მართვის კანონები. ურეთრალი ბელადი და ზედა ვექტორების ოთხეული.

რა უდევს საფუძვლად საზოგადოების მართვას? ადამიანების ჯგუფში ურთიერთქმედების საინტერესო პროცესებზე სვფ მოგვითხრობს. მოდით ჯერ ისეთი მმართველობის ტიპისგან დავიწყოთ რაც პირველყოფილ ჯოგს ახასიათებდა.

პირველყოფილ ადამიანთა ჯოგში მკაცრად გაწერილი სახეობრივი (სოციალური) როლები იყო, რომელთა შესრულების უნარები განისაზღვრებოდა თანდაყოლილი ფსიქიკური თვისებებით. ყველას არ შეუძლია ჯოგის ბელადი ან თუნდაც მისი მრჩეველი გახდეს. ჯოგის ბირთვი მისივე ბელადი ურეთრალის ვექტორიანი ხდებოდა. მაგრამ მოქმედებისთვის მიმართულების მიმცემ ვექტორთა ოთხელის გარეშე მისი მმართველობა სრულყოფილი არ იყო. მასთან გუნდში მუშაობდნენ ყნოსვა, სმენა, ორალი და ვიზუალი. მსოფლის ყველა ქვეყნის ეპოსი, ზღაპრები და ისტორიული ფაქტები ყვებან სამეფო ტახტთან ამ ხუთი პერსონაჟის არსებობის შესახებ – მეფეები, დედოფლები, შამანები, ბრძენნი და მასხარები.

საუკეთესო ვარიანტია თუ სამართავ პულტთან ყველა ერთიანდება, ბელადისგან მარცხნივ – ყნოსვური მრჩეველია, მარჯვნივ – სმენური ბრძენი (იდეოლოგი), გვერდით დედოფალი და მუზა – კან-ვიზუალი ქალი, ტახტის ფერხთით კი ორალური მასხარა. სასახლის კარზე ყველა მასზე დაკისრებულ როლს ასრულებს. ურთიერთს შორისაც ყოველთვის განსაზღვრული კავშირი აქვთ. სისტემის განვითარება მხოლოდ მასში არსებული დაძაბულობის ფონზე შეიძლება. დრომოჭმული, სუსტი სისტემა არ მუშაობს. ბუნებრივ სისტემაში“ ურეთრალური ბელადი – ზედა ვექტორების ოთხეული” – დაძაბულობა კონტრარულ (საწინააღმდეგო) მეოთხედებს შორის ჩნდება; ინფორმაციის (სმენა ვიზუალი) და ენერგიის (ყნოსვა ორალი).

 

ვიზუალისა და ყნოსვას შორის დაძაბულობა.

ხალხთა შორის ურთიერთქმედება ცნობიერების აღქმის მიღმა მყოფი განსაკუთრებული სუნებით, ფერომონებით ხდება. ამ სუნებით ვარჩევთ ადამიანებს. ყველაზე მეტ ფერომონებს ემოციური ადამიანები უშვებენ და ყველაზე შესამჩნევებიც არიან. ყნოსვას კი სუნი (იგულისხმება ფერომონული სუნი – ს.ღ.) არ აქვს რადგან მელანქოლიისკენ, სრული უემოციობისკენ მიილტვის, რომ ლანდშაფტზე შეუმჩნეველი დარჩეს. ამიტომაც ჩვენს ურთიერთობებში ის თითქოს არ არის, თითქოსდა ჰაერიდან ჩნდება და სხვა ვექტორებში შიშს თესავს. მისი ეშინიათ, ის კი ამ შიშს სამართავად იყენებს, ჯოგის ყველა წევრი უნდა რანჟირდეს: საკუთარი ადგილი დაიკავოს და ჯოგის სასარგებლოდ იმუშაოს.

ყნოსვის, ყველაზე მეტად კან-ვიზუალ მდედრს ეშინია. მის გვერდით სიკვდილის შიშის ძლიერი ემოცია უჩნდება. ყნოსვა კი “ცხვირს” არ აშორებს და უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ ბელადის გვერდით განვითარებული კან-ვიზუალი ქალი უნდა იყოს სიყვრულისა და გულმოწყალების მაღალი დონით, რადგან სწორედ მის მდგომარეობაზეა დიდწილად დამოკიდებული ჯოგის ბედი. სიყვარულის მგდომარეობაში მყოფი, ის ჯოგის გადარჩენისთვის იზრუნებს, კულტურის შემოტანით სხვა და სხვა წევრებს შორის ანტიპათაის გაანეიტრალებს. ეს ყოველთვის აწყობს ყნოსვას, რომლის მთავარი სურვილი ნებისმიერ შემთხვევაში გადარჩენაა. განვითარებული ყნოსვა კი გრძნობს რომ გადარჩენა მხოლოდ ჯოგთან ერთად შეუძლია.

ის ყველაფერს აკეთებს რომ ბელადის გვერდით განუვითარებელი, ვიქტიმურ (მსხვერპლის მდგომარეობა, როცა გაუცნობიერებლად ეძებს ტანჯვას) მდგომარეობაში მყოფი კან-ვიზუალი მდედრი არ მოხვდეს, რომელსაც მთელი ჯოგის და მასთან მისი დაღუპვაც შეუძლია. ჯოგში ვიქტიმური კან-ვიზუალის გამოჩენა წევრებს შორის სიძულვილის ხარისხს ზრდის და გარკვეული კავშირების რღვევასაც იწვევს.

თუმცა განვითარებულ კან-ვიზუალ მდედრს ყნოსვური მრჩევლის უკვე აღარ ეშინია, რადგან მისი შიში უკვე გარეთ გამოტანილი და სიყვარულად ტრანსფორმირებულია. როცა ის მიწიერი სიყვარულის მდგომარეობაშია, აბსოლუტური ემოციური კავშირის შექმნას, მთლინად სხვაში მამაკაცურში შერწყმას ცდილობს, მას ამ დროს შიში არ მართავს.

ყნოსვასა და ვიზუალს შორის ინტრიგა ჩნდება. ჯანმრთელი, განვითარებული კან-ვიზუალი ,,დედოფალი“ ყნოსვურ მრჩეველთან ურთიერთობისას, დაძაბულობას უნდა გრძნობდეს და არა მორჩილებას  მსგავსი წინააღმდეგობის მოძებნა, ისტორიაში, სასახლის კარის ინტრიგებში, ძალიან ადვილია. ამის შესახებ ფრანგული კარის ცხოვრებაზე დაწერილ წიგნებში წავიკითხოთ. კარგი მაგალითია კარდინალ რიშელიესა და დედოფალ ანა ავსტრიელის ურთიერთობა. ასე რომ პირველყოფილი ჯოგის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ვიზუალური და ყნოსვური ზომებს შორის დაძაბულობაა.

 

დაძაბულობა სმენასა და ყნოსვას შორის.

სმენა ცხოვრების აზრს ეძებს, განვითარების იდეებს აყალიბებს. ის ბელადზე გავლენის მოსაპოვებლად გამართულ ინტრიგებში არ ებმება. სულ არ ანაღვლებს არც თავისი სხეული და არც მატერიალური მდგომარეობა. მისთვის ამოსავალი წერტილი შინაგანი მდგომარეობაა, მაშინ როცა ყნოსვისთვის გადარჩენა უპირველესია. ამიტომაც ამ ორს შორისაც ჩნდება დაძაბულობა როგორც პოლიტიკისა (ყნოსვური საზომის პროდუქტი) და იდეოლოგიის (სმენური საზომის პროდუქტი) წარმომადგენლებს შორის ხდება.

სმენისთვის გარე სამყარო ილუზორულია მასთან მხოლოდ სხეული აკავშირებს და სხეული კი მისთვის მეორადია. განვითარებული სმენა სხვებთან ურთიერთობისას სავსებით ადექვატურია. მაგრამ თუ დაზიანებულია (სმენური სურვილები ვერ შეისრულა) მისთვის გარშემო არაფერი არსებობს, მათ შორის არც ყნოსვა. სმენიურ ფსიქოტიპს, ბელადის მრჩევლისა არ ეშინია, მისი მართვა შეუძლებელია. დაზიანების სემთხვევაში კი ამას სიცოცხლის დაუფასებლობა და ადამიანებისადმი ავადმყოფური სიძულვლიც ემატება. ამ დროს ის არა მხოლოდ ყნოსვისთვის, არამედ მთელი ჯოგისთვის საშიში ხდება. ამიტომ მრჩეველი ცდილობს რაც შეიძლებ სწრაფად მოიშოროს სიცარიელესა და უკმარისობებში მყოფი სმენა (ნარკოტიკებს მიაჩეჩებს ან საგიჟეთში ჩაკეტავს).

თუმცა იერარქიული კიბის სათავეში მხოლოდ ჯანმრთელი სმენა შეიძლება იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა განვითარების ნაცვლად ჩამოინგრევა. ეს სხვა ზედა ვექტორებსაც ეხებათ. თუ სახელმწიფო დონეზე, ძალაუფლებასთან განუვითარებელი ყნოსვა დგას ეს ქვეყანა განწირულია. კარგია რომ ყნოსვა მატრიცის ყველაზე განვითარებული ნაწილია – მას ნევროზები და ფრუსტრაციები არ აქვს. ფინანსურად განვითარებული ქვეყნების ყნოსვურ მინისტრებს შეხედეთ – თითქოს ყველა ერთ თარგზეა გამოჭრილი, ყველა ერთმანეთს გავს – გამართული, ცივი, საქმიანი კან-ყნოსვა ფინანსური სამყაროს რუხი კარდინალები.

 

სმენისა და ვიზუალის კავშირი.

   ერთი მეოთხედის ორ ფსიქოტიპს შორის ურთიერთმიზიდულობაც არსებობს. კან-ვიზუალი მდედრი, სმენურ იდოლოგს მამრს მიელტვის. ის ხან ბრძენია და ხან გიჟი მაგრამ თაყვანისმცემელი ვიზუალები მუდამ ჰყავს. ეს წყვილი სულ ერთადაა. მეოთხედის გარე და შიდა ნაწილი. თუ განვითარების ერთი და იმავე დონეზე არიან, მშვენივრად ესმით ერთმანეთის. კან-ვიზუალი სმენის განსაკუთრებული გავლენის ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობა კი კოლოსალურ გავლენას ახდენს ურეთრალი ბელადის მდგომარეობაზე.

განვითარებული სმენა და განვითარებული ვიზუალი, ჯანმრთელ მომავალს ქმნიან. დაზიანებული სმენა და დაზიანებული ვიზუალი კი – დესტრუქციულს. ფსიქიკურად ჯანმრთელი კან-ვიზუალი მდედრის ინდუცირება რთულია, მას ხომ უმაღლესი ინტელექტი აქვს. მას ცრურწმენები არ ახასიათებს და უაზრო ცრურწმენებისადმი ირონიული დამოკიდებულება აქვს. ამიტომ მასზე დაზიანებული სმენაც კი ვერ მოქმედებს.

 

ყნოსვისა და ორალის კავშირი.

  ინფორმაციისმეოთხედის (სმენა, ვიზუალი) საპირწონე – ენერგიის (ყნოსვა ორალი) მეოთხედია. ჯანმრთელი ორალური ზომა, ყნოსვის კომპლიმენტარულია და სისტემის მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. ორალი საუბრისას აზროვნებს. სიტყვების გამოთქმისას აზრებიც უჩნდება. მისი ყველას ესმის და პარალელურად მასაც ესმის საკუთარი თავის. ორალის პირით ყნოსვა ლაპარაკობს, რადგან ამ უკანასკნელს არ შეუძლია თავისი ინტუიტიური შეგრძნებების სიტყვებით გამოხატვა. ამიტომაც იყო ყველა მეფის კარზე მასხარა, რომელსაც ყველაფრის თქმის უფლება ჰქონდა. თითქოსდა სულელი მასხარა და მეფე მაინც იგებდა მისი ქვეშევრდომები როგორ ცხოვრობდნენ.

 

ვიზუალსა და ორალს შორის დაძაბულობა.

  კან-ვიზუალი მდედრი, ორალსაც მიზანში ჰყავს ამოღებული. ორალის პირით ყნოსვის უკმარისობები ღაღადებენ, რომელიც პირველ რიგშია კან-ვიზუალი ქალის მდგომარეობებით დაინტერესებული. თუ ყნოსვა მის სიცარიელეებს (ყალბ ემოციას, ვიქტიმურობას, მშვიდობიან დროს ომის მდგომარეობაში ყოფნა, რაც ჯოგის გადარჩენას საფრთხეს უქმნის) გრძნობს, ორალს მისი ცილისწამებისთვის, ან ნაკლოვანებათა გაჟღერებისთვის ნიშანს აძლევს. ესეც მსხვერპლშეწირვის აქტია მაგრამ უკვე განვითარების კულტურულ დონეზე. შუა საუკუნეებში კუდიანების დევნა, როცა კან-ვიზუალ ქალებს კოცონზე წვავდნენ, ესეც ორალების დაბეზღების შედეგი იყო. ასე რომ კან-ვიზუალ მდედრზე ორმაგი კონტროლი მიმდინარეობს.

მეორეს მხრივ კან-ვიზუალი ქალი, რომელსაც ბელადის მეშვეობით ჯოგში კანიბალიზმის შეზღუდვები შემოაქვს, კულტურის დამაარსებელი ხდება და ორალსაც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს, რაც მათ შორის დაძაბულობას წარმოშობს.

 

სისტემის ევოლუცია.

   აღწერილი დაძაბულობა და ურთიერთქმედება არქეტიპული ადამიანური ჯოგისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ისინი სხვა და სხვა ვექტორების სტრესის მდგომარებისას ჩადენილ საქციელის იმ მიზეზების გაგებაში გვეხმარებიან რომელიც ერთი შეხედვით უცნაური ჩანს და ასევე საზოგადოების განვითარების პერსპექტივასაც გვაჩვენებს.

თანამედროვე პირობებში ურეთრალური ბელადისა და ოთხი ზედა ვექტორის ურთიერთქმედება ისე გართულდა, რომ ისეთი ქმედებების აუცილებლობა, რაც ასე ჩვეული იყო არქეტიპური ჯოგისთვის, აღარაა. თანამედროვე საზოგადოებაში ორალის მიერ კან-ვიზუალის დაბეზღება საჭირო აღაა, რადგან, მაშინაც კი, თუ ის ვიქტიმურია, მისგან უკვე იმხელა საფრთხე აღარაა (ერთი ადამიანი აღარაფერს წყვეტს). მაგრამ ორალი, არქეტიპური პროგრამის მიხედვით, დაბეზღებას ისევ აგრძელებს და უკვე წმინდა წყლის ჭორებს ვიღებთ.

ზედა ვექტორების ოთხეული მოქმედებას მიმართულებას აძლევს. დღევანდელ დღეს ინფორმაციული მეოთხედის მძლავრ განვითარებას ვხედავთ. მაგრამ თუ ვიზუალური ზომის ქალურმა ნაწილმა პრაქტიკულად უკვე დაასრულა თავისი განვითარება, მამაკაცური ჯერ ახლა იწყებს ყველაფერს, რადგან მხოლოდ ახლახანს დაიწყო კან-ვიზუალი ბიჭების გადარჩენა და რეალიზაცია. წინ კი კულტურის კიდევ ერთი სტადია გვაქვს, მაგრამ უკვე ვიზუალური ვექორის მამაკაცური ტიპის, სადაც პრიორიტეტი არა ფიზიკური გადარჩენა არამედ კარგი შინაგანი მდგომარეობებისკენ სწრაფვა  იქნება. ეს საზოგადოებაში ფასეულბების ცვლისკენ მიგვიყვანს და ადამიანების ფსიქოლოგიურ პრობლემებს წამოსწევს წინ.

სმენური ზომაც განვითარების პროცესშია. სამყაროს შემეცნების მუსიკის, ფილოსოფიის და მეცნიერების საშუალებით დასრულების შემდეგ, ჩვენ უკვე ფსიქიკურის შეცნობის აუცილებლობას მივუახლოვდით. ჯერ კიდევ უამრავი სმენისთვის მიუწვდომელია ფსიქიკურის შემეცნების გზები, ამიტომ საზოგადოებაში მკვეთრად ჩანს სმენის ცუდი დგომარეობები და მათი ჩახშობის მცდელობა – მიმართავენ ნარკოტიკებს, სუიციდს, ტერორიზმს. საკუათარი მეს შემეცმების სურვილი, სმენის ვექტორში გაიზარდა. მისი შევსება კი ვერ ხერხდება, რადგან სმენასა და ყნოსვას შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ აქტუალურია. ყნოსვისთვის ახლა როგორც არასდროს სმენა საზოგადოების გადარჩენის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე პირადად მის საფრთხესაც.

ურეთრალი ბელადის მდგომარეობაც შეიცვალა. თუ პატარა ჯოგში ყველას თავისი სუნით ფარავდა და ჯოგის ბუნებრივ ბირთვს ქმნიდა, ახლა ხალხების რიცხობრიობის გაზრდასთან და სულაც გლობალიზაციასთან ერთად, ასეთი მმართველობა არაეფექტური ხდება. რადგან ადამინთა დიდი ჯგუფის შემთხვევაში მმართველობის ასეთი მექანიზმი მნიშვნელობას კარგავს.

ყნოსვაზეც იგივეს თქმა შეიძლება. ადრე ის მხოლოდ საკუთარი ჯოგის წევრების რანჟირებას ახდენდა. მისი ფენომენალური გეშის წყალობით იცილებდნენ ავადმყოფ ნაწილებს. ახლა, იმავე გლობალიზაციის გამო, ეს უკვე შეუძლებელია, ყნოსვური ზომის მმართელობის რანჟირებისთვის შეიქმნა ფული და ფინანსური სისტემები. ფერომონული სუნები სულ უფრო უმნიშვნელო როლს ასრულებენ ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ უფრო მეტად ვცილდებით ცხოველურ დონეს. კაცობრიობამ შეცნობის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

ეს მხოლოდ ჩანასახებია საზოგადოების მმართველობის კანონების თემაზე, რომლებიც სვფ-ს ტრენინგებზე უფრო ფართოდ იშლება და საშუალებას გვაძლევს ადამინების ჯგუფში ურთიერთქმედების კანონზომიერებები, ბუნებრივი იერარქიის აგების პრინციპები და მათი დროში ევოლუცია გავიგოთ. ბუნებრივი კანონების გაგება სამყაროს ნათელ სურათს გვაძლევს სადაც ყოველი ადამიანი თავის, მისთვის ბუნებრივად განკუთვნილ ადგილს იკავებს და თავისი თანდაყოლილი პოტენციალის სრულად რეალიზებასაც ახდენს.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/zakony-upravleniya-uretralnyi-vozhd-i-chetverka-verkhnikh-vektorov