მამაკაცებზე განაწყენება, ანუ ყველა კაციერთნაირია…

„ყველა კაცი ერთნაირია – მექალთანეები, მატყუარები, მოღალატეები“ – სამწუხაროდ ასეთ ფრაზებს არც თუ იშვიათად ვისმენთ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებისგან. თუ მათ ჰკითხავთ, რატომ ფიქრობენ ასე, ქალები ისეთ ფაქტებს მოგიყვანენ საკუთარი ან სხვისი ცხოვრებიდან, რომ გაგიჭირდებათ არ დაეთანხმოთ. ზოგს უღალატეს, ზოგს სიყვარულზე არ უპასუხეს, ზოგი გამოიყენეს, მტკივნეული გამოცდილება ღრმა ჭრილობებს ტოვებს და ყველაზე არასათანადო მომენტში გვახსენებს თავს, ტკივილი მუდმივად თან გვდევს, ღრმად და უკომპრომისოდ გვიჯდება სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში. ასეთი ნეგატიური დირექტივები ცხოვრებას აუტანელს ხდის.

უფრო და უფრო იკარგება ახალი ურთიერთობის დაწყების სურვილი, მათგან ხომ კარგს აღარაფერს ველით, სულში უამრავი, დიდი თუ პატარა,  წყენაა დაგროვილი, რის გამოც ცხოვრება თითქოს მოძრაობას წყვეტს. მოგონებებში მუდმივად ტრიალებს წარსულის სიტუაციები, როცა ზრუნვა, ერთგულება და თავგანწირვა დაუფასებელი დარჩა, როცა ასე დაგვაკლეს ყურადღება. გროვდება ძალიან ბევრი, თუნდაც წვრილმანი ტყუილი, სიყალბე და ეს ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მიღებულ შედეგს გახსნილი გულის მამაკაცს ვერაფრით მივაწერთ, მითუმეტეს მისი ნდობა შეუძლებელი ხდება. ან რა გასაკვირია, გარშემო რომ მიმოვიხედოთ, შეუძლებელია არ შევნიშნოთ რამდენად გაიცრიცა ოჯახური ფასეულობები, რამდენი მამაკაცი ღალატობს ქალს… „ყველა კაცი ერთნაირია…“, ამ ყველაფრის შემხედვარე აბა სხვაგვარად როგორ უნდა ვიფიქროთ.

რთულია ცხოვრება წყენის ასეთი ლოდების თრევით, უფრო რთული კი ვინმეს ნდობაა, რადგან არსებობს უფრო მეტი იმედგაცრუების შიში. წყენა იმდენად ღრმა ანაბეჭდს ტოვებს სულში, რომ ხანდახან მათი გაცნობიერება ვერც ხდება,  „მამაკაცისგან არაფერ კარგს არ უნდა ველოდეთ“ – მხოლოდ ამ აზრის არსებობაც კი, შინაგანი კატასტროფის მანიშნებელია. რა თქმა უნდა ასეთი აზრები სახეზეც აისახება უკმაყოფილების და საყვედურის ნიღბების სახით, დროთა განმავლობაში არამარტო მამაკაცები, არამედ მთელი სამყარო მტრულად და უსამართლოდ გვეჩვენება.

შესაძლებელია კი ამ მდგომარეობასთან განმკლავება? როგორ გავუშვათ ყველა წყენა და თავი დავიცვათ ახალი წყენების წარმოშობისგან?

რატომ წყინთ ქალებს მამაკაცებისგან

ჯერ გავერკვეთ, როგორ წარმოიშობა წყენა და რატომაა, რომ ბევრი საერთოდ არცაა მიდრეკილი წყენისკენ. პირველ რიგში წყენა მოდის გაუმართლებელი მოლოდინების შედეგად. წყენის დროს ხომ სწორედ ასე ვბუზღუნებთ: „მე მას ამდენი გავუკეთე, მან კი საპასუხოდ…“ და მიგვაჩნია რომ სამართლიანად ვბრაზობთ და მსჯელობებში ობიექტურნი ვართ, ბოლოსდაბოლოს როცა ჩვენი გაგებით კარგზე, საპასუხოდ ვიღებთ გულრგილობას ან უმადურობას (ისევ ჩვენი გაგებით), ეს ხომ უსამართლობაა.  იმისათვის რომ დაბრუნდეს ფსიქოლოგიური კომფორტი, ვიწყებთ დადანაშაულებას, საყვედურს, ვაცხადებთ პრეტენზიებს, ყველანაირად ვცდილობთ რომ აღდგეს სამართლიანობა, როგორც წესი ასე არ ხდება და ჩვენ ერთი–ერთზე ვრჩებით ჩვენს წყენასთან, რჩება მხოლოდ ის, რომ მთელი ეს წყენა ახლობლებზე ამოვანთხიოთ, ოღონდ ვინმეს ფეხი წაუცდეს… თან დაგვაქვს შურისძიების გეგმების მთელი წყება, ვაკრიტიკებთ…

სვფ ხსნის წყენის წარმოშობის მექანიზმს და ამ მძიმე შეგრძნების დამუშავებაში გვეხმარება. სვფ–ს თანახმად ზემოაღწერილი მდგომარეობა და აზრები მხოლოდ ანალური ფსიქოტიპის ქალისთვისაა დამახასიათებნელი. ყოველი ვექტორი გარკვეულ თვისებას ანიჭებს ადამიანს თანდაყოლილი სურვილების აღსასრულებლად. ამრიგად, ანალური ვექტორის მქონენი მდგრადები, კონსერვატორები არიან, მუდმივად მიმართულნი წარსული გამოცდილებისკენ და მშვენიერი მახსოვრობა აქვთ. სამართლიანობა, მათი გაგებით,  არის მდგომარეობა, როცა ყველაფერი გათანაბრებულია, ნაწყენობის საწყისი – წარსულის ნეგატიურ გამოცდილებაზე ჩაციკვლა, სახეზეა.

სწორხაზოვანობის ტყვეები

მათი ფსიქიკა სწორხაზოვანია. ეს თავისებურება მათ  აზრებში და ქმედებებშიც აისახება: ყველაფერი უნდა იყოს გათანაბრებული. წყენა წარმოიშობა, როცა ირღვევა სუბიექტური სამართლიანობის წონასწორობა – როცა ღვაწლის გაღების საპასუხოდ არ მიიღეს სათანადო შექება, აღიარება, პატივისცემა და ა.შ. ისინი სხვა ადამიანისგან ითხოვენ ზუსტად ისეთივე ქცევას, მადლიერებას, რაც გაიღეს და თუ ეს არ ხდება, მათ ფსიქიკაში ჩნდება დარღვევა, ასიმეტრიულობა. წარმოქმნილი ასიმეტრია იწვევს უძლიერეს დისკომფორტს და გამოსწორებას ითხოვს. ამავე დროს მათი მოთხოვნები სხვა ადამიანების მიმართ სუბიექტურია და არ ითვალისწინებს იმას, რომ ყველანი სხვადასხვანაირები ვართ, სხვადასხვა ფასეულობებით და პრიორიტეტებით. მაგალითად ანალური ქალები ბუნებით  მზრუვნველები, ერთგულები, წესიერები და მდგრადები არიან. მთელი თავისი თვისებების გაცემისას ისინი მამაკაცებისგან გაცემული თვისებების მადლიერებით მიღებას და შესაბამის პასუხს ელიან, ასეთი ტოლმნიშვნელოვანი გაცვლის შედეგად წარმოიქმნება კომფორტი.

თუმცა არსებობს ერთი უცნაურობა: ანალ ქალებს იზიდავთ კანი მამაკაცები, რომლებიც კონტრარული თვისებებით გამოირჩევიან: მდგრადობის ნაცვლად – ცვალებადობა ახასიათებთ, პატივისცემისა და პატიოსნების ნაცვლად მათი ფასეულობებია – გამოყენება, სარგებელი, მოქნილობა და ადაპტაცია. გამოდის, რომ კანებს საერთოდ არ ესმით მათგან რას ელიან, რადგან ისინიც თავისი თავიდან გამომდინარე სჯიან.  მათ შეუძლიათ კარგად გამოიმუშაონ ფული და მატერიალურად უზრუნველყონ თქვენი ცხოვრება, მაგრამ საერთოდ არც გაახსენდეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი, შეიძლება არც მადლობა გითხრათ რამეზე. არასაკმარისად განვითარებული კანი მამაკაცები იმდენად ეძებენ სიახლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რომ მიდრეკილნი არიან ღალატისკენ. მათთვის ოჯახი არ წარმოადგენს უმაღლეს ფასეულობას, ანალური ფსიქოტიპის ქალისთვის კი ოჯახი წმინდათაწმინდააა.

პირველი გამოცდილების მნიშვნელობა

ანალები ყოველთვის პირველ გამოცდილებაზე ახდენენ ფიქსაციას, სწორედ აქედან იწყებენ ისინი სამყაროს აღქმას. ყველაზე პირველ ურთიერთობას ადამიანებთან ბავშვობაში, მშობლებთან შეხების დროს ვიწყებთ. სწორედ იქიდან იწყება პირველი წყენები, რომლებიც შემდეგ შეიძლება გადავიდეს  სხვა ადამიანებზე, ჯგუფებზე და მთელ სამყაროზეც კი, ან საკუთარ თავზე. თუ ბავშვობაში დედა არ აფასებდა ანალური ბავშვების დამჯერ ხასიათს,  აჩქარებდა და არ ესმოდა, რომ მათთვის აჩქარება სტრესული ფაქტორია, არ აძლევდა შესაძლებლობას დაწყებული დაემთავრებინა, არ აქებდა კარგი ქცევისთვის, მაშინ სწორედ რომ ამ მომენტიდან დაიწყო ანალების ფსიქიკის არევა და შექმნა საფუძველი წყენის მდგომარეობის ჩამოყალიბებისა,

წყენიდან გაგებისკენ და მიღებისკენ

როცა სულში ვატარებთ წყენის აუტანელი სიმძიმის ტვირთს, ფაქტიურად მათი ძალაუფლების ქვეშ ვაქცევთ მთელს ჩვენ ცხოვრებას, გააზრებულ გადაწყვეტილებებს ვეღარ ვიღებთ, ადამიანებს დამახინჯებულად აღვიქვავთ, თითქოს მრუდი სარკით ვუყურებთ მათ. წყენა აჩერებს ჩვენს ცხოვრებას და არ გვაძლევს განვითარების და უკეთესი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. უკვე მადლიერებასაც ვეღარ ვგრძნობთ, რადგან ადამიანებისაგან მიღებულ სიკეთეს აღვიქვავთ არა როგორც რაღაც კარგს, არამედ როგორც ბუნებრივ კომპენსაციას იმისთვის, რაც დაგვაკლეს ცხოვრებაში.

მთელს ჩვენს ცხოვრებას შინაგანი ფსიქოლოგიური კვადრატის გასწორებას ვუძღვნით და ამას პრეტენზიებით, კრიტიკით და საყვედურებით ვცდილობთ, როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი დისკომფორტის მიზეზი გარშემო არსებული „ცუდი ადამიანები“ არ არიან, როცა გვესმის ჩვენი ასეთი აღქმის ნამდვილი მიზეზი, ეს საშინელი სულის სიმძიმეც ქრება, როცა დაიწყებთ სხვა ადამიანების ქცევის შინაგანი მოტივის  ძიებას, მაშინ ადამიანზე განაწყენებას საერთოდ გადაეჩვევით, რადგან უკვე გასაგები გახდება რა შეიძლება ველოდოთ მათგან და რისი მოცემა მათ საერთოდ არ შეუძლიათ. მართლაც, ყველას ხომ ასეთი განსხვავებული შინაგანი სამყარო აქვს.

 

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/obida-na-muzhchin-ili-vse-muzhiki-ko

მთარგმნელი: ლიზი ხუციშვილი