხებთ სადაც გამგზავნით, ან სადაც ჩემი ბრიგადა წავაო. რომ კითხოთ რატომ დაქორწინდიო, გიპასუხებთ – რა ვიცი, ყველა ქორწინდება და მეც დავქორწინდიო. ასე დალევაზეც, თუ მის გარშემო ბევრი ლოთია, ისიც სვამს, ყველა სვამს და მე ხომ არ გამოვწყდებიო. რაც არსებობს კაცობრიობა, მას აქვს რაღაც საბაზისი ინსტიტუტები, რომლებიც ვლინდება ვექტორების ფუძეებიდან. მაგალითად, არის ფუძე მომავალი და ის ვლინდება იმ ადამიანის ფსიქკაში, რომელიც ჯგუფს ბელადობს. შესაბამისად ყოველ ფაზაში არსებობდა ადამიანი, რომელიც დგას ჯგუფის სათავეში. კანურ ფაზაში ეს არის პრეზიდენტი, ანალურ ფაზაში – მონარქი, კუნთურში – ბელადი. ანუ ყველა ფაზაში იყო ადამიანი, ვინც ხელმძღვანელობდა ჯგუფს და იღებდა გადაწყვეტილებებს (ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველა მეფე, ან პრეზიდენტი ურეთრალია, ასე არ არის, აქ უბრალოდ ინსტიტუციაზეა საუბარი, ხოლო თუ რატომ არ არის ყველა მეფე, ან პრეზიდენტი ურეთრალი, ეს უკვე ახსნილი გვაქვს წინა ლექციებში). ასევე ყველა ფაზაში არსებობდა ისეთი ინსტიტუტი – როგორიცაა არმია. კუნთის ვექტორიანები ყოველთვის და ყველა დროში შეადგენდნენ არმიის ძირითად მასას. ჯარში მიდიოდნენ მაშინ როცა უბრძანებდნენ და ბრუნდებოდნენ მაშინ – როცა უბრძანებდნენ. ისინი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ კანის ვექტორიანი მეთაურის განკარგულებას. თუ კუნთებს არ ყავთ მეთაური, რომელიც მათ მაგიერ მიიღებს გადაწყვეტილებას (ეს თავად არ შეუძლიათ), მაშინ ისინი ერთიანდებიან ჯგუფებად და ასე ჯოგურად განაგრძობენ ცხოვრებას. ქორწინებითაც კი წესის გამო ქორწინდებიან, ყველა ქორწინდება და ის გამონაკლისი ხომ არ გახდება.

კუნთის ვექტორიანის შინაგანი მდგომარეობა ისეთია, როგორც ყველასი. ის გავს ერთ აგურს, აგურებით აშენებულ კედელში, სადაც ის მთლიანობის მხოლოდ ნაწილია, დამოუკიდებლად თავს არ ავლენს. რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის მუდამ დანარჩენებითაა გარემოცული, მთლიანად დამოკიდებულია მათზე და გათქვეფილია მათში. არანაირად არ ცდილობს სხვებისგან რაღაცით გამოირჩეს. რას ნიშნავს გამოეყო, წარმოაჩინო საკუთარი ინდივიდუალურობა? ეს რაღაცის ცალკე კეთებას, პიროვნულ პსუხისმგებლობას და რაღაც ნაწილში მარტო დარჩნას გულისხმობს. ეს კუნთის ვექტორიანისთვის სასჯელის ტოლფასია. მარტო დარჩენა, კოლექტივიდან გამოცალკევება, ყველაზე მძიმე სასჯელია კუნთის ვექტორიანისთვის (სხვათა შორის თემიდან მოკვეთა, სწორედ კუნთური ფასეულობების გავლენაა). ეს იგივეა, რაც კედლიდან გამომძვრალი, ნახევრად დაფშვნილი აგური, ის ხომ ცალკე არაფერს ნიშნავს?! ამიტომ თუ კუნთის ვექტორიანს ჩასვამთ ცალკე საკანში, ან კარცერში, ეს მისთვის ყველაზე მტანჯველი სასჯელი იქნება. მისი ერთადერთი სურვილი იქნება – დააბრუნონ დანარჩენებთან. ციხეში მჯდომ სმენის ვექტორიანს თუ დანარჩენებისგან გამოაცალკევებთ და ცალკე საკანში ჩასვამს, ის პირქით მადმობელი დაგრჩებათ, რომ რაღაც დროით ,,ამ უაზრო სახეებს“ აღარ ნახავს, არ გაიგონებს მათ შემაწუხებელ ღრიანცელს. კუნთის ვექტორიანისთვის კიკოლექტივიდან გამოცალკევება ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც კი შეიძლება მას დამართოთ. პრინციპში ციხე კუნთის ვექტორიანისთვის არც ისეთი კატასტროფა, რადგან იქ უზრუნველყოფილია მისი ძირითადი სურვილები, აქვს საჭმელი, წყალი, ჰაერი, საწილი და გარშემო ხალხი. სხვა მოთხოვნილებები კი მას მაინცდამაინც არ აწუხებს. ჩაცმულობაც კი კუნთის ვექტორიანებს სტანდარტული ურჩევნიათ, როგორც ყველას აცვია, რომ სხვებისგან არ გამოირჩეოდეს. შემთხვევითი არ არის, რომ კუნთურ კოლექტივებში ყველას სტანდარტული ჩაცმულობა აქვს.

რა ძირითადი მექანიზმი აქვთ კუნთებს სააზროვნოდ? თქვენ იცით, რომ ანალებისთვის ეს არის ანალიზი, კანებისთვის – ლოგიკა. კუნთის ვექტორიანებს აქვთ მარტივი, მაგრამ თვალსაჩინო აზროვნება, ის მუშაობს არა აზრებით, არამედ – შეგრძნებებით. როგორც ყველა – ისე ის. ამიტომ მისი შეგრძნებებით აზროვნება ისე კი არ მუშაობს – დაინახა ისწავლა და თვითონაც გაკეთა. არამედ როცა ის ხედავ, როგორ იქცევა ყველა, ის მიესწრაფვის გახდეს მათი ნაწილი და გაინაწილოს მათი ქმედება შეგრძნებების დონეზე. მისი აზროვნების მექანიზმი შეგრძნებებია, შესაბამისად სამეტყველო, ან სმენითი არხები მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. ამიტომაა რომ კუნთის ვექტორიანს სიტყვებიდან აზრი კი არ გამოაქვს, არამედ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს. თუ თქვენ გაესაუბრებით ერთვექტორიან კუნთს, აღმოაჩენთ გასაოცარ ფაქტს: ნებისმიერ სიტყვას ის ზუსტად ისე გაიიგებს, როგორც ისმის. მაგალითად: თუ ნებისმიერ სხვას ეუბნებით, მოდი მაღაზია გავხსნათო, ყველასთვს გასაგებია, რომ თქვენ მცირე ბიზნესის დაწყებას გულისხმობთ. თუ კუნთის ვექტორიანს ეტყვით იგივეს, ის გიპასუხებთ: გასაღები მომეცი, მითხარი ეგ მაღაზია სად არის და გავხსნიო. ის ვერ მიხვდება იმ მნიშვნელობას, რაც თქვენ ამ სიტყვებით იგულისხმეთ. ნებისმიერ ფრაზას მისთვის პირდაპირი და მარტივი მნიშვნელობა აქვს.