მიჰყავს თუ არა ურეთრალურ ვექტორს სხვა ვექტორები სრულყოფამდე?

არსებობს სვფ-ს რუსულ (კერძოდ იური ბურლანის) ჯგუფში გავრცელებული შეცდომა. ეს შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს ურეთრალურ ვექტორს, ნებისმიერი დართული ვექტორი სრულყოფილებამდე მიყავს. რეალურად თავისი ურეთრალური ვნების წყალობით, რასაც ურეთრალი ხელს კიდებს, ეს საქმე ხშირად სრულყოფამდე მიჰყავს. თუ ურეთრალი (სმენასთან ერთად) გახდა კომპოზიტორი, ის მალე გენიალურ კომპოზიტორად იქცევა. თუ მხატვარი გახდა, გენიალური მხატვარი გახდება. მისი გენიალურობა, მის ნოვატორობაში მდგომარეობს, ის მიდის ახალი მიმართულებით, კვალავს ახალ გზებს. მაგრამ ეს ხატვის დეტალებსა და ტექნიკაში კი არ გამოიხატება, არამედ მიმართულებაში. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ურეთრალური ვექტორის წყალობით, მასზე დართული სხვა ვექტორები ბრწყინვალედ ვითარდებიან. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. ურეთრალთან ნებისმიერი ვექტორის კომბინაცია, ისეთივე პრინციპით მუშაობს, როგორც სხვა კომბინაციები. მაგალითად: ურეთრალის ვექტორიანი მსახიობები, განსაკუთრებით ურეთრალ-ვიზუალი მსახიობები სრულიადაც არ იმყოფებიან განვითარების უმაღლეს საფეხურზე, ეს რაღაც შუალედური საფეხურია, არც – უმაღლესი, მაგრამ არც ძალიან ცუდი. სწორედ ასევეა ურეთრალ-სმენა კომპოზიტორების შემთხვევაშიც, კომპოზიტორობა სულაც არაა სმენის ვექტორის განვითარების უმაღლესი საფეხური. საერთოდ ერთ ადამიანში არსებული სხვადასხვა ვექტორები, შეიძლება სხვადასხვა დონეზე იყოს განვითარებული და ეს საერთოდ არაა კავშირში ურეთრალურ ვექტორთან. უფრო ზუსტად კავშირში არის, მაგრამ არც იმხელაზე, რომ ამის განსაკუთრებულად აღნიშვნა ღირდეს.