კუნთის ვექტორი. წყვილში ურთიერთობა

შევხედოთ როგორ ვლინდება სქესთა შორის ურთიერთლტოლვა ქვედა და ზედა ვექტორებში.
დავიწყოთ კუნთის ვექტორით. კუნთის ვექტორის ფუძეა – მატერია. კომბინაციებში დართულ ვექტორად ის ადამიანთა დაახლოებით 98% ქვს, ერთვექტორიან კუნთებს კი თანამედროვე სამყაროში შედარებით იშვიათად ვხვდებით. ვნახოთ რა განსაკუთრებულობებს ვხვდებით კუნთის ვექტორში სქესთა შორის ურთიერთლტოლვის კუთხით. თუ სხეულზე შევხედავთ კუნთურ ეროგენულ ზონას, ის გამოვლენილია სხეულის ფუნდამენტად და შემოსაზღვრულია კანით. კუნთური მასა იცავს ჩვენს შინაგან ორგანოებს დაზიანებისაგან, ასევე გვაძლევს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. არსობრივად კუნთის ვექტორი იგივე ფუნქციას ასრულებს საკაცობრიო მასშტაბითაც. კუნთის ვექტორიანები შეადგენენ ჯგუფის სხეულს და უზრუნველყოფენ მის სიცოცხლისუნარიანობას. კუნთის ვექტორიანებს არ აქვთ ,,მე“, ისინი აზროვნებენ კოლექტიური ,,ჩვენ“ პრინციპით. ამასთან კუნთის ვექტორი ერთადერთია, რომელიც სრულიად კომპლიმენტარულია ნებისმიერ ვექტორთან და კომბინაციაში სრულიად ერწყმის მათ (სწორედ ამიტომაა კუნთის ვექტორის დიაგნოსტირება ყველაზე რთული). კუნთის ვექტორიანები (სხვა ვექტორების გარეშე) ყველაზე ხშირად ერთმანეთთან წყვილდებიან და ამ შეწყვილების ერთადერთი მიზეზი შთამომავლობის გაგრძელებაა. არც კუნთის ვექტორიან მამრს და არც კუნთის ვექტორიან მდედრს არ გააჩნიათ ინდივიდუალიზმი, მათი კოლექტიური ,,ჩვენ“ ერთიანდება წყვილში და ემსახურება შთამომავლობის გაგრძელებას.
წყარო: http://training8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks