მუსიკა

„მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა“ (ფრიდრიხ ნიცშე)

მუსიკის მოსმენის სურვილს ყველა სხვა და სხვა ძალით განიცდის, ზოგი თვეში ერთხელ-ზოგიგ ყოველწუთიერად. საინტერესოა თუ როგორი ფსიქიკური წყობის დროს აღიძვრება მუსიკის მოსმენის სურვილი.
ვის სჭირდება ყველაზე მეტად მუსიკის მოსმენა? არიან ადამიანები რომლებიც უსმენენ კიდეც მუსიკას და თავადაც სიამოვნებით მღერიან. მათ უნდათ ბოლომდე შეიგრძნონ, საკუთარ თავში გაატარონ და გაითავისონ მუსიკა. შეგრძნება იმისა, თუ როგორ მიფრინავს შენი ხმა და ერწყმის სამყაროს ჟღერადობას – გვჩუქნის სამყაროსთან ერთიანობის საამო განცდას. მაშინაც კი თუ მუსიკალური სმენა სუსტია და ამის გამო ვერიდებით სხვების თანდასწრებით სიმღერას, განმარტოებით მაინც განვიცდით გამოუთქმელ სიამოვნებას ამ პროცესით. ესაა ვერბალური ინტელექტის მქონე ადამიანის განცდები. ხშირად – სიმღერა მათ ფსიქიკის მოთხოვნაა. ნებისმიერ საზოგადოებაში, კოლექტივში, სამეგობროში მოიძებნება ასეთი მეტიჩარა – კამპანიის სული. წვეულებაზე ის წარმოთქვამს იუმორით გაჯერებულ გამორჩეულ სადღეგრძელოებს, აუხსნის ყველას შეკრების მიზეზს და სიმღერასაც თავად წამოიწყებს. კამპანია მხიარული და მადლიერია ასეთი გულითადი და გახსნილი უერთიერთობების გამო, როდესაც გრძნობ რომ ყველა ერთ ტალღაზეა მომართული და მთლიანობას წარმოადგენს, სადაც თავადაც მნიშვნელოვანი ნაწილია.
მონაწილეთა კულტურული განვითარების დონის მიხედვით იქნება შერჩეული რეპერტუარი: პოპულარული სასტრადო, „შანსონი“ საავტორო სიმღერები. ადამიანების გაერთანება ვერბალური ინტელექტის ბუნებრივი თვისებაა და მუსიკა ამაში წარმატებით ეხმარება.
მგრძნობიარე და ადვილად აღელვებადი ვიზუალური ინტელექტის ადამიანი მუსიკას ემოციური განტვირთვის ან პირიქით ენერგიით ავსებისთვის იყენებს. რომანსები, სიმღერები სიყვარულზე, მელოდიური ინსტრუმენტალური მუსიკა – ესაა მისი არჩევანი. ასეთი ადამიანები მუსიკას ხშირად მოტივაციისთვის უსმენენ სპორტ დარბაზში ან სულაც სახლის მოწესრიგების დროს. მათი აზროვნება წარმოსახვითია, ემოციებს უმთავრესი ადგილი უკავია და სხვა რა თუ არა მუსიაკა-აავსებს შთაგონებით მათ ცხოვრებას.
ჩუმი, კონცენტრირებული, უემოციო, მათ ხშირად ვხვდებით ქუჩაში ან კომპიუტერულ კლუბებში – ესაა აბსტრაქტული ინტელექტის მატარებელი ადამიანი. ისინი ცოტას ლაპარაკობენ, აზრს თუ გამოთქვამს მოკლედ მაგრამ გასაგებად. მათთვის, ადამიანებისთვის, ვინც გამუდმებით არსებობის არსის ძიებით და არსის შეცნობით არიან დაკავებული, ვინც თავის თავში იდეების გენერირებას და მათში წვდომის განუწყვეტელ პროცესს აკვირდებიან, საუკეთესო მუსიკა-სიჩმეა. ეს ის გარემოა სადაც დროის უმეტესი ნაწილის გატარება სისურვებდნენ. თმცა ისინიც განიცდიან მუსიკის მოსმენის სურვილს, როგორც წესი კლასიკურის, დახვეწილის. მათი გარესამყაროსთან კავშირის და ინფორმაციის აღქმის ძირითადი ორგანო ყურებია. მათ, ვინც სამყაროს სმენით აღიქვამენ – მუსიკა ეხმარება გაეიმიჯნონ ყველაფერ ზედმეტს. თუ სმენას ფსიქიკა ცუდ მდგომარეობაში აქვს – მუსიკა ესაჭიროება როგორც ფონი, რომელიც ჩაახშობს და დროებით წაშლის უსარგებლო, მტკივნეულ აზრებს.

სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/?ref=bookmarks