მუდმივად გინდა ძილი

შენი ერთადერთი ჰობი და გატაცება ძილია. ყოველ ახალ დღეს საწოლიდან თავის აფხეკის აუცილებლობა მოაქვს. ზომბივით ხარ. სულ გეძინება. დილით საწოლიდან წამოდგომა შეუძლებელია. მთელი დღე გეძინება. ღამით კი ისევ ინტერნეტში უაზრო ხეტიალი თითქოს გაურკვეველი აჩრდილის ძიებაში. ორი საათი იძინე თუ თექვსმეტი, სულერთია – მუდმივად გინდა ამქვეყნიურ ფაციფუცსა და ხმაურს გაექცე, საბანს შეაფარო თავი და ძილში მიეცე თავდავიწყებას.

ასეთ რეჟიმში ძნელია ჩვეულებრივი ადამიანების რიტმს აუწყო ფეხი. სამსახურში სიარული, საუბრები, სიცილი, ველოსიპედით სეირნობა, ნათესავის ბავშვებზე ზრუნვა და მათთან თამაში – ეს ყველაფერი სხვებისთვისაა. შენ ოღონდ საწოლამდე მიგაღწევინა და დაგაძინა. რა არის მიზეზი? როგორ ჩავანაცვლოთ მუდმივი ძილის სურვილი სხვა სურვილებით?

ჭკვიანი ჭოტები

ალბათ დაგვეთანხმებით, ყველა არ დგას ამ სირთულის წინაშე. ადამიანთა უმეტესობისთვის ძილის სურვილს მათ სურვილებში უმთავრესი ადგილი არ უკავია. ვის უჩნდება ხმაურიანი სამყაროსგან გაქცევისა და საწოლში თავშეფარების ასეთი სურვილი?

ადამიანების ხუთი პროცენტისთვის ღამით სიფხიზლე ბუნებრივი მდგომარეობაა. ღამე ის დროა, როცა ისინი საკუთერ აზრებზე კონცენტრაციას ადვილად ახერხებენ. სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია ასეთ ადამიანებს სმენის ვექტორიანებს უწოდებს.

როცა ყველას სძინავს, სმენური ფსიქოტიპი ფიქრობს. ღამით ყველაფერი ჩუმდება, ამ დროს უფრო იოლად შეიძლება ფიქრი და ყურადღების მოკრება. ფიქრი სწორედ ის საქმიანობაა, რაც სმენითი ფსიქოტიპებისათვის მუდმივად აუცილებელია.

ასეთი ადამიანისთვის ბუნებრივია ინფორმაციის მიღება და პროდუცირება სიბნელეში, სიჩუმეში და სიმარტოვეში, როცა ხელს არავინ უშლის. მაგრამ ხშირად სმენამ თვითონაც არ იცის, რას ეძებს და რა უნდა. იტანჯება და ამ ტანჯვის მიზეზს ვერ ხვდება. საკუთარ სურვილებს ვერ აცნობიერებს და შესაბამისად ვერც მათ რეალიზებას ახერხებს.