მე, ჯამბაზი. ანუ რატომ აღარ მეცინება.

იუმორით ადაპტაცია.

როგორ ფიქრობთ ანეგდოტებს როგორი ადამიანები ყვებიან? წელს ქვემოთ დასარტყმელად გამიზნულებს კი არა. ანეგდოტებს ინტელექტეზე პრეტენზიით – მუსიკოსებზე, პოლიტიკოსებზე, დახვეწილი იუმორით. ეს განათლებული და ჭკვიანი ხალხია. მათი განვითარებული იუმორის გრძნობა და ინტელექტი ეჭვს არ იწვევს. მაშ სწორედ ისინი რატომ ხუმრობენ? სხვების გასამხიარულებლად? თავის გარათობად? რა სარგებელი აქვთ აქედან?

თუ მიზნად დავისახავთ და გავიხსენებთ, ჩვენს ნაცობებში ძალიან ბევრს აღმოვაჩენთ ისეთს, ვინც კარგად ხუმრობს. უფრო მეტიც ეს ხუმარა შეიძლება თქვენივე მოზარდი შვილი ანდა სულაც თქვენც იყოთ. ოინბაზი ცოცხალი გონებითა და იმტელექტით, მისი იუმორი თითქოსდა უწყინარია და მოსწრებულიც კი.

აღსანიშნავია რომ ხუმრობას მაშინ იწყებს როცა საუბარი იძაბება და აშკარა კონფლიქტური სიტუაცია იკვეთება. შექმნილ დაძაბულობას ხსნის, უფრო მსუბუქ ტონში გადაყავს, ხუმრობს ანეგდოტს იშველიებს. ამასან ერთად შემრიგებლურად იღიმება. ზოგჯერ თანამოსაუბრე შეიძლება გააღიზიანოს კიდეც ამგვარმა საქციელმა – კონფლიქტი ვერ ამოიწურა, საკითხი ვერ გადაწყდა, ამოაცნა ვერ ამოიხსნა – რა დროს ხუმრობა იყო? თუმცა ინტერესების და მოთხოვნების დაცვისასა წარმოქმნილ “მკაცრ” ტონს, ამგვარი მიდგომა არბილებს. გაიცინეს, განიტვირთნენ – ახლა საუბრის გაგრძელებაც შეიძლება და სხვა თემაზე გადასვლაც.

ერთი შეხედვით – რა არის ამაში ცუდი? ადამინმა პრობლემებთან გამკლავების ხერხი იპოვა. უყუებ ასეთ პოზიტიურ ადამიანს და ფიქრობ რომ მას ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე აქვს. როგორი ოპტიმისტია. ეჰ, ნეტავ იცოდეთ…

 

საკვები ჯაჭვის რგოლები  

  ბევრი ჩვენგანი ფსიქოლოგიურად კაციჭამიაა. ან შეჭამ ან შეგჭამენ. სხვა ადამიანებს ჩვენივე დაძაბულობის, ტანჯვის, უკმაყოფილებისა და ზიზღის მდგომარეობის გამო “ვჭამთ”.

ვიზუალის ვექტორიანი ხალხი კი იმით გამოირჩევიან, რომ ცხოვრების ყველა მომენტს მსხვერპლიდან ზოგადად  მსხერპლის მდგომარეობამდე განიცდიან. თავიანთი სუსტი გადარჩენის უნარის გამო კაცობრიობის განვითარების ადრეულ ხანაში ვიზუალი ბიჭუნები ისინი იყვნენ ვისაც თანატომელები შიმშილისგან ჯოგის გადასარჩენად ჭამდნენ. მშიშარა და უსარგებლო ვიზუალ გოგონებს კი სხვა და სხვა მტაცებლებს აძლევდნენ გამოსასყიდად, ან ,,ღმერთებს“ წირავდნენ მსხვერპლად.

საკუთარი სიცოცხლის სისუსტისა და უსუსრობისგამო ყველაზე მძაფრი  შეგრძნება სწორედ ვიზუალებს აქვთ. ემოციური ქარიშხლები და წებოვანი შიში, მათი თანამდევია. თუ მათ მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, თანაგრძნობისა და სიყვარულის გამომჟღავნების უნარებს არ განივითარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰიპერსტრესის გამო კვლავ არქეტიპური შიშის მდგომარეობაში ჩავარდნა გარდაუვალია (სიყვარულის დაკარგვისა და ემოციური კავშირების გაწყვეტის გამო).

 

ერთხელაც მივხვდი რომ ხალხის გამხიარულება შემეძლო.

 ახლა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კაციჭამიები აღარ ვართ, მაგრამ ისევ ისე მზად ვართ, ნებისმიერის (ვინც არ გვეპიტნავება) გაჭორვის, დამცირებისა და განადგურებისთვის. ვიზუალის ვექტორიანები კი უხსოვარი დროიდან მსხვერპლის როლისთვის არიან განწირულები. ყველა არა, მხოლოდ ისინი ვისი მდგომარეობაც ,,ძალიან მეშინია – არც ისე მეშინიას” შორის მერყეობს. ისინი თითქოს იზიდავენ პრობლემებსა და უსიამოვნებებს; საკუთარი სუსტი იმუნიტეტის გამო ავადმყოფობებიდან დაწყებული კოლეგების, ახლობლების და სულაც შემთხვევით ნაცნობები ცილისწამებით დამთავრებული.

ხშირია, როცა მოზარდ ვიზუალს, ჯერ კიდე არ აქვს განვითარებული სხვებისადმი თანაგრძნობა, ის გამუდმებულ განგაშსა და გარე სამყაროსგან საფრთხეს გრძნობს. ასეთ შემთხვევაში ის ქცევის ისეთ ტიპს მიმართავს რომელიც ამ შიშის შეგრძნებას უხსნის. ერთ-ერთი ასეთი ხერხი ხუმრობა ირონია და სხვების გამხიარულების უნარი ხდება.

 ,,არასოდეს ვიყავი დარწმუნებული დედაჩემის სიყვარულში. მე კი ის ძალიან მიყვარდა. ის მეჩხუბებოდა მე კი მისკენ მივილტვოდი, მის ტკბილ სიტყვასა და სიყვარულს ვეძებდი. ერთხელაც მისი გაცინება მოვახერხე. საოცარია – ის მიყურებდა და სახეზე ზიზღის მაგივრად ღიმილი უბრწყინავდა. მე მიღიმოდა! ბედნიერი ვიყავი. მომინდა ჩხუბისა და საყვედურების ნაცვლად სულ მუდამ დედის ღიმილი მენახა. და ამან შემცვალა.

საინტერესო ისაა, რომ ხუმრობის ჩვევა, მხოლოდ სხვებს კი არა, თავად ვიზუალსაც უხსნის დაძაბულობას. სიცილის მექანიზმი ყველაზე თანაბრად მოქმედებს ყველას უმსუბუქებს მდგომარეობას. ჩვენს ბუნებრივ ანტიპათიაზე, კულტურის გავლენის დონეს ამცირებს. უკეთ რომ ვთქათ, ჩვენთვის უკვე ადვილია, გარკვეული მოქმედებები და ჩვენივე ზიზღის გამოხატვა გარშემომყოფთა მიმართ, რის უფლებასაც, როგორც წესი, ჩვენს თავს ვერ ვაძლევთ. იმიტომ რომ “ფუ” უსიამოვნოა, სირცხვილია და ულამაზოა.

 

სხვების გაცინება თავის გადასარჩენად.

  ვიზუალის ვექტორიანი ბავშვი, გარკვეულ მომენტში დედასთან ემოციურ კონტაქტს ვერ ამყარებს. სწორედ იმ კონტაქტს რომელიც ასე საჭიროა ვიზუალისთვის. შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხალხს ის უყვარს, ვინც მათ აცინებს. ვიზუალი ბავშვების ეს აღმოჩენა აბსოლუტურად სწორია. სიცილის მექანიზმი ფსიქიკური სტრესის მოსახსნელი საშუალებაა. გადარჩენის სიტუაციაში აღმოჩენილი ბავშვი კი სწარაფად ხვდება, რომ თუ გარშეომყოფებს გააცინებს, ან თუნდაც ღიმილს მოჰგვრის, მათთან ურთიერთობა გაადვილდება და მათთან უფრო უსაფრთხოდაც იქნება.

თავის გადარჩენის, საკუთარი სიცოცხლის ხსნის ბუნებრივი სურვილით მომართული ბავშვი ვიზუალური ინტელექტის წყალობით სწრაფად აღიჭურვება სხვა ადამიანთა შორის გადარჩენის ხერხებით – ეს ძალიან უბრალოა – საკმარისია ისინი გააცინოს. ვიზუალი, ორალი არაა. მისი ხუმრობები ხატოვნად რომ ვთქვათ “წელს ზემოთაა” მაშინ როცა ორალი, ასე თუ ისე ყველაფერს ბანალურად ორი სქესის ურთიერთობამდე დაიყვანს.

 

  ვიზუალი სწორედ ისაა, ვინც სხვებთან ემოციურ კავშირებს ამყარებს. ამ კავშირების დამყარების თავდაპირველი მიზეზი, შიშებისგან თავის დაღწევა და საკუთარი თავისთვის გარკვეული უსაფრთხოების შექმნაა. მაგრამ ემოციური კავშირი ყველასთან არ გამოდის და შიშის მდგომარეობაში მყოფი ვიზუალიც ,,გიჟდება” რადგან თავს უსაფრთხოდა ვერ გრძნობს და ამის გამო წვალობს და იტანჯება. ეს განსაკუთრებით აქტუალური მაშინ ხდება, როცა საკუთრა ოჯახში დედასთან მისთვის ასე საჭირო ემოციურ კავშირს ვერ ამყარებს. პატარა ვიზუალისთვის დედასთან  ასეთი კავშირი მომავალი უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნების საფუძველია. ეს შეგრძნება კი ნებისმიერი პატარის აღსაზრდელად საბაზისოა. ეს თანდაყოლილი ტალანტების ჰარმონიული განვითარების ფუნდამენტია.

როცა პირველად დედა გააცინა და ამის გამო არ დაისაჯა, გაუჩნდა ამ ასეთი წარმატებული მცდელობის კიდევ გამეორების სურვილი. შენ არ “გადაგსანსლეს” მათ ვინ უნდა გიცავდნენ, შენს დაცულობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ როგორც შენი იმ თვისებების განვითარების გარანტებს რომლებიც მომავალში შენს კომფორტულ და სრულყოფილ რეალიზაციას ხელს შეუწყობენ.

 

გაიზარდე დიდო და პატარა ხუმარავ.

  ბავშვი ისევ და ისევ მიმართავს თავის ტრიუკებს. ცნობიერება რომელიც ასეთ არამეგობრულ სამყაროში საძვრომს პოულობს. ყურადღებიანი ვიზუალური თვალებით იტაცებს ქუჩებიდან ანეგდოტებსა და სასაცილო სცენებს. მერე ამ ამბებს კომპანიებში ყვება. ვიზუალების განვითარებულ ინტელექტს და უნარს შეაფერადოს და ემოციურად გაამდიდროს ნებისმიერი ნარატივი, ამბავს თეატრალურ წარმოდგენად აქცევენ. ყველა იცინის და ხითხითებს.

ხოდა უკვე მსხვერპლი კი არა გმირია. ახლა ვეღარც დაამცირებენ, ვერც გაანადგურებენ და ვერც ზიანს მიაყენებენ. ის ხომ ისაა, ვინც გააცინა. დროთა განმავლობაში კომპანიის სულსა და გულსაც დაარქმევენ. ბედის ირონია – სუსტების მიმართ თანაგრძნობისა და თანადგომით კულტურის დონის ამაღლებისთვის მოვლენილი მათვე დასცინის, რადგან მათი კი არა საკუთარი თავის დაცვა ისწავლა.

,,ვაჯიში დავიწყე – გულმოდგინედ ისწავლე რამოდენიმე ანექგდოტი, სხვების ხუმრობები დავიმახსოვრე. ვიჭყანებოდი და ვიგრიხებოდი. თავიდან ცოტა მოუქნელად მერე და მერე უფრო წარმატებით. კომპანიების სული და გული, წვეულებების ვარსკვლავი გავხდი … მაგრამ ზეიმის დამთავრებისთანავე სიცარიელე მეუფლებოდა. სულში ერთი ემოციაც კი არ ჩნდებოდა მხოლოდ სევდა… ,,ჰეი, ძმობილორა გჭირს? რაო რას ყვებოდი, როგორ იყო ის ანეგდოტი?“ მეგობრები რომელბიც ჯერ კიდევ გუშინ მოსვენებას არ მაძლევდნენ, აღარც მირეკავდნენ, როგორც კი ძალები მტოვებდნენ. მათ ხომ მე სულაც არ ვჭირდებოდი. მათ მხოლოდ გამრთობი, ჯამბაზი სჭირდებოდათ. ასეთ დროს სასოწარკვეთასა და შიშში ვვარდებოდი, რომ არავის ვუყვარდი და არავის ვჭირდებოდი.

ორალის ვეტორიანისგან განსხვავებით, ვიზუალი გარკვეული ძალისხმევით აცინებს სხვებს. გადარჩენის და თავის გატანის პირობებში ჩაყენებული, აღმოაჩენს, რომ არის ბერკეტი, რომელიც მის მიმართ ანტიპათიას მიმართულებას უცვლის. ემოციური კავშირის ანალოგსაც კი ქმნის, თანაგრძნობითა და კულტურით გაერთიანების ნაცვლად უსიამოვნებების არიდებაზე ორიენტირებულს.

სხვების ემოციებს ფაქიზად გრძნობს, სხვისი გრძნობების უზარმაზარი სპექტრის განცდა შეუძლია და სიცილითაც მოხერხებულად ჟონგლიორობს. მოსალოდნელი კონფლიქტის დანახვისას ცდილობს მის წინასწარ ნიველირებიას, რომ შემთხვევით მსხვერპლი არ აღმოჩნდეს. სევდიანი ბრძოლა გადარჩენისთვის, ხუმარას მარადიული ნიღბით – აი მისი ხვედრი ვინც ბედნიერებისთვის სხვა გზას ვერ პოულობს.

 

სევდიანი, სევდიანი მასხარა.

 

სიცოცხლის ორი გზა არსებობს – მისგან მიღებული სიამოვნების ზრდა და მხილოდ ტანჯვის შემსუბუქებით განცდილი სიხარული.

ვიზუალის ვექტორინი ადამიანის გარშემო არსებულ რეალობასთან ადაპტაციის აღწერილი ხერხი, ეს მხოლოდ შიშისა და დაძაბულობის მოსახსნელი ჩვეული მეთოდია, რომლებიც ასე უშლიან ხელს ცხოვრებაში.

სევდა – აი რით უწევს მოქმედებათა არასწორი გზის არჩევის გამო გადახდა. უგრძნობლობასთან მიახლოებული სიცარიელე და გულგრილობა. ყველაფერი სულ ერთია. გგონია რომ ყველანი გიყენებენ. არავის სჭირდები.

მაგრამ არსებობს ნამდვილად საშინელი რამ. სიცილი ზოგჯერ საზიანო და დამღუპველიც კია ვიზუალისა და სმენის ვექტორიანი ადამიანისთვის.

ვიზუალის ბუნებრივი ამოცანა, საზოგადოებაში კულტურის შექმნა და მხადაჭერაა. მშვენიერების შექმნა, ჰუმანიტარული იდეალების ქება, საზოგადოებაში ადამიანებს შორის კეთილი და ყურადღებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. სხვათა გაცინება, მისი ბუნებრივი როლი არაა. სიცილი ვიზუალის ვექტორიანს ფსიქიკურ დაძაბულობას უხსნის, მაგრამ ამავე დროს უზღუდავს შესაძლებლობას, იმ მასშტაბის ხედვა შექმნას, რაც მისი ბუნებრივი ამოცანის გადაჭრაში დაეხმარება. შედეგად აღარაა დაძაბულობა, აღარაა იდეა და რჩება მხოლოდ არასწორი მიმართულების გაუცნობიერებელი შეგრძნება. სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებები ქრება.

რაშია ბედნიერება? ბედნიერება იმის გაგებაშია რატომ დაიბადე ასეთად და იმის ზუსტად ცოდნაში როგორ მიაღწიო შენს ბედნიერებას. რასაც სვფ სთავაზობს ნებისმიერ ვიზუალს.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: http://www.yburlan.ru/biblioteka/ja-kloun-ili-pochemu-mne-bolshe-ne-smeshno