მეფე ქალი – ფარით ან ფარზე.

ურეთრალური გოგონა ისეთივე სრულფასოვანი ბელადის, როგორც ურეთრალი მამრი. ის ხშირად მეთაურობს ბიჭების ურდოს, მას ნაკლებად აინტერესებს კაბები და სამკაულები, თმა ან მოკლედ აქვს შეჭრილი ან მოუწესრიგებელ კონად აქვს შეკრული. ურეთრალური-ქალი გოგონების საზოგადოდ მიღებულ წესებში ვერ ჯდება, ის არ ცდილობს მშობლებისგან მოდური ტანსაცმლისა და სამკაულების მიღებას, ხშირად გამოხატული გულგრილობით ეკიდება საკუთარ გარეგნობას, შეიძლება ცოტა უხეშადაც გამოიყურებოდეს.

ის ვინმეს წინააღმდეგ “მეგობრულ ალიანსებს“ არ ქმნის, არც ჭორაობაში ერთვება. მას ეს ყველაფერი არ სჭირდება. ოჯახში სჯობს მასაც ისე მოექცეთ როგორც ურეთრალ ბიჭს – რჩევა კითხეთ, გარკვეული პასუხისმგებლობები დააკისრეთ… ურეთრალი გოგონაც ბიჭივით დაუმორჩილებელია, მაგრამ თუ ჯოგის (ოჯახის) დახმარებისკენ უბიძგებთ ის იმაზე მეტს გააკეთებს ვიდრე ფიქრობთ.

ურეთრალური გოგონა ურეთრალ მამრზე უფრო შემწყნარებელია თქვენი სისუსტეების მიმართ, გარკვეულწილად უფრო რბილია. მაგრამ არც კი ცადოთ მისი დამორჩილება. ისევე გაიქცევა როგორც ბიჭი უფრო შორს და უფრო უიმედოდ. აი ზეწოლისაგან გასრესილ, ან სადისტი ანალი მამის გავლენის ქვეს მყოფ ურეთრალ მდედრში კი ხშირად განსხვავებული სცენარი ვითარდება შეიძლება სექსუალური ორიენტაციაც კი შეიცვალოს.

საკმაოდ თვალშისაცემი დაუხვეწაობისა და გარდირობში მოდური ტანსაცმლის ნაკლებობის დროსაც ეს გოგონა ორივე სქესის ყურადღებით სარგებლობს. ბიჭები მზად არიან ყველაფერში მხარი დაუჭირონ გოგონები კი ცდილობენ დაუმეგობრდნენ. მაგრამ ეს არც კან-ვიზუალიების ჯგუფებია და არც  ანალ-ვიზუალი თანმხლებების ხელგაყრილი სიარული. ის ყოველთვის ცენტრშია გარშემო კი ისინი ვინც დაცვასა და მფარველობას ეძებს.

ურეთრალური გოგონა – ,,ცუდი გოგოა” ეს უკანასკნელი ყოველდღე ცხოვრობს და ყოველთვის იმას იღებს რაც უნდა და ტკბება სიცოცხლით.

მასწავლებლებს ურეთრალი გოგონასი ეშინიათ და ყველანაირად ცდილობენ თავიდან მოიშორონ, მშობლებს ურჩევნ სხვა სკოლაში გადაიყვანონ. დიდი არაფერი წარმატებები აქვს მაგარმ ყველა საგანში მოსწრებასაც ხომ ვერსად წაიღებ. აქ მასწავლებელი უძლურია. კლასში სადაც ურეთრალური გოგონაა მასწავლებელი მხოლოდ ფორმალურად მართავს. აქ ასწავლებლის ერთად ერთი გამოსავალი ამ ბავშვზე პასუხისმგებლობის დაკისრებაა, პრაქტიკაში კი მასწავლებლის მარჯვენა ხელი ანალური ფრიადოსანია რომელსაც ჟურნალი დააქვს და პროტუბერტატებსაც დაუმორჩილებლობის მიზეზებს არ აძლევს. და პირიქით ცდილობენ ურეთრალის კლასისგან იზოლაციას, არ მიყავთ ლაშქრობებში, საერთო ღონისძიებებსაც არიდებენ, ამის გამო ხშირად თავადვე ვარდებიან სასცილომდგომარეობაში, რადგან სრულიად უზლურნი არიან ურეთრალი გოგონას წინაშე.