მსხვერპლის კომპლექსი

კანის ვექტორის ფუძე – ფორმაა. კანური ადამიანების ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ისინი გამუდმებით ყოფენ გარშემომყოფებს უფრო სწრაფებად, ვიდრე თვითონ არიან, და უფრო ნელებად; უფრო მდიდრებად და უფრო ღარიბებად. უფრო მეტად ან ნაკლებად წარმატებულებად. სწორედ ასეთი დაყოფა – რანჟირება – აძლევს მათ საშუალებას, რომ თავიანთი საფეხური დაიკავონ საერთო იერარქიაში.

სწრაფები და მსუბუქები

როგორც წესი, ადამიანებს კანის ვექტორით, ლამაზი, დალაგებული სახე აქვთ, ისინი შესანიშნავად მოძრაობენ და ორიენტირდებიან სივრცეში. ამიტომ სპორტი – ხშირად იტაცებთ. სწორედ სპორტშ შეუძლიათ შეეჯიბრონ ისეთებს, როგორებიც თვითონ არიან. კანები – აწმყოს ადამიანები არიან, ისინი სწრაფად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. სწრაფი ადაპტაციის უნარი ეხმარება კანურ ადამიანებს, რომ უკეთ გაუმკლავდნენ თავიანთ სახეობრივ როლს, მაგრამ ასევე შეუძლია «ბოროტად გაეხუმროს» მათ.
ტანჯვის ჩვევა

ბავშვობა — ის პერიოდია, როდესაც ადამიანის პიროვნება ყალიბდება, ფუნდამენტი იდება მისი მომდევნო განვითარებისთვის. თუ კანურ ბავშს რეგულარულად «წვრთნის» ანალური მშობელი — ცემს, ამცირებს მას, მაშნ ბავშის ფსიქიკა სწრაფად ადაპტირდება უსიამოვნო რეალობასთან: იგი უბრალოდ ეჩვევა ტკივილს. ტკივილის, ტანჯვის მდგომარეობა ნორმალური ხდება მისთვის, შესაბამისად – კომფორტულიც. გადის წლები, კანური ბავში აღარ ცხოვრობს მამასთან, მაგრამ მას აკლია ეს ტკივილი, ამიტომ ერთგვარ განმუხტვას ეძებს, უნდა, რომ კომფორტის მდგომარეობას დაუბრუნდეს. კანური ვექტორის სწორედ ასეთ მდგომარეობას ეწოდება ნეგატიური სცენარი — მაზოხიზმი — სიმძიმის სხვადასხვა დონით.
შემიყვარე, შემიყვარე!

ვიზუალები კი — მგრძნობიარე, გულისხმიერი, ყურადღებიანი ადამიანები არიან, მათ შეუძლიათ ნამდვილი სიყვრული და თანაგრძნობა და უზარმაზარი წვლილი შეაქვთ ხელოვნებასა და კულტურაში. განუვითარებელ მდგომარეობაში ვიზუალები გარეგნულად კაშკაშებენ, მაგრამ სამწუხაროდ არ ძალუძთ ძლიერი გრძნობების განცდა, ვერ გასცემენ სიყვარულს, არამედ მოითხოვენ, რომ ისინი უყვარდეთ. ვიზუალური ვექტორის ფუძე — ნაწილობრივია, უმაღლესი ღირებულება — ცალკეული ადამიანი. ვიზუალს შეუძლია ცალკეულ ადამიანში მთელი სამყარო დაინახოს, აღტაცებული იყოს მისით, უყვარდეს, დაეხმაროს, გააკეთოს ყველაფერი, რომ დაეხმაროს ამ ადამიანს. მაგრამ თუკი ვიზუალი მცირე ყურადღებას უთმობს გარშემომყოფებს — არ თანაუგრძნობს, არ ახდენს ვიზუალური ვექტორის თვისებების რეალიზაციას, მაშინ ის თითქოს იკეტება თავის ნაწილობრიობაზე (კერძოობაზე), ანუ საკუთარ თავზე. იგი ზედმეტად ღელავს საკუთარი მე-ს შენარჩუნებაზე. ვიზუალ ადამიანებს ისე შეუძლიათ სიცოცხლით სიხარულის განცდა, როგორც არავის სხვას. სიცოცხლის საპირისპირო მხარე — სიკვდილი — ძალიან აშინებს მათ. თუ ვიზუალი ადამიანი განუვითარებელია, შიშები გამუდმებით დასდევენ მას. ტანჯვა — სიამოვნება, სიკვდილი — საშიში, წარუმატებლობის სცენარი კანის ვექტორში და შიშს მდგომარეობაშ მყოფი ვიზუალი ხელს უწყობენ იმას, რომ ადამიანი გამუდმებით ხვდება უსიამოვნო სიტუაციებში და შესაძოა რეგულარულად ხდებოდეს დანაშაულებების მსხვერპლიც. ეს ვიქტიმური სცენარია. იმისთვის, რომ ვიზუალური ვექტორი შთაბეჭდილებებით აღავსოს, კან-ვიზუალი ქალი, მსხვერპლად ყოფნის შინაგანი მისწრაფებით, ხშირად აკეთებს რისკიან მოქმედებებს. კან-ვიზუალი ვიქტიმურობის მიდრეკილებით შესაძლოა ღამის თორმეტზე გავიდეს ბნელ პარკშ სასეირნოდ. მას შეიძლება ეშინოდეს, ცივი ოფლი ასხამდეს, მაგრამ მაინც განაგრძობს ამას, სანამ კარგად არ დაიტანჯება საკუთარი შიშისგან. სიბნელეშ ვიზუალური ვექტორი ვერ მისცემს მას უპირატესობას, იგი ვერ შეამჩნევს საფრთხეს შორიდან. ხატ-სახოვანი აზროვნება საშიშ სურათებს ხატავს — სიბნელეში შესაძლოა ან მხეცი მოეჩვენოს, ან ეშაკი, ან სხვა მისტიური არსება. არის სხვა ვარიანტიც, უფრო ყოფითი. მას შესაძლოა ჩანთის დაკეტვა «დაავიწყდეს» და პიკის საათში მეტროში წავიდეს ასე. ღია ჩანთა — კარგი სატყუარაა ქურდებისთვის. კან-ვიზუალმა ვიქტიმურობისკენ მიდრეკილებით შესაძლოა თავისი ჩაცმულობით არაადეკვატურ მდგომარეობაშ მყოფი მამაკაცის პროვოცირება მოახდინოს და შედეგად გაუპატიურების მსხვერპლი გახდეს. შეუძლია ჩხუბში ჩაერთოს ადამიანთან, რომელიც ფიზიკურად უფრო ძლიერია, დაამციროს იგი და შედეგად გაილახოს. ყველაფერი ეს ვიქტიმურობის გამოვლინებაა.
ვის სჭირდება მსხვერპლი?

ასეთ ქალს ზიანი შესაძოა რამდენიმე კატეგორიის ადამიანმა მიაყენოს — განუვითარებელმა კანურმა ქურდებმა, ანალურმა სადისტებმა, მრისხანების მდგომარეობამდე მისულმა ქურდმა, სხვადასხვა ვექტორული კომბინაციის მანიაკებმა. მაგრამ არსებობს ადმაიანის განსაზღვრული ტიპი, რომელიც ერთგვარ «სპეციალიზირებას» ახდენს ვიქტიმურ ქალებზე — განუვითარებელი ადამიანი ყნოსვის ვექტორით. გარეგნულად შეუმჩნეველი, არაფრით გამორჩეული ადამიანი, რომლის ამოცანაა კოლექტიური სიცოცხლის შენარჩუნება. ამისთვის იგი დაჯილდოებულია განსაკუთრებული უნარით — ამოიცნოს ადამიანების მდგომარეობები, განსაკუთრებით კი მათი გადახრა ნორმალური მდგომარეობიდან. ყნოსვას შეუძლია შეიგრძნოს საფრთხე, სასოწარკვეთილება, რომელიც ადამიანისგან მოდის ჯერ კიდევ მანამდე, სანამ იგი დანაშაულს ჩაიდენს. ძველ დროში ჯგუფს სათავეში ურეთრალური ბელადი ედგა, რომელსაც მომავლისკენ მიჰყავდა იგი და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა. ბელადი ჯგუფის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებდა. მაგრამ ძლიერ, გამბედავ ბელადსაც ჰყავდა თავისი „აქილევსის ქუსლი“ — კან-ვიზუალი ქალი, რომელიც შთაგონებას აძლევდა გმირობებისთვის და ყოველთვის თან ახლდა. ბელადის მდედრი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მასზე. თუკი ბელადის ქალი ვიქტიმურობის მდგომარეობაშ იმყოფებოდა, ამას შესაძოა გამოუსწორებელი შედეგები გამოეწვია. იმის ნაცვლად, რომ გვერდშ დგომოდა ბელადს, დადებითი გავლენა მოეხდინა მასზე, მას თავისი არაჯანსაღი მოქმედებებით უფსკრულისკენ მიჰყავდა ბელადი, შედეგად კი მთელი ჯგუფი. ქალი მსხვერპლი ხდებოდა სხვადასხვა სიტუაციებში, რითაც მრავალი ადამიანის კეთილდღეობით რისკავდა. ყნოსვითი ადამიანი ბელადის მრჩეველის როლს ასრულებდა და დიდი ზეგავლენა ჰქონდა მასზე. როგორც წესი ყნოსვა თვალყურს ადევნებდა, რომ ბელადი არ დაკავშირებოდა ვიქტიმურ გოგოს. მაგრამ თუკი ეს მაინც ხდებოდა, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, იგი ექსტრემალურ ზომებს იღებდა — საკუთარი ხელით კლავდა ბელადის ქალს, რითაც მთელ ჯოგს აცილებდა არაჯანსაღ ზეგავლენას. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ყნოსვები რეალიზდნენ პოლიტიკის, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. ისინი განსაცდელისგან იხსნიან კოლექტიურ სიცოცხლეს, ქმნიან წამლებს სასიკვდილო ავადმყოფობების საწინააღმდეგოდ, შეისწავლიან ბუნების საიდუმლოებებს. მათ აღარ სჭირდებათ, რომ უძელეს სახეობრივ როლს მიმართონ. მაგრამ ჩვენს დროშც გვხვდებიან განუვითარებელი ადამიანები ყნოსვის ვექტორით, რომლებშიც ზოგიერთ სიტუაციაშ შესაძლოა გააქტიურდეს პროგრამა ვიქტიმური გოგოს მკვლელობაზე. სისტემური ფსიქოანალიზი გვაძლევს ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ მსხვეპრლის კომპლექსის არსებობა ადამიანში, გავიგოთ მისი გაჩენის მიზეზები და ვებრძოლოთ ნეგატიურ მდგომარეობებს. ჩნდება უნიკალური შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ საკუთარი, გაცნობიერებული არჩევანი, ჩავისუნთქოთ მთელი მკერდით და არ ვიცუროთ ნეგატიური სცენარის დინების მიმართულებით.

მთარგმნელი: მამუკა გურული