მინდა მოვუსმინო სხვა ადამიანს სულს.

რა მინდა?

ყოველ ჩვენთაგანს გააჩნია სურვილი. ნაწილობრივ მათი აღწერა ადვილია: ჩვენ გვინდა ჭამა, სმა, ძილი, წიგნის კითხვა, კინოს ყურება, სეირნობა, მეგობრებთან შეხვედრა, სპორტით, სამუშოთი დაკავება, საყვარელ ადამიანთან გვერდით ყოფნა. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ჩვენს შიგნით წარმოიქმნება სურვილი, რომლის ვერბალურად გამოთქმაც შეუძლებელია? ასე მთელი ცხოვრება ვკითხულობთ, თუ რა არ გვყოფნის და რატომ არის ჩვენს შიგნით რაღაც სიცარიელის შეგრძნება?

თითქოს ყველაფერი კარგადაა. გავქვს სამუშაო, გვყავს ახლობლები და მეგობრები, შეგვიძლია თავს ნება მივცეთ შვებულება ზღვაზე გავატაროთ, წავიდეთ კაფეში, მაგრამ ყოველივე ეს არ გვაინტერესებს. გვეჩვენება, რომ მხოლოდ მხოლოდ ჩვენ ვართ ისეთი გამორჩეულნი, რომ სხვებს არ ვგავართ.

სვფ-დან გამომდინარე, ადამიანები, რომლებიც სვამენ მსგავს ფილოსოფიურ კითხვებს, წარმოადგენენ სმენის ვექტორიანს (სმენით ფსიქოტიპს). ვექტორის გაგება თავისში შეიცავს ადამიანში თანდაყოლილ ფსიქიკურ თვისებათა ნაკრებს, რომელიც ყოველი ჩვენთაგანისათვის განსაზღვრავს ბუნებისაგან მონიჭებულ უნარებსა და ტალანტს. ვექტორული ნაკრები პირდაპირ ახდენს გავლენას ადამიანის ხასიათზე, მის საქციელზე, რომელიც დიდად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების სცენარს.

მთავარი ზრია

ადამიანები სმენის ვექტორით, დაბადებიდანვე ფლობენ ძალიან მგრძნობიარე სმენის აპარატს. მაგრამ მათ მიერ მოსმენილი სიტყვა, ეს არ არის უბრალოდ ხმა, არამედ აზრია, რომელიც დგას სიტყვის უკან, მოცულობითი, მილიონობითი ნინუანსებითა და იერით. სწორედ დაფარული აზრების, რაღაც განუსაზღვრელის ძიებაში გადის სმენის ვექტორიანის მთელი ცხოვრება.

სვფ ამ მოვლენას ხსნის როგორც ცხოვრების აზრს, სურვილს, უპასუხოს კითხვას: “საიდან გავჩნდი?“, ,,როგორ წარმოიქმნა სამყარო?”, “რა იქნება სიკვდილის შემდგომ?”, აქედან კი გამომდინარეობს გატაცებები სხვადასხვა მეცნიერებებით, ფილოსოფიით თუ რელიგიით.

ძველ დროში სმენის ვექტორიანი ადამიანები თავიანთ რეალიზაციას პოულობდნენ მაშინ, როცა ხდებოდნენ პოეტები, მასწავლებლები, სწავლულები, ფსიქიატრები, სულიერი მოღვაწეები და კომპოზიტორები. ამ სფეროებიდან თითოეული მიმართული არსის ძიებისკენ. მაგრამ, ეპოქის ცვლასთან ერთად, ზოგადი ფსიქიკის მოცულობა იზრდება და ყველა ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ წიგნებიდან და სწავლულთა კვლევებიდან, მოკლებულნი არიან უნარს, შეავსონ სმენითი ფსიქოტიპის სულიერი მოთხოვნილებები. წარმოიქმნება მძიმე დეპრესიული მდგომარეობები, ზოგჯერ თვით სუიციდის გააზრებითაც. ცნობიერების შეცვლის ძიებაში, ათასობით სმენის ვექტორიანი იწყებს ნარკოტიკის მიღებას, საკუთარი თავის მიმართ იმის ცრუ მტკიცებით, რომ ეს არის გამოსავალი ურთულესი სიტუაციიდან. ჯამრთელობაზე ზიანის მიყენება მას არ აშინებს. ზოგჯერ სხეულს საერთოდ ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამს.

სურვილი იმისა, რომ გააფართოვოს თავისი ცნობიერება და გავიდეს ზოგადადაღიარებული ცოდნის საზღვრებს იქით, მუდამ წარმოიქმნებოდა და კიდევ და კიდევ წარმოიქმნება ყოველ სმენის ვექტორიანში. ასეთად დაიბადა ის, ეს მისი ბუნებრივი ამოცანაა. და თუ ადამიანს გააჩნია სურვილი, ეს ნიშნავს მას აუცილებლად აქვს იმის პოტენციალი, რომ ეს სურვილი დაიკმაყოფილოს.

საკუთარი სურვილის მაქსიმალურად რეალიზირებას სმენის ვექტორიანი ადამიანი შესძლებს მაშინ, თუ ყურადღებას მიაპყრობს არა საკუთარ თავს, არა თავის აზრებს, არამედ სხვა ადამიანებს. ყოველი ადამიანი, ცალკე აღებული სამყაროა, თავისი კანონებით. სხვა ადამიანის შეცნობა სმენის ვექტორიან ადამიანს შესაძლებლობას აძლევს თვითონვე თავისთვის გამოავლინოს სხვა ადამიანის ფსიქიკა, სული.

სვფ-ს ცოდნა ჩვენ გვაძლევს უნიკალურ ინფორმაციას ყოველი ადამიანის ფსიქიკურ საიდუმლოზე, მის შინაგან სამყაროზე, მის სულზე. სისტემური აზროვნების ფლობა ცვლის შეხედულებებს სამყაროზე, ვლინდება ხალხთან ურთიერთობის გადაულახავი სურვილი. ხოლო ურთიერთობები გადადის შეცნობის ახალ დონეზე, სმენის ვექტორიანის ავსებით და ცნობიერების უსასრულობამდე გაფართოებით. პირველივე სიტყვებიდანვე იწყებ იმის გაგებას, თუ რა ამოძრავებს ადამიანს, საითკენ მიისწრაფვის, რაზე ფიქრობს. ჩნდება შეგრძნება, რომ ეს უკვე შენ ხარ, რომ შენი სამყარო შეუერთდა სხვა ადამიანის სამყაროს, შენი სული მის სულს. ახლა თქვენ ერთნი ხართ.

 

წყარო: http://zvukofrenia.ru/v-poiskah-sebya/zvukovye-zamorochki/xochu-slyshat-dushu-drugogo-cheloveka-xochu-znachit-mogu/

მთარგმნელი: Ruslani Lorchoshvili