კუნთის ვექტორის არსი

კუნთის ვექტორი ეს არის ყველაზე მარტივი ფორმა, რომელიც გამოვლინდა კაცობრიობის ეგოზიმის ახალი თვისებებით. ყველაზე პატარა და პრიმიტიული საფეხური. კაცობრიობის ეგოზიმის ახალი ბუნება. როცა ვამბობ „გამოვლინდა“ არ ვგულისხმობ, რომ უცებ, არაფრისგან რაღაც დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ყველაფერი უკვე არის. ჩვენ, როგორც ქმნილება განვითარებისას ვხსნით საკუთარი თავისთვის, შევიმეცნებთ. უკეთ გაგებისათვის მოვიყვან მაგალითს, იბადება ბავშვი, ახალშობილი, როდესაც იბადება ის ვერ აცნობიერებს ამ სამყაროს, საერთოდ ვერ იგებს რა არის, რა ხდება მის გარშემო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად სამყარო არ არსებობს. ის იყო, არის და იქნება ყოველთვის. ადამიანი, როგორც ახალშობილი ისე ვითარდება, იწყებს გაგებას და გაცნობიერებას ნელ-ნელა. თავიდან ის ხედავს ყველაფერს, როგორც ერთგვაროვან მასას. შემდეგ ხვდება რომ რაღაც არსებობს გარეთ, რაღაც კი – შიგნით. შემდეგ აცნობიერებს, რომ რაც არის მის შიგნით, ეს არის უკვე „მე“. „მე“, როგორც დამოუკიდებელი არსება, ერთეული. შემდეგ აცნობიერებს, რომ მის გარშემო არსებობენ თავისნაირი დამოუკიდებელი ერთეულები. თავიდან ეს არის ოჯახი, ეზო, სკოლა, სხვა ქვეყნები, სხვა კონტინენტები, შემდეგ სკოლაში სწავლობს, რომ არსებობს სხვა პლანეტები, სხვა სისტემები, სხვა სამყაროები და შეიძლება უფრო მაღალგანვითარებული განზომილებებიც კი. თავის მხრივ კაცობრიობაც გადის განვითარების ზუსტად იმ ფაზებს, რომელსაც გაივლის ერთი ადამიანი. ყველაფერი ვითარდება ერთი კანონით. სხვა ანალოგებიც შეგვიძია მოვიყვანოთ. აი კუნთის ვექტორის შედარება კი შეიძლება ახალშობილთან. კუნთის ვექტორი, ეს არის ახალშობილი კაცობრიობა. რა სურს ახალშობილს? მას უბრალოდ სურს გადარჩენა: სმა, ჭამა, სუნთქვა და ძილი. მორჩა, მეტი არაფერი უნდა. მისი ამოცანაა გადარჩეს, უნდა შედგეს როგორც მხოლოდ სხეული და მეტი არაფერი. იგივე ამოცანაა კუნთის ვექტორის შემთხვევაში. გადარჩეს, უზრუნველყოს კაცობრიობა სხეულებით, დაასახლოს დედამიწა, უზრუნველყოს ყველაფრით რაც მისთვის არის საჭირო, იმისთვის, რომ სხეული ცხოვრობდეს ამ სამყაროში. კუნთის ვექტორი ეს არის ბაზა, ფუნდამენტი, რომელზეც შენდება პროექტი სახელად – კაცობრიობა. კუნთის ვექტორი ეს არის ის თვისებები, რითიც ვვლინდებით ამ სამყაროში. არ არის ხეული, არ არის ადამიანი. სხეულებრივი მოთხოვნები, ეს არის საბაზისო თვისებები. თითოეული ეს თვისება გამოვლენილია მატერიაში. ჭამის თვისება, სხეულში გამოვლენილია კუჭ-ნაწლავის სისტემით, სუთქვა – სასუნთქი სისტემით, დანარჩენი თვისებებიც რეგულირდება სისტემურად. შეიძლება მათი გაზომვა, შეხება. კუნთური ზომის ფუნქცია, არის გადარჩენა სხეულებრივად და ადამიანის, როგორც არსების შენარჩუნება. ანუ მისცეს ადამიანს სხეული და საჭირო თვისებები გადარჩენისთვის. კუნთის ვექტორის ფუნქცია არის მატერიალური საბაზისო დოვლათის შექმნა, საიდანაც შენდება ყველაფერი. ადამიანის სხეულში კი პასუხს აგებს სხეულის გადარჩენაზე.
რა სახის ფუნქციაც აქვს ვექტორს, იმ სახის თვისებებით ხასიათდება. კუნთის ვექტორს ახასიათებს მხოლოდ საბაზისო თვისებები: ჭამა, სმა, ძილი და სუნთქვა. დამატებითი ფსიქიკური თვისებები არ გააჩნია. დამატებითი თვისებები კი არის ყველა დანარჩენი თვისება, გარდა ამ ოთხისა. შემეცნების სურვილი, სიმდიდრის სურვილი, სურვილი იყო მოდური და ლამაზი, ძალაუფლების სურვილი და ა.შ. ყველა ეს დამათებითი თვისებაა ფსიქიკისთვის. დამატებითი თვისებები ყოველი ვექტორისათვის სპეციფიურია. კუნთს საერთოდ არ გააჩნია ეს დამატებითი თვისებები.