მე და სხეული

უნდა გავიპარსო და დავიბანო. დამავიწყდა კიდეც რომ ჩემი სხეულიც მე ვარ. ეს რაღა მიბუყბუყებს მუცელში? აა ხო.. სულ დამავიწყდა, რომ ერთი დღე-ღამე არაფერი მიჭამია, მოდი სუპერმარკეტში წავალ, რძეს და პურს ვუყიდი ამ სხეულს, იქნებ ხელი აღარ შემიშალოს ფიქრში თავისი წუხილებით, მასში ხომ მე ვცხოვრობ.
და საერთოდაც, გამიჭირა საქმე ამ სხეულმა, ვითომ რატომ უნდა მოვუარო, ან საერთოდ რატომ დამაქვს ეს მომაკვდავი გარსი, რომელიც მეც და ჩემს გონებასაც საზოგადოებრივ ჩარჩოში გვაქცევს და არ აძლევს შესაძლებლობას ჩემს ბუნებას დიდი აფეთქების მსგავსად აფეთქდეს?
სინგულარობა, შავი ხვრელები, ანტიმატერია, მე… რა, ან ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა? ვინ არის შემოქმედი? და რა ჩანაფიქრი აქვს მას, რა არის ჩემი არსებობის აზრი? რა ძალამ შექმნა ეს უსასრულობა… და მე?
არა პატარა ადამიანებო, თქვენი პასუხი „ღმერთი“ მე არ მაწყობს, წავიკითხე -დავიჯერე, ეს რაღაცა ძალიან პრიმიტიულია. ასე შტერულად როგორ შეგიძლიათ აურიოთ ერთმანეთში რწმენა და რელიგია და არ განასხვავოთ ისინი ერთმანეთისაგან? მთელი სიცოცხლე ვეძებდი ღმერთს სხვადასხვა ფილოსოფიებში, ეზოთერიკაში და რელიგიებში, ვერსად ვიპოვე. არსად არ იყო, ან იქნებ ღმერთი საერთოდ არ არსებობს? და მთელი ეს სამყარო მხოლოდ ევოლუციის შედეგია, ან საერთოდ, უბრალოდ ილუზია? მაშინ ამ ილუზიის ავტორი ვინღაა?
ვიცი, ის არსებობს, მაგრამ ეს მუდმივი ძიებები, სულიერი ხეტიალები და კითხვები ისევ უპასუხოდ დარჩნენ, დამტანჯა ამ ყველაფერმა. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია არაფერი შემეშალოს და კი არ მჯეროდეს, ვიცოდე, ზუსტად ვიცოდე რისთვის არის ეს ყველაფერი? რა არის ჩემი ცხოვრების აზრი?

სეთი კითხვების მქონე ადამიანს სვფ ანიჭებს სახელს  – „სმენის ვექტორი“.

რა იმალება ამ სიტყვის მიღმა? რა არის სმენის ვექტორი? ჩვენ ყველანი რაღაც ფსიქოლოგიური სურვილებით დავიბადეთ, რომელსაც ვექტორები ჰქვია.

სმენის ვექტორი – ეს არის უძლიერესი აბსტრაქტული ინტელექტი და შემეცნებისკენ სწრაფვა. აღქმის, არსის და საკუთარი ,,მეს“ ძიების, ფსიქიკურის და სულიერის შეცნობისკენ სწრაფვის, პირველმიზეზის ძიების სურვილი ყველა სხვა სურვილზე მაღლა დგას.