მეხსიერების განვითარება ბავშვებში.

მაშ ასე, მოდი, გავერკვეთ, რა მეთოდებს იყენებს თანამედროვე ფსიქოლოგია ბავშვების მესხიერების განსავითარებლად.

თითოეული მშობელი დარწმუნებულია, რომ მეხსიერების განვითარება ბავშვის სკოლამდელი აღზრდის განუყოფელი ნაწილია, რომელიც, როგორც წესი, მიმდინარეობს სახლში ან საბავშვო ბაღში. ამიტომ ერთ-ერთი მთვარი ამოცანა, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მზრუნველი მშობლები, არის სკოლამდელი ასაკის ბავშვების მეხსიერების განვითარება.

დღეისათვის ამ თემისადმი მიძღვნილი უამრავი ლიტერატურა არსებობს, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვეჩვენებს, ყველას ერთნაირი ეფექტი არ აქვს – ზოგი პატარა კარგად იმახსოვრებს წაკითხულს, ზოგისთვის მოსმენილის დამახსოვრება უფრო ადვილია, ხოლო ზოგს, ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ამბობენ, ერთ ყურში შეუფრინდება, მეორეში გაუფრინდება და არაფერი ამახსოვრდება. სწორედ ასეთ შემთხვევებში ჩნდება კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ცუდი მეხსიერება აქვს?

ბავშვის მეხსიერების განვითარების თანამედროვე მეთოდები

როგორც სვფ გვეუბნება, ადამიანის მეხსიერება და მისი თავისებურებები დამოკიდებულია მისსავე ვექტორულ წყობაზე. მაშ ასე, როგორ განვავითაროთ სხვადასხვა ვექტორული წყობის მქონე ბავშვების მესხიერება?

მაგალითად: ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანები ფლობენ ფოტოგრაფიულ მეხსიერებას, ანუ ადვილად შეუძლიათ დაიმახსოვრონ სქემები და ნახატები წიგნებსა და კონსპქტებში, თითქოს სურათებს უღებდნენ მათ და გონებაში ინახავდნენ. გარდა ამისა, ვიზუალები ძალიან კარგად იმახსოვრებენ ემოციურად დატვირთულ მოვლენებს, მომენტებს, რადგანაც სწორედ ვიზუალური ვექტორის ქონის გამო ისინი სხვებზე მეტად მგრძნობიარეები არიან. ამიტომ ვიზუალი ბავშვის მეხსიერების განსავითარებლად საუკეთესო მეთოდი იქნება მათთვის კითხვის შეყვარება, მგრძნობელობის გაღრმავება ლიტერატურის, თეატრის, წიგნებისა და სპექტაკლების გმირების თანაგრძნობის, ემპათიის სწავლების გზით. ასევე, მათ თამაშებში კარგი იქნება მკვეთრი, ფერადი სურათების, ასევე ფერთა სხვადასხვა ტონების გამოყენება.

სმენის ვექტორის მქონე ადამიანები აქცენტს აკეთებენ ხმებზე. ისინი შეიძლება გვიყურებდნენ და რეალურად ვერ გვხედავდნენ, მაგრამ ჩვენი ხმა დაამახსოვრდებათ სრულყოფილად, ყველა დეტალითა და თავისებურებით. სმენის ვექტორიანი ბავშვების სწორად განვითარების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მოსმენით დაიმახსოვრონ მუსიკალური ნაწარმოებები, გახდნენ კომპოზიტორები, დაიჭირონ  სიტყვების თავისებურებები – ისწავლონ უცხო ენები მოსმენით და არა კითხვითა და დაზეპირებით. საინტერესოა, რომ მხოლოდ სმენის ვექტორიანებს შეუძლიათ ისაუბრონ უცხო ენაზე აქცენტის გარეშე.

ამიტომ, კითხვაზე, როგორ ვავარჯიშოთ სმენის ვექტორიანი ბავშვის მეხსიერება, სვფ გვირჩევს, რომ, პირველ რიგში, მცირე ასაკიდანვე დავიცვათ ბავშვი ხმამაღალი ხმოვანი გამაღიზიანებლებისგან. ამ ბავშვების მშობლებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ ყური მათი შვილებისათვის განსაკუთრებით მგრძნობიარე ორგანოა და საჭიროებს სიმშვიდესა და სიჩუმეს. ყველაზე კარგად სმენის ვექტორის მქონე ბავშვი იღებს ხმადაბალ კლასიკურ მუსიკას და წყნარ საუბარს.

ბავშვის მეხსიერების განვითარება ფენომენალურ დონემდე

ფენომენალური მეხსიერება გააჩნიათ მხოლოდ ძალიან კარგად განვითარებულ ანალის ვექტორიან ადამიანებს. სწორედ ეს ადამიანები განიცდიან უდიდეს კმაყოფილებას დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებისას, მისი დახარისხსებისას, გონების თაროებზე მოწესრიგებულად დალაგებისას და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისას. მხოლოდ ანალის ვექტორიანებს აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ ნამდვილი ერუდიტები, მით უფრო, თუ ამ ვექტორთან ერთად მათ აქვთ ასევე ვიზუალური ვექტორიც.

სწორედ ანალის ვექტორიანი ბავშვები ხდებიან ოლიმპიადების გამაჯვებულები, ამთავრებენ სკოლას ოქროს მედალზე, იღებენ რამდენიმე დიპლომს უმაღლესი სასწავლებლებიდან. მათ ხშირად ეძახიან „მოსიარულე ენციკლოპედიებს“, რადგანაც სწორედ მათ შეუძლიათ შეუფერხებლად ჩამოთვალონ მეფეების სრული სია, ან შეუცდომლად დაასახელონ ყველა ქვეყნის დედაქალაქი. გარდა ენციკლოპედიური ცოდნისა, ანალ-ვიზუალებს აქვთ გამორჩეული თვისება – დაიმახსოვრნ უმცირესი დეტალებიც კი, თუ კი გესმით ფრაზა „მე მახსოვს, როგორი კაბა ეცვა მას ათი წლის წინ…“ – თქვენ ანალ-ვიზუალი გესაუბრებათ.

ანალური ვექტორის მქონე ბავშვის მეხსიერების განსავითარებლად აუცილებელია, მივაჩვიოთ კითხვას. ასევე, არ ღირს, ის ხშირად გადავრთოთ ერთი საქმიანობიდან მეორეზე, ჯობია მივცეთ კონცენტრაციის, ჩაღრმავების საშუალება, არ დავაჩქაროთ ის. მას შეიძლება დასჭირდეს ცოტა მეტი დრო რაიმეს დასამახსორებლად, თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ, თუ ეს პროცესი შეწყვეტისა და კონცენტრაციის დარღვევის გარეშე დასრულდა, ბავშვს ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება.

ბავშვს ცუდი მეხსიერება აქვს, როგორ მოვიქცეთ?

არსებობს განსხვავებული შემთხვევებიც. ადამიანებს მხოლოდ კანის ან ურეთრალური ვექტორებით, არ აქვთ კარგი მეხსიერება, მათ გააჩნიათ სხვა თვისებათა ნაკრები, საჭირო მათი ვექტორისათვის დამახასიათებელი ფუნქციების შესასრულებლად. ასეთ დროს მშობლები და მასწავლებლები ხშირად ასკვნიან, რომ ბავშვს აქვს ცუდი მეხსიერება.

ისმის კითხვა: როგორც განვავითაროთ მეხსიერება კანისა და ურეთრალური ვექტორის მქონე ბავშვებში? არც არანაირად. ურეთრალებსა და კანის ვექტორიან ბავშვებს აქვთ სხვა ძლიერი მხარეები, რომლებიც თავის მხრივ საჭიროებს განვითარებასა და მათზე აქცენტირებას. საპირისპირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება დაიხარჯოს უამრავი დრო, ძალა და რესურსი, სხვადასხვა პრაქტიკა, მეთოდი თუ თამაში მეხსიერების გასაუმჯობესებლად და შედეგი მაინც ვერ დადგეს.

  იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბავშვებს სწორად განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, არ მივაყენოთ ზიანი და არ ვეცადოთ თავსმოხვეული თვისებებისა და ინტერესების დაძალებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მომტანია მათთვის, აუცილებელია, დავაკვირდეთ მათ თანდაყოლილ თვისებებს, ვექტორულ წყობასა და მათ საფუძველზე შევარჩიოთ აღზრდის მიდგომები და საშუალებები.

 

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/razvitie-pamjati-u-detej-novye-metody

მთარგმნელი: Nutsa Yen Nikolishvili