მოდის თუ არა ვიზუალი მდედრისგან სმენის ვექტორიანი მამრის ვნება?

როგორ მუშაობს ვნება სმენის ვექტორიანში? ძალზე უბრალოდ. ვიზუალი მდედრი, როდესაც სიყვარულშია, ბოლომდე იხსნება სხვა ადამიანის სურვილებში, იმდენად, რომ თავის სურვილებს ანულირებასაც კი უკეთებს. ვიზუალი მდედრი იმდენად იღებს თავისი სიყვარულის ობიექტის სურვილებს, რომ ამ სურვილებს თავისად აქცევს. ამ დროს ვიზუალის ვექტორიანი იძენს გაცემის თვისებას. ამის საპასუხოდ სმენის ვექტორიანს ასევე უჩნდება სურვილი გასცეს, მაგრამ ის ურთიერთობის აზრით განსხვავებულ მახასიათებლებს ატარებს. თუ გახსოვთ ურთიერთობაში ურეთრალი პოლიგამიურია, მაგრამ ურეთრალის პოლიგამიურობა ვლინდება ფიზიკურ, ცხოველურ დონეზე. სმენის ვექტორიანი ასევე პოლიგამურია, მაგრამ ადამიანურ დონეზე. რა კუთხით? სმენა პოლიგამურია იდეური აზრით. ანუ თუ ურეთრალის პოლიგამურობა ვლინდება ფიზიკურ დონეზე, ნებისმიერისადმი ლტოლვით და ნებისმიერს აძლევს საშუალებას ცხოველური დონის გამრავლებისა. სმენის ვექტორიანი ასევე ნებისმიერს აძლევს ადამიანურ დონეზე ცხოვრების პოტენციალს, ანუ განვითარების საშუალებას. ურეთრალი ჯგუფს მიუძღვის ფიზიკურ, ხოლო სმენა – იდეურ დონეზე. თუ ურეთრალი ჯოგს ამარაგებს ფიზიკური არსებობის საშუალებებით, სმენის ვექტორიანი ჯგუფს ამარაგებს იდეებით. როდესაც სმენის ვექტორიანი ვიზუალისგან იღებს უპირობო სიყვარულს, მასაც უჩნდება სურვილი რაღაც გასცეს. მაგრამ სმენის ვექტორიანს არ შეუძლია იცხოვროს ერთი ადამიანისთვის. სმენის ვექტორიანი არსში ატარებს უსასრულობისა და დაუსაბამობისკენ სწრაფვას, ატარებს სურვილს, რომ მოიცვას მთელი სამყარო. ამიტომ სმენა ვერასოდეს იცხოვრებს ერთი კონკრეტული ადამიანისთვის, თუმცა სმენას აქვს სურვილი, რომ ვიზუალს დაუბრუნოს რაღაც იმპულსი მისი სყვარულის პასუხად. სმენის ვექტორიანს უჩნდება ვიზუალისადმი გაცემის სურვილი, მეორე მხრივ მასში ჩნდება წინააღმდეგობა, რადგან მას არ შეუძლია მხოლოდ ერთისვის იცხოვროს, ამ ორი სურვილის ურთიერთქმედება სმენის ვექტორიანის შიგნით, წარმოშობს ვნებას, რომელიც ხდება მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

 

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/