მისი უდიდებულესობა შოპინგი.

შეიძლება კი ბედნიერების ყიდვა?

ჩარჩები.

“გარშემო ისმის ყვირილი – არ მოტყუვდე, იყიდე – გაყიდე, იყიდე-გაყიდე”. ბაზარი იქნება ეს, პატარა ბაზრობა თუ სავაჭრო ცენტრი სულ ერთია. მიყვარს დახლებს შორის სიარული და “ბაზრობის სურათებით” ტკბობა. აქ შეიძლება ვაჭრობის ისეთ მაღალ დონეს წააწყდეთ, რომ თქვენდაუნებურად გაგახსენდებათ სიტყვა – ჩარჩი. ხან კი სრულიად არ შეესაბამება ის ადამიანებს რომლებსაც ესმით და უყვართ ვაჭრობა. მყიდველიც არაა ისეთი მიამიტი როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეს მართლაც საოცარია. აი მაგალითად თეატრი ავიღოთ. როგორც კი თეატრზე ხმას ამოიღებ, მაშინვე გაიგონებ – თეატრი ხომ ხელოვნების ტაძარია, მსახიობები – მელპომენეს ნიჭიერი მსახურები. მათში ღვთაებრივი სხივია. ანდა თუნდაც კლინიკები და საავადმყოფოები ავიღოთ. ეს ის ადგილებია სადაც ადამიანებს მკურნალობენ, ფეხზე აყენებენ, ექიმები – სიცოცხლის გადამრჩენელები არიან, პროფესიითაც და მოწოდებითაც. ახლა სკოლები? იქ ხომ ახალი თაობის ხასიათი “იწრთობა’”, იქ ასწავლიან, ზრდიან, ახალი ცხოვრების “საგზურს” აძლევენ. აქაც მოწოდებით მუშაობენ – მასწავლებლები, პატივსაცემი ხალხი.

ხოლო ის რაც ვაჭრობას უკავშირდება რატომღაც სულ სხვაგვარ ეპითეტებს იწვევს. “გასაღება”, “წონაში მოტყუება”, “შეტენვა” – მსგავსი სიტყვები პირველები გვახსნედება როგორც კი საუბარი ვაჭრობის სფეროსა და მის მუშაკებზე ჩამოვარდება. კულტურულად ვაჭრობა ხომ საპატიო შრომაა. ესეც ხომ მოწოდებაა. უფრო სწორად კი კანის ვექტორის მოთხოვნილება, ეს ადამიანში ვაჭრობის საოცარ ნიჭს აჩენს, ვაჭრობის ღმერთის – მერკურის მსახურად აქცევს. მერკური კი არა მხოლოდ ყბადაღებულ იყიდე-გაყიდეს მფარველობდა, არამედ გონიერებას, მოხერხებულობას და მჭევრმეტყველებასაც.

ადამინები დახლის მეორე მხრიდან ამ ძველბერძნული ღვთაების მიწიერი მსახურები და წარმომადგენლები არიან. საუკეთესო გამყიდველები მერკურის ინტერესებს წარმოადგენენ, ისინი არამხოლოდ სარგებელს იღებენ ვაჭრობიდან, არამედ თავიანთ განსაკუთრებულ მისიასაც ასრულებენ რაც სარულიად არ უკავშირდება პირდაპირ სარგებლის მიღებას.

 

ოცნებით ვაჭრობა.

 

ერთი ძალიან მსხვილი კოსმეტიკური ჰოლდინგის მფლობელმა თქვა, რომ მილიონობით ქალს არა პომადა, არამედ ოცნება მიჰყიდა. თუ დავფიქრდებით უამრავ მყიდველთან სწორედ ასე ხდება. ჩვენ ხშირად ვყიდულობთ არა საგანს, არამედ წარმოდგენას მასზე, იმაზე თუ როგორ შეცვლის ის ჩვენს იმიჯს გრშემომყოფთა თვალში, ჩვენი მოლოდინები უფრო მეტად ჩვენსავე ფიქრებს და ოცნებებს უკავშირდება.

ფეხსაცმელების მაღაზიაში ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილები საკუთარ თავს უფრო მიმზიდველად და ტანდად წარმოვიდგენთ. აქვე დავძენ, რომ სწორედ ამ ოცნებით ვაჭრობენ ე.წ “გასახდომი ჩაის“ და შესაბამისი საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანიები.

როცა ახალ მანქანას ვათვალიერებთ საკუთარ თავს სულ სხვა ადამიანად აღვიქვამთ, უფრო თავდაჯერებულად, წარმატებულად, დარდსა და პრობლემებს თითქოს ძველ მანქანას ვატანთ. “ახალი მეს“ სერიალში საერთოდაც უფრო მეტი საქონელია, უფრო უკეთესი და მოდური და რაღა თქმა უნდა უფრო ძვირიც. ვიპ-აქსესუარები, სუვენირები, იუველირული ნაწარმი, პრესტიჟული ტურები და ძვირფასი კურორტები და საარაკოდ ძვირი საქმიანი ვახშამი მოდურ რესტორანში. ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

ასეთი საყიდლების რეალური მოთხოვლინებაა სულაც არაა მათ აუცილებლობასა და საჭიროებაში, ამის უკან შინაგანი უკმარისობები დგას, რომლის რაიმე სხვა ხერხით ავსება საკმაოდ რთულია. თუმცა, ზოგიერთი ვექტორის მატარებელთათვის “სხვა ხერხები” ვერასოდეს შეედრება შოპინგს თავისი ეფექტურობით და ამითი მიღებული შინაგანი კმაყოფილების დონით.  საუბარი რა თქმა უნდა პირველ რიგში კანებზეა. მაგრამ არა მხოლოდ მათზე.

 

შოპინგ-თერაპია.

 

სულ ახლახანს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო სადაც ერთი ცნობილი რუსი ოლიგარქის ორი ფუტკრის ნაკბენივით ტუჩებ დაბერილი და თოჯინისახიანი გელფრენდი ყვებოდა როგორ შეუძლიათ მათ ნებისმეირი თანხის რამოდენიმე საათში დახარჯვა. ნებისმეირი, რომელსაც შოპინგისთვის მიიღებენ – იქნება ეს 30 თუ 50 ათასი ფუნტი სტერლინგი ან უფრო მეტიც. კარგი ნივთები ხომ მხოლოდ ბუტიკებშია და ძალიან ძვირიც ღირს. ამიტომაც მხოლოდ ამის ჩაცმა შეიძლება თუნდაც მხოლოდ ერთხელ. აღშფოთებული ხალხი ილანძღებოდა კომენტარებში და შესაძლებლობა, რომ ქონოდათ ალბათ სახეშიც შეაფურთხებდნენ. რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ვიდეოს რამდენიმე ათასი ნახვა მოეგროვებინა.

თანამედროვე კანური მომხმარებლურმა საზოგადოებამ ნივთების შეძენა მათთვის აუცილებელი ფსიქიკური უკმარისობისა და ფსიქოლოგიური საჭიროებების შემავსებელ ფაქტორად გადააქცია. უკიდურეს შემთხვევაში ასეთის მცდელობად მაინც. როდის და რატომ მოხდა ეს? როგორ მოხდა, რომ საქონლის ფულზე გაცვლის პროსეცი შეუმჩნევლად გადაიქცა ფსიქოლოგიური ორმოების ,,ჭინჭებით ამოვსებად“? ვისთვის გახდა შოპინგ-თერაპია პანაცეა?

როგორც სვფ ამტკიცებს ყოველ ჩვენგანს შინაგანი მოთხოვნილებები და უკმარისობები გვამოძრავებს, ჩვენი ვექტორების თვისებებს აჩენს, მათ განვითარების დონეს. და დიდწილად არცაა მნიშვნელოვანი სად ვართ იმ მომენტში საძინებელში, აბაზანაში თუ მაღაზიაში. საკუთარ თავს ვერ დაემალები. ანდა რა საჭიროა?

რაც თავი მახსოვს მამაჩემისთვის ტანჯვა და მაღაზიებში სიარული ყოველთვის სინონიმებად ითვლებოდა. ის მთელი ცხოვრება უსიტყვოდ ატარებდა იმას რასაც მისთვის დედა ყიდულობდა და ვაჭრობის ადგილებს კილომეტრზე გაურბოდა. დედა კი სულ სხვა ცომისგან იყო მოზელილი, მისთვისაც როგორც სხვა მრავალი ადამიანისთვის სავაჭრო ცენტრების მონახულება ეს მთელი მოვლენა იყო – თანაც სასიხარულო. ეს არა მხოლოდ საჭირო ნივთის საყიდლად წასვლა იყო, არამედ საკუთარი თავის ჩვენება და სხვების დათვალიერება, ასევე სხვა ასორტიმენტის ნახვა, ხელით შეხება, დაყნოსვა… განუსაზღვრელი რაოდენობის ნივთის მოსინჯვა და მორგება ისეთებისაც კი, რომელსაც არასოდეს იყიდდა და რაღა თქმა უნდა დაუგეგმავი შენაძენიც, რაიმე ლამაზი ნივთი ტონუსის ასამაღლებლად.

ვინ სვფ-ს იცნობს მიხვება, რომ მატერიალური ნივთების ყიდვის პროცესში ჩაძირვა უფრო მეტად კანის ვექტორიანებს ახასიათებთ. ხოლო თუ კან-ვიზუალური სცენარი აქვთ აქ უკვე შეიძლება საუბარი ემოციური განცების ძალიან ფერადოვან პალიტრაზე, რაც ყიდვა-გაყიდვებს უკავშრდება. ემოციების შადრევანი და შინაგან ვნებათა ქარიშხალი, შერჩევის სიტკბოება და წუხილი, როცა ნაყიდი ნივთი მოლოდინს ვერ ამართლებს, სიხარული და სურვილი შენი შენაძენი გარშემო ყველას უჩვენო, უცნობ გამვლელებსაც კი – ეს სწორედ კან-ვიზუალური საქციელია. მაგრამ ისე ნუ გავიგებთ, რომ სხვა ვექტორების მატარებლები არ განიცდიან სიხარულს ახალი ნივთების ყიდვისას.

მაგალითად ანალის ვექტორიანები. ითვლება, რომ ყიდვის პროცესს ისინი სერიოზულად უდგებიან, ნივთებს დიდხანს და გულმოდგინედ არჩევენ, გულდასმით ადარებენ შერჩეული საყიდლის ფასებს და პარამეტრებს, განიხილავენ მისი შეძენის აუცილებლობას და ა.შ. ყველაფერი ზუსტად ასეა, მაგრამ შეძენილ ნივთს სიხარული მაინც მოაქვს, ასევე სიამაყეც – იშვიათი ნივთის ფლობით გამოწვეული.

რა თქმა უნდა ხშირად ეს ანალის ვექტორიანის პროფესიულ საქმინობას უკავშირდება. ჩემს ნაცნობთა შორის არის ორი საოცარი ადამიანი, ძალიან გატაცებული თავისი სამუშაოთი. ერთი პროფესიონალი მუსიკოსია, მეორე კი – გეოგრაფიის მასწავლებელი. ამ განსხვავებულ და სხვა და სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს რაღაც მაინც აქვთ საერთო. მუსიკოსი, რომელიც სრულიად გულგრილია შოპინგისადმი, მუსიკალურ მაღაზიეაბში ისე მიდის როგორც ზეიმზე. იდეალურად ერკვევა სიმებიანი ინსტრუმენტების მწარმოებლებში და გიტარების აქსესუარებში. თვალს ადევნებს ყველა სიახლეს რაც მუსიკალურ მაღაზიაბში ჩნდება, ასევე იშვიათ და რარიტეტულ გიტარებს – ერთი ორჯერ აუქციონზეც კი შეიძინა.

გეოგრაფიც სერიოზულადაა გატაცებული თავისი პროფესიით, ის სერიოზული “კინომოგზაურია”, არც ერთ გადაცემას არ გამოტოვებს შორეულ ქვეყნებზე. დიდი ხანია «National Geographic»- ს იწერს, სახლი სავსე აქვს სხვადასხვა გზამკლევებით მათ შორის იშვიათი და ძვირი გამოცემებით. ის საათობით ფურცლავს და ათვალიერებს ამ გზამკვლევებს, ხოლო თუ რომელიმე ახალ წიგნის მაღაზიაში მოხვდება – ახალი შენაძენი მისთვის განსაკუთრებული მოვლენა ხდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მყიდველი ურეთრალი. მაღაზიაში მას ხშირად იპყრობს გაბრწყინებისა და განსაკუთრებულის ყიდვის სურვილი, განსაკუთრებით თუ თან მეგობრები ან სიმპატიური კან-ვიზუალი ახლავს. აბა აქ როგორ მოერიოს თავს და როგორ არ იყიდოს რაღაც ყველაზე ძვირფასი, საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული. იყიდოს და აღფრთოვანებულ ბრბოს გადაუგდოს. ეს ურეთრალისთვის ორიგინალური სულაც არ არის. მათთვის აუცილებელია გაიბრწყინონ, მაგრამ საკუთარი თავისთვის კი არა – ჯოგისთვის, რომელსაც იმ მომენტში არა მხოლოდ მისი თანმხლები პირები წარმოადგენენ, არამედ გამყიდველებიც.

“თუ ყიდვაა, ყიდვა იყოს” – სავსებით მისაღები ფრაზაა ურეთრალისთვის, როცა რაიმეს ყიდვის გადაწყვეტილებას იღებს. ხდება ხოლმე, რომ მაღაზიაში შესვლისას დიდად არ უღრმავდება არჩევანს, ერთად რამდენიმე მოწონებულ ნივთს ყიდულობს და მერე კი დაუნანებლად გააჩუქებს.

ურეთრალის ვექტორიანები დაბადებულები არიან “გამჩუქებლებად”, და არაფერი ისე მშვენიერი სატყრებელი არ არის როგორც საჩუქრების ყიდვით გართული ურეთრალი ბელადი. მაღაზიაში ურეთრალიც უკმარისობებს ივსებს, თავისივე ფულით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას გასცეს, უმსხვერპლოს, გააჩუქოს, დაეხმაროს, უშველოს.

 

გამყიდველობა – საპატიო საქმეა.

 

გაყიდვებისა და გასაღების სფეროზე უამრავი წიგნია გამოსული, ყოველდღიურად ტარდება არა ერთი კურსი და ტრენინგი. ქოუჩების დიდი არმია ოსტატობას უწოდებს მათ მიერ გამოგონილ ხერხებს როგორ მიიზიდონ მყიდველი, როგორ გაახსნევინონ საფულეები. ამასთან ერთად, არავინ არ ცდილობს მყიდვენი სამეცნიერი თვალსაზრსით განიხილოს – სვფ-ს გადმოსახედიდან. ამ დროს კი სწორედ ის გვაძლევს ყიდვის პროცესის არსის გასაღებს.

მყიდველის საფულისკენ გზა გადის მისი რეალური მოთხოვნილებეის ღრმა ცოდნაზე. არქიმედის ცნობილი ფრაზა “მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავაბრუნებ დედამიწას” – ვაჭრობასან თანხვედრაში შეიძლება ასე შეცვილილიყო – “მითხარით ვინ შემოვა ახლა მაღაზიაში და მე მივყიდი მას სპილოს”. თუ გამყიდველმა ზუსტად იცის ვინ დგას მის წინ, ის უშეცდომოდ განსაზღვრავს როგორ მიუდგეს გაყიდვას, რა მეთოდს მიმართოს, რაც აუცილებლად იმუშავებს.

აქვე გეტყვით, სვფ ეს არაა მტაცებელი გამყიდველების ეშმაკური ხრიკების სისტემა რათა მყიდველს ყოველგვარი ნაგავი შეასაღოს. ესაა ცოდნა, რომელსაც შეუძლია აამაღლოს სავაჭრო ბიზნესში მომსახურე პერსონალის შრომის ხარისხი და გადაიყვანოს ახალ, თავბრუდამხევევ დონეზე.

ვიღაცას კურნავს შოპინგი, ვიღაცას აზიანებს, ვიღაცას კი აიძულებს გახსნას და ადემონსტრიროს პიროვნების ის თვისებები, რომლების არსებობასაც შესაძლოა ვერც კი ხვდებოდეს თავად.

 

წყარო – https://www.yburlan.ru/biblioteka/ego-velichestvo-shoping-mozhno-li-kupit-schaste

მთარგმნელი – ეკატერინე სამხარაძე