მუსიკის სიკვდილი თუ სიკვდილის მუსიკა.

ოდესღაც პიანისტები, მევიოლინეები ვიყავით… სფეროების მუსიკა გვესმოდა და თავად სიცოცხლის მუსიკას ვქმნიდით, ისე ვაჟღერებდით მას როგორ წარმოგვიდგებოდა ხოლმე – სევდიანი, სიცოცხლით სავსე, არეული, მომაკვდავი, მგრგვინავი. სხვებს ძალიან უყვარდათ ჩვენი მუსიკა განსაკუთრებით მგრძნობიარე ვიზუალ ინტელიგენტებს.” რა საოცრად უკვრავს, სული მღერის მასან ერთად.” უბრალო ადამიანებისთვის მუსიკა მათი ცხოვრების, დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების განუყოფელი ნაწილი გახდა. მუსიკამ ადამიანები ერთიან ძლიერ ნაკადად გააერთიანა, ბუნების ძალის ის მდგომარეობა რომელსაც ის თავის თავში მაიცავდა ყველას ითრევდა და აიძულებდა ამ მდგომარეობასთან უნისონში ეცხოვრათ.

ჩვენ კი ვუკრავდით და ვუკრავდით, ერთი ინსტრუმენტიდან მეორეზე გადავდიოდით, ახალ ჟანრებს ვეძებდით, ვმღეროდით, ლექსებს ვწერდით! ლექსების წერას სხვანაირი გონება სჭირდება, ლექსიც მუსიკაა ოღონდ სხვანაირი სიტყვების მუსიკა…

ვწერდით და ჩვენი ლექსებით და სიმღერებით აღფრთოვანებულები რჩებოდნენ. და ალბათ სულ ასე გაგრძელდებოდა…

 

ჩვენ სმენები.

სმენის ვექტორი ერთადერთია რომელსაც მართებს  არამატერიაური ბუნების მოვნებეის არსს ჩაწვდეს. მათ საკუთარ “მეში”, საკუთარ შინაგან მდგომარეობებში  ჩაღრმავების თანდაყოლილი მიდრეკილება აქვთ და თავიანთი მიღწევების გამომჟღავნების უნარი და შესაძლებლობაც აქვთ. უხსოვარი დროიდან მოყოლებული სმენები მუსიკას წერდნენ და მუსიკალურ ისტრუმენტებს ქმნიდნენ, ასე გამოხატავდნენ მდგომარეობებს რომლების დანახვა და ხელით შეხება შეუძლებელი იყო. ეს სრულიად არა შემთხვევითი ჰანგების ნაკრები სმენების გონებაში იბადებოდა საჭიროა მხოლოდ მათი გარეთ გამოტანა. რაღა თქმა უნდა სმენა სწორედ ამას აკეთებდა და ამით სულიერადაც მაღლდებოდა და საკუთარ სურვილებსაც ავსებდა.

   სმენის სურვილები კი იზრდებოდა და იზრდებოდა… სამყაროსა და ბუნების შინაგანი მდგომარეობების გამოხატვა უკვე აღარ იყო საკმარისი, გაჩნდა ახალი მიდრეკილებები – ფილოსოფიური იდეები საგნების ბუნების ზუსტად გამოსახატად, მათ კი სოციალური გარდაქმნების იდეები მოყვნენ და მთელი ერების გონება მოიცვეს, მერე მცდელობები შესაქმის არსის ტექნიკური მეცნიერებების კუთხიდან ახსნის მცდელობა და მთელი სამყარო დროისა და სივრცის ფარდობითობაზე ალაპარაკდა.

    მეოცე საუკუნის ბოლოს სმენური სურვილი კიდევ უფრო გაიზარდა… დღეს სმენებს ვეღარ ავსებს ვეღარც მუსიკა, ვერც ფილოსოფია და რელიგია და ვერც თვითგაცნობიერების უსუსური პრაქტიკები. საკუთარი თავის შეცნობის მახრჩობელა სურვილი გამოსავალს ვერ პოულობს და დეპრესიად გადაიქცევა, ამ უმძიმესი მდგომარეობის კომპენსირებას კი ვერანაირი მატერიალური სიკეთე ვერ ახრხებს.

    შავი და რუხი ფერები, აწეწილი თმა, დაკვნეტილი ფრჩხილები… ვრცელ ოთახში ტაბურეტზე გიტარიანი კაცი ზის. იატაკზე დაჭმუჭნული სანოტო რევულის ნაგლეჯები ყრია… არშემდგარი კომპოზიციები. არა შედევრი არა, უაზრობა… ჩვენი სურვილები უზარმაზარი გახდა და გვინდა მუსიკას შეუძლებელი გამოვგლიჯოთ, ყველაფერი გამოვწუროთ მისგან მაგრამ ის უკვე სამყაროს აღარც ერთ ხმაში აღარ ეტევა. სიმებს ვგლეჯთ და კლავიშებს ვამტვრევთ ფანატიკურად აღტკინებულები… ნუთუ დაშრა წყარო? სად წავიდა ჩვენი სიცოცხლე? აღარ არის… სურვილი კი ხარბად მოითხოვს!!! სადღა გვაქვს მუსიკისა და სიტყვის გარდამავალი ელფერით სმენის ტკბობისა. ოღონდ ტანჯვა ჩავახშოთ და არც ელექტრო გიტარის გრგვინვას, არც მეტალის ღრჭიალს, არც ბასების ხმაურს აღარ ვერიდებით – განადგურდეს, მოკვდეს, ჩაიხშოს აღქმის სმენური არხი, დაიწვას ხიდი თქვენ თავის ქალასა და გარე სამყაროს შორის, რომ საერთოდ ვეღარაფერი გაიგონოთ. გამაყრუებელი ვოკალით გამოთავისუფლდეს ტვინის შემჭმელი ნოტი და ნერვებიც გადაიწვას. რომ თუნდაც დროებით, თუნდაც წამით შეგიმსუბუქდეთ მდგომარეობა.

    სდექ, და განა ის მხიარული ხალხი სად წავიდა ჩვენს მუსიკაზე რომ ერთობოდა და დროს ატარებდა? უკვე სხვა ადამიანები გვაკრავს გარშემო. როგორც კი ჩვენი მდგომარეობა შეიცვალა პუბლიკაც უკან მიყვა. ჩვენ კი ჩვენივე წამებით აკივლებული “მეს” ამარა დავრჩით, ახლა ეს მდგომარეობა გადმოგვაქვს გარეთ ჩვენნაირების სასარგებოდ. ეს მუსიკა ჩვენი ტკივილის კვინტესენცია გახდა. დეპრესიასა და სუიციდურ აზრებს უზიარებთ ერთმანეთს, უცნაურ ფანტაზიებს.  არა მხოლოდ სნები, პირველყოფილი შიშის უკუნეთში ჩარჩენილი ვიზუალებიც, სიკვდლის შიშით, არნახული ბოროტებითა და სამყაროს აღსასრულით თავის შექცევის მოყვარულები. ვიზუალები ხომ საკუთარი სიცრუის ლაბირინთში იმალებიან – საკუთარი შიშების ობიექტები თავად ხდებიან, ბოროტებითა და უწმინდურებით ინიღბებიან, გარეგნული ანტურაჟის ბუტაფორიით იტყუებიან. ისინი ტუჩებზე გუტალინს ისვამენ, თმას სახეზე იყრიან, შავებს იცვამენ… და… წარმოდგენაც კი შემზარავია – სასაფლაოზე მიდიან, რომ იქ deathmetal-ის ჰანგებზზე სიკვდილის არ ეშინოდეთ. რა ირონიაა…

    სმენებისგან განსხვავებით ვიზუალებს არ აქვთ ჩაღრმავების თანდაყოლილი სურვილი, აბსტრაქტული აზროვნება და მუსიკალური სმენა. მაგრამ მდიდარ ემოციურ ამპლიტუდას ფლობენ, ცხოვენური შიშის განცდიდან სიყვარულის უმაღლეს ეიფორიამდე. სოციალური მოვლენების დონეზე სმენისა და ვიზუალის ვექტორები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ვიზუალის უამრავი გამოვლინება ასე თუ ისე სმენური გაუცნობიერები მდგომარეობების “მიწიერი” გადმოტანაა. მაგალითად ვიზუალური ესტრადა და სმენური კლასიკა.ვიზუალირი ავი სულების რწმნეა, ნიშნების, მკითხაობის – სმენურ სიბრტყეზე  “ბედისწერის კანონების” ანარეკლია რომლებსაც ყველგან ხედავს და ამოცნობას ცდილობს მისტიფიკაციის მოყვარული სმენა. ვიზუალი ჰიპები მსუბუქი ნარკოტიკებით და სმენური როკერები მძიმეთი. და ბოლოს დინებაში ფილოსოფიური იდეების განმავითარებელი კულტურა.

    გარშემომყოფები შიშითა და ზიზღით გვიყურებენ. ჩვენს წყვდიადს ერიდებიან არ უნდათ ზეიმი რაიმემ გაუფუჭოს. თავიდან გვიშორებენ როგორც დაავადებულ უჯრედს, ნარკოტიკბით, შიზოფრენიით, შავი სამოსითა და ჩაბნელებული სულით.

    დამშვიდდით იმედი ჯერ კიდევ არის. მოდით ჩვენს ელიტარულ კოლეგებს პიანისტებს, მევიოლინეებს, ვიოლონჩელისტებს და დირიჟორებს შევუაროთ კონსერვატორიაში. იქ ყველაფერი მაღალ დონეზეა, იქ ყველა დახვეწილი და ამაღლებულია, ისევე როგორც თვითმკვლელობათა სტატისტიკა მათ შორის.

   მუსიკა ჩვენი – ჭეშმარიტი სმენური გაგებით მოკვდა. მხოლოდ ერთეულებსღა შეუძლიათ მუსიკით ავსება. მათ ვისაც დაბალი ტემპერამენტით საეჭვო მაგრამ კომფორტული ბედნიერება ერგოთ, სუსტი სმენური სურვილი, გარეთ აღრიალებულ უპასუხო კითხვებად გადმოღვრის უუნარო.

     სმენების უმრავლესობისთვის კი უკანასკენლი წვეთი ყველაფერი ან არაფერია, თავისუფლება ან სიკვდილი, საკუთარი მეს სიღრმეების კვლევის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი. სიკვდილში ხომ არჩევანი არაა.

     შეუძლებელია შეეგუო და გადაიფიქრო, იცხოვრო როგორც ყველამ, უკან დასახევი გზა არაა. საკმარისია ავადმყოფი სულის სიმებზე თამაში. დაასვენეთ დაღლილი გული, ყველამ ვინც ჯერ მძიმე მუსიკას არ მოუხიბლიხართ. აირჩიეთ გლობალური მომავალი. თითოეულმა თვენგანი უკვე უპრეცენდენტოთ უნარიანია საკუთარი თავი შეიცნოს.

 

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო: https://www.yburlan.ru/biblioteka/smert-muzyki-ili-muzyka-smerti