მომავლის შიში: შეიცნო თავი და არ გეშინოდეს

მთელი ცხოვრება თან მდევდა მომავლის შიში, სპონტანურად წარმოშობილი თუ რომელიმე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო მოვლენისგან გამოწვეული ცუდი წინათგრძნობა, კაცმა არ იცის საიდან მოდიოდა ეს საშინელი განგაშის, თავდაუჯერებლობის შეგრძნება,
ამ შეგრძნებისაგან თავის დასაღწევად ვცდილობდი ყველაფერი წინასწარ განმესაზღვრა, წვრილმან დონემდე გამეთვალა, ასტროლოგიური პროგნოზები და ათასი სახის ჰოროსკოპები ცოტა მიძლიერებდა თავდაჯერებულობას, მაგრამ დროებით, ეს საშინელი შიშები ახალ სიტუაციებთან შეჯახებისთანავე ხელახლა იბადებოდნენ. მომავლის შიში გბოჭავს. რა უნდა ქნა, როცა გრძნობ, რომ სულ მალე, წუთი-წუთზე კატასტროფა მოხდება, სად უნდა გაიქცე? ამ მუდმივ ტანჯვაში როგორ უნდა იცხოვრო, ზოგი ამ დროს მკითხავთან მიდის, ზოგი ეკლესიაში, მე კი გადავწყვიტე ცხვირიც არსად გამეყო, მეცხოვრა ჩუმად, ჩემთვის, ნახევრად უენერგიოდ, ენთუზიაზმის და სიამოვნების გარეშე.
მომავლის შიში და ფსიქოლოგიური წინათგრძნობა
ყოველი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება დიდი ტანჯვით მოდიოდა – ყოველი ახალი აზრი დაბადებას ვერ ასწრებდა, რომ მყისვე ცუდი წინათგრძნობის აბლაბუდაში ეხვეოდა. წარმოსახვა მოვლენების განვითარების უსიამოვნო და საშინელ სურათებს ისროდა. გადაწყვეტილების მიღების შიშით დატანჯული, ამავე დროს ვამჩნევდი, რომ ჩემს გარშემო ბევრს ეს პრობლემა არც აწუხებდა, ვიფიქრე, აშკარად მე არ მქონდა რაღაც წესრიგში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თვისებებით, არ ვიცოდი, რომ სხავასხვა ქვეცნობიერი სურვილების გამო, ყველანი სხვადასხვანაირად ვრეაგირებთ გარემოს ზეწოლებზე, ვფიქრობდი, რომ შიშისაგან გასანთავისუფლებლად უნდა შემეძინა იმ ადამიანების თვისებები და ქცევა, რომლებსაც თავდაჯერებულობის და სითამამის განსახიერებად ვთვლიდი. ეს კი ნიშნავდა – შიშისთვის თვალებში ჩამეხდა და თამამად გადავფარებოდი ამბრაზურას, მომავლის შიშისაგან ამ მეთოდით თავის დაღწევა, როგორც წესი, საშიშ მოვლენასთან შეჯახებისას უფრო მძიმე განცდებს იწვევდა. ჩემს შემთხვევაში იმასაც მივხვდი, რომ ჩემი შიშების რაღაცა ნაწილი ჩემს მიერვე იყო გამოგონილი, თუმცა ეს მიგნება პრობლემას ნამდვილად ვერ მიწყვეტდა – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ისეთივე მძიმე იყო, როგორც ადრე, მომავალი ისევ საშიშ მონსტრად მეჩვენებიოდა. ყველაზე მთავრი კი ის იყო, რომ რეალური ცხოვრებისგან ვერვითარ სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი. შიშებისაგან განთავისუფლება ვერც კლასიკური ფსიქოლოგიის დახმარებით შევძელი, ათასი სახის ტესტები ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ პრობლების ზუსტ აღწერილობას მაძლევდა და მეტი არაფერი, აფირმაციები, პოზიტიური აზროვნება და სხვა მსგავსი ქვეცნობიერული ფოკუსები დროებით მიხსნიდნენ შიშს, თუმცა გარკვეული დროის მერე მძიმე მდგომარეობა ისევ მიბრუნდებოდა. ამ პერიოდში წავაწყდი სვფ-ს სტატიას შიშების შესახებ.
როგორ გავუმკლავდე მომავლის შიშს
სვფ შიშებთან გამკლავების აბსოლუტურად სხვა მეთოდს გვთავაზობს. სტატიიდან გასაგები გახდა, რომ შიშებით განსაკუთრებით ვიზუალური ვექტორის მქონე ადამიანები იტანჯებიან, ადამიანები, რონლებსაც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ზონა აქვთ – თვალები. სწორედ ვიზუალურ ვექტორს ახასიათებს მაღალი ემოციური ამპლიტუდა. ასეთი ადამიანების ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ემოცია კი არის სიკვდილის შიში, ვიზულებს შიშები უძლიერდებათ იმ შემთხვევაში, როცა საშიშროება მათი თვალთახედვის მიღმაა, აქედან მოდის სიბნელის შიში ( ასევე ამ შიშისაგან გამოწვეული ბევრი ფობია) და მომავლის შიში – რომელიც ვიზუალებს სიტუაციის განვითარების არაპროგნოზირებადი ვარიანტებით ემუქრება.
ყველაფერი ახლის შიში, როგორ ვისწავლოთ ადაპტირება
მომავლის შიში, მაგრამ არა განგაშის ფორმით, არამედ როგორც სოციალური ცვლილებაზე ადაპტირების აუცილებლობისაგან გამოწვეული დისკომფორტი, ახასიათებთ ანალური ვექტორის მქონე ადამიანებს. ასეთი ადამიანების ყურადრება ბუნებრივად მიმართულია წარსულისკენ. იმდენად, რამდენადაც ისინი მიდრეკილნი არიან დააგროვონ ცოდნა და გამოცდილება, ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ უმოძრაო, მჯდომარე, ზომიერი ცხოვრების წესს, ტრადიციულ გზას, ოჯახს, ქალაქის ტემპი, ცვლილებების სისწრაფე, რომელსაც სოციუმი განიცდის თანამედროვე სამყაროში, ანალებს ბუნებრივი რითმიდან აგდებს, ცვლილება – ყოველთვის სტრესული ფაქტორია ანალური ვექტორის მქონე ადამიანისთვის. უცნობი მომავლის მოლოდინმა ასეთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გაშეშების მდგომარეობა. ფულის და კონკურენციის სამყაროში ყველა ადამიანზე მოქმედებს წარმატების სტერეოტიპი, რომელიც იდეალურად შეესატყვისება კანის ვექტორის მქონე ადამიანის შინაგან ფსიქოლოგიურ წყობას. ამ სიტუაციაში ანალებს ძალიან უჭირთ, მათ არ იციან კონკრეტულად რაში უფრო იქნება მათი ნიჭი მოთხოვნადი და უფრო კარგად ანაზღაურებული.
მიზეზის დანახვა ნიშნავს შიშის შეწყვეტას
სვფ-ს ტრენინგის მეშვეობით თავის შეცნობა, გვაძლევს შესაძლებლობას მეცნიერული სიზუსტით გავუგოთ თავს, გავიგოთ ჩვენი თვისებები, გვაძლევს შესაძლებლობას დავამუშაოთ ნებისმიერი შინაგანი ცუდი მდგომარეობა. იღებს რა ზუსტ მიმართულებას თავისი ემოციური ამპლიტუდის რეალიზაციისა, ვიზუალი შეიძლება საბოლოოდ გათავისუფლდეს შიშებისგან. რასაც ტრენიინგის გავლის შემდეგ უამრავი პოზიტიური გამოხმაურებაც ადასტურებს.

 

მთარგმნელი ლიზი ხუციშვილი