ლესბოსური ურთიერთობები ურეთრალურ ვექტორში

ურეთრალური ვექტორის შესახებ ლექციებში უკვე განვიხილეთ თუ რა შემთხვევებში ხდება ლესბოსელი ურეთრალი მდედრი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ როგორ ქალს ირჩევს თავისთვის ურეთრალის ვექტორიანი ლესბოსელი გოგონა. როგორ ქალთან ურთიერთობა სურს მას და როგორი მდედრი თანხმდება მას ლესბოსურ ურთიერთობაზე. ალბათ თავადვე მიხვდებით, რომ ესაა კან-ვიზუალი გოგონა, შესაძლოა კან-ვიზუალი რაიმე სხვა დართული ვექტორებითაც. ეს ძირითადი ლესბოსური წყვილია. ესაა მაგალითად: ზემფირასა და რენატა ლიტვინოვას ვარიანტი. ან ჯოდი ფოსტერისა და სიდნი ბერნარის მაგალითი. საერთოდ ლესბოსური წყვილის კლასიკური ვარიანტია ერთი მხრივ ურეთრალის ვექტორიანი მდედრი, ხოლო მეორე მხრივ კან-ვიზუალი გოგონა. როგორ მდგომარეობაში მყოფი კან-ვიზუალი? აქ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც წესი განსაზღვრულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, წყვილდებიან თავისივე მსგავს მდგომარეობაში მყოფებთან. განვითარებული კანის ვექტორიანი არასოდეს იცხოვრებს სადისტ ანალთან, ხოლო განვითარებული ანალის ვექტორიანი მამრი არასოდეს მოიყვანს ცოლად მაზოხისტ კანის ვექტორიანს. ამიტომ ნამდვილი ბუნებრივი კავშირი მყარდება ერთი მხრივ მშობლების ზეწოლისგან დასტრესილ ურეთრალ მდედრსა და მეორე მხრივ ასევე მშობლების მხრიდან დასტრესილ (შეიძლება შეშინებულ) კან ვიზუალ გოგონას შორის. მოკლედ ურეთრალ მდედრთან ურთიერთობას აბამს ის კან-ვიზუალი, რომელიც დასტრესილია, აქვს შიშის მდგომარეობა და ეძებს დაცულობის შეგრძნებას, მაგრამ კაცების ეშინია (შეიძლება იმიტომ რომ მამა მას, ან დედამისს ცემდა, შეიძლება რაიმე სხვა მიზეზის გამოც). ჰოდა ვხედავთ როგორ ზის მინაზებული კან-ვიზუალი გოონა თვისი გმირი ურეთრალი მდედრის გვერდით, თვალებს აფახულებს, თავის მის მხრებზე აქვს მიყრდნობილი და მის გვერდით თავს დაცულად გრძნობს (თანაც ვიზუალურ ვექტორს სიყვარულის განცდა შეუძლია, ურეთრალს კი უსაზღვრო ვნება აქვს). არის კიდევ ერთი ლესბოსური წყვილი, მაგრამ ასეთი უკიდურესად იშვიათია: ესაა ორი ურეთრალი მდედრის წყვილი. ასეთია მაგალითად: მადონა და სარა ბერნჰარდი. ისინი ერთად დიდხანს არ ყოფილან, მაგრამ ასეთიც ხდება. ორი ურეთრალი მდედრი წყვილი როგორც წესი უბრალოდ ექსპერიმენტია. აქ მადონასთვის ლესბოსელობა იყო არა ცხოვრებისეული სცენარი, არამედ ექსპერიმენტი. ზუსტად მადონასავით იყო ედიტ პიაფიც, მასაც ჰქონდა ლესბოსური ურთიერთობები, მაგრამ ამას ძირითადად ,,ახალი შეგრძნებებისთვის“ აკეთებდა.