მცირეწლოვალი მკვლელი თუ ახალგაზრდა გენიოსი

 

ერთი ვექტორი – ორი ბედი. მცირეწლოვალი მკვლელი თუ ახალგაზრდა გენიოსი – რა აქვთ მათ საერთო?

თამაში

კომპიუტერული თამაშები… ნეტავი ვინ მოიგონა ეს საშინელება? – ერთხმად აცხადებენ კონსერვეტიულად განწყობილი ფსიქოლოგები და პედაგოგები. და მართლაც – როგორ შეიძლება არ აღშფათდე როცა ყოველდღე კითხულობ ან უსმენ ახალ ამბებში “მოზარდმა ქალაქ N-ში მშობლები დახოცა კომპიტერული თამაშების აკრძალვის გამო”. ასეთი ერთეული შემთხვევაც კი უკვე ტრაგედიაა, უკვე აღარაფერს ავმბობ იმაზე როცა ასეთი შემთხვევები მეორდება.

ბოლოს ასეთი ინციდენტი გასული წლის შემოდგომაზე მოხდა ეკატერინბურგში, ახალგაზრდა გეიმერის დედა საკუთარი შვილის ხელით იქნა მოკლული, როდესაც მან შვილს აუკრძალა ვირტუალურ ბატალიებში მონაწილობა და გაკვეთილების სწავლა მოსთხოვა. ასე გადმოსცეს ახალ ამბებში. ამასთან ცნობილია, რომ ოჯახი ხელმოკლეობას არ უჩიოდა, ცხოვრობდენე ელიტურ სახლში და ბიჭი გიმნაზიაში სწავლობდა, ჩნდება კითხვა – რა აკლდა ასეთი ცხოვრებაში? რატომ მივიდა აქამდე?

ამ კითხაზე პასუხს მონდომებით ეძებდნენ საგამომძიებო ორგანოების თანამშრომლები, მასწვლებლელბი, ჟურნალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამწუხაროდ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეამჩნია თვალსაჩინო რამ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი სხვა ამბავს მოგიყვებით სხვა ბიჭზე.

 

ამავე დროს ციურიხში…

ვიდრე ურალელი გეიმერი სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ დედას, მისმა მოსკოველმა თანატოლმა ყველას აჯობა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუ მკვლელობის ამბავი მაშინვე ყველას მოედო ახალი ამბებიდან, გამარჯვებული ფიზიკოსი სრულიად უყურადღებოდ დარჩებოდა, რომ არა სოციალური ქსელების მომხმარებლები რომლებმაც ფლეშმობი გაუშვეს ახალგაზრდა გენიოსის მხარდასაჭერად. როგორც წყარო გვაუწყებს ილია კაჩერგინი ფიზიკით დაინტერესდა 7 კლასიდან. ოლიმპიადაზე ბრწყინვალედ გამოავლინა თავი ორ ტურში – ექსპერიმენტალურსა და თეორიულში – ხუთი ამოცანა ამოხსნა და ინდივიდუალური ჩთვლის აფსოლიტური ლიდერი გახდა.ასევე ცნობილი გახდა რომ ბიჭი კონკურსგარეშე გახდა უნივერსიტეტის სტუდენტი მაგრამ თავის გამარჯვებებში არც ერთი ჯილდო არ აუღია.

 

რა კავშირია ამ ორ ამბავს შორის?

ახლა წარმოიდგინეთ ფსიქოლოგების აღშფოთება –  როგორ შეიძლება ამ ორი დიამეტრალურად განსხვავებული ადამიანის შედარება? ეს ხომ წარმოუდგენენლია. სინამდვილეში არაფერი წარმოუდგენელი არ არის და მით უფრო არც არანაირი მცდელობა ოდნავ მაინც დაჩრდილონ ახალგაზრდა ფიზიკოსი.

სვფ-ს ტრანინგზე ირკვევა რომ ორივე ბიჭს აქვს სმენის ვექტორი, ერთ-ერთი ოთხი ზედა ვექტორიდან. სართოდ თანამედროვე მოქალაქის ფსიქიკა მოიცავს 3-5 ვექტორს, და ყოველი მათგანი აძლევს ადამიანს სურვილებისა და შესაძლებლობების გარკვეულ წყებას.

სმენის ვექტორი ერთადერთია რომლის სურვილებიც ცდება მატერიალურ სამყაროს. “რაშია ცხოვრების აზრი?” – ამ არაბავშვურ კითხავს სმენა ადრეული ბავშვობიდან სვამს. როცა უფროსებისაგნ პასუხს ვერ იღებს, ბავშვი შესაძლებლობების გათვალისწინებით მის ძებნას აგრძელებს დამოუკიდებლად, ამ დროს ამჟღავნებს ზუსტი მეცნიერებებისადმი, უცხო ენებისადმი, მუსიკისა და პოეზიისადმი მიდრეკილებას. შეგახსენებთ, რომ ურალერი გეიმერი ინგლისურ გიმნაზიაში სწავლობდა. ცოტა ხნით ადრე მედია აცხადებდა მსგავს შემთხვევას როდესაც ბავშვმა მოკლა დედა და მძიმედ დაჭრა მამინაცვალი – ის მართალი ჩვეულებრივ საშუალო სკოლაში სწავლობდა მაგრამ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყო.

პოტენციალში – ნებისმიერი სმენა გენიოსია – რომელსაც შეუძლია გარღვევა მოახდინოს მეცნიერების იმსფეროში რომელსაც თავს მიუძღვნის. ლომონსოვი, მენდელეევი, ლანდაუ… მხოლოდ მეცნიერების ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს სმენებს შორის – ამას დამატებული – მუსიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები, ექიმები, საზოგადო მოღვაწეები.

სამწუხაროდ თითქმის იმდენივეა ისინიც ვის სახელსაც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ – ვისი უღიმღამო ცხოვრებაც ფსიქიატრიულ კლინიკას ვერ გასცდა. სიგიჟე და გენიალობა – სვფ ტრენინგი პირველად აღწერს და ზუსტად გადმოსცემს კავშირს ამ ორს შორის. მაშინ როცა ადამიანის სულის მკვლევარები მხოლოდ ბუნდოვნად ხვდებოდნენ რომ ასეთი კავშირი არსებობდა. ფსიქიკური დაავადებები – არარეალიზებული, ფსიქოლოგიურად ტრავმირებული სმენების ხვედრია, რომლებმაც სამყაროსთან კავშირი დაკარგეს და საკუთარ თავში ჩაიკეტნენ.

როგორ მოხდა, რომ ერთმა ბავშვმა ქვეყანა ასახელა ხოლო მეორე ამავე ქვეყნის სირცხვილი გახდა.

 

“ხომ გაფრთხილებდით!”

ურალის ტრაგედია მაშინვე გაავრცელეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა რომლებიც ოჯახური ფასეულობების დასაცავად იბრძვიან. “ხომ გაფრთხილბდით” ასეთი ლეიტმოტივი გასდევდა ყველა პუბლიკაციას ამ თემაზე.

ბავშვთა ფსიქოლოგები არც ისე შორს არიან სიმართლისგან როცა მომხდარს განიხილავენ. როცა ამბობენ, რომ ვირტუალირ სამყაროში ზედმეტად ჩაძირვას ბავშვს რეალური პრობლემები აიძულებენ. და რაც უფრო მეტად ეფლობა მასში მით ნაკლებად ამჩვენს გარშემომყოფებს.

თუმცაღა გამორჩენილია ყველაზე მთავარი – მთავარი პრობლემა არც ინტერნეტია, და არც კომპიუტერი. ასეთი ჩაძირვები ყველა მოზარდს არ ახასიათებს, არამედ მხოლოდ სმენის ვექტორის მატარებელს და იცის მხოლოდ უკიდურესად არასახარბიელო პირობებში. და მაინც რა პირობებია ასეთი – ამაზე ფსიქოლოგებიც, საზოგადო მოღვაწეებიც დუმან, ბიჭი ხომ ძალიან კარგ პირობებში იზრდებოდა.
“ნორმალური ოჯახი” – რა არის ეს?

იმისთვის რომ ჩვენთან ოჯახი ნორმალურად ჩაითვალოს, სადაც ბავშვს არანაირი ზიანი არ მიადგება – საკმარისია მშობლებმა თავი შეიკავონ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენებისგან, არ ატარონ სახლში საყვარლები, თავის დროზე აჭამონ, ჩააცვან და სკოლისთვის მოამზადონ ბავშვი, არ აშიმშილონ, არც სცემონ დალურჯებამდე და მოტეხილობამდე. ხოლო “უწყინარი” წამორტყმა, ყვირილი და დამცირება, იარლიკებიც მიწებება “ბინძური”, “ზარმაცი”, “სულელი”, სამწუხაროდ გავრცელებული და უმრავლესობისთვის სავსებით მისაღები აღმზრდელობითი მეთოდებია.

ფიზიკური, თუნდაც მსუბუქი დასჯის ზიანზე, რასაც ბავშვის სბაზისო გრძნობების დაცულობისა და უსაფრთხოების გაქრობა შეუძლია, ბევრია დაწერილი სვფ ლექციებში. ხმამაღალი საუბრები, დაცინვა და შეურაცხყოფა ყოველ ვექტორზე ცუდად აისახება მომავალში – განსაკუთრებით სმენებზე.

მკვეთრ, მაღალ ხმაზე და შეურაცხმყოფელ გამოთქმებზე საპასუხოდ სმენა – რომელიც ისედაც ბუნებრივად ჩაკეტილი და ნაკლებკონტაქტურია, მთლიანად გაემიჯნება გარე სამყაროს და ვირტუალურ რეალობაში იძირება. გარკვეული პირობების ხელშეწყობით შესაძლოა ასეთი ჩაძირვის უკიდურესი ფორმა ჩამოყალიბდეს, რომელსაც სვფ ტრენინგებზე პირველად დაერქვა ზუსტი სახელი – მორალურ-ზნეობრივი დეგენერაციის სინდრომი.

როდესაც ქრება კავშირი გარე სამყაროსთან, მაშინ ის მორალურ-ზნეობრივი ნორმებიც რომელიც ამ სამყაროშია მიღებული მნიშვნელობას კარგავს. ასეთ ადამიანს ადვილად შეუძლია ჩაიდინოს მკვლელობა – ერთჯერადი ან მასობრივი. ამავე დროს ის მთლიანად პასუხისმგებელია თავის საქციელზე, სავსებით ჯანსაღად და ლოგიკურად აზროვნებს. ამ საქციელის მთელი საშინელების მიუხედავად, ჩვენი გმირი ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის რომ ასეთი დიაგნოზი დავუსვათ. მაგრამ მიუხედავად ამისა მისი დღევანდელი მდგომარეობა უკვე ტრაგედიის მიზეზი გახდა.

სწორედ ასეთი საყოფაცხოვრებო შემთხვევები ხშირად ხდება პოტსაბჭოთა ქვეყნების ოჯახებში, საზოგადოებას აძლევენ – ავადმყოფ, ნარკომან, დამნაშავე და უბედურ ადამიანებს. ისინიც კი, ვინც ნიშნის მოგებით იმეორებს – “ხომ გაფრთხილებდით”, კრიტიკით ხვდებიან აღზრდის ძალადობრივი მეთოდების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხდებას.

 

ცხოვრება გრძელდება.

“მაგრამ – გაიკვირვებს მკითხველი – რამდენ ჩვენგანს უყვიროდნენ ბავშვობაში და ზოგჯერ რბილ ადგილებშიც მოგვხვედრია, მაგრამ განა ამის მერე ყველა მკვლელი, ქურდი და ნარკომანი გავხდით? აქ რაღაცა ისე არაა.”

სინამდვილეში აქ ყველაფერი ზუსტად ასეა. არასწორი აღზრდის შედეგები ყოველთვის ასე სავალალო შემთხვევებით არ მთავრდება ხშირად ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ მათ, გლობალური კატასტროფა ხომ არ მომხდარა, ცა არ ჩამოქცეულა. დიდი ამბავი თუ გენიალური ინჟინრის მაგივრად რომელიც ზემძლავრ კოსმოსურ ხომალდს შექმნიდა უბრალო საშუალო დონის გამყიდველი თუ მივიღეთ. რომელიც მხოლოდ თავისი ჯიბის ავსებაზე ფიქრობს, ხან და ხან ქურდობასაც არ არიდება, რას ვიზამთ ყველა ცოდვილია. ჯერ ამისგან არავინ მომკვდარა.

ვერც გენილური პედაგოგი გაიზარდა, რომელიც მომავალში ნიჭიერი კონსტრუქტორისა და მამაცი ასტრონავტის მასწავლებელი გახდებოდა. მის მაგივრად ინტერნეტ ტროლი, შეთავსებით შინაური ტირანი მივიღეთ, ცოლს და შვილებს სასტიკად რომ უსწორდება თუ სარკეზე მტვრის პაწაწინა ფთილა შეამჩნია. საერთოდ ის ერთგული ქმარი და სამაგალითო მამაა, მაგრამ ხანდახან მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებთან დადის, რათა გააკეთოს ის რასაც არავითარ შემთხვევაში არ მისცემს თავს უფლებას ოჯახურ საძინებელში. ცოლი, მისი შვილების დედა – ეს ხომ სიწმინდეა, ,,ის ბინძური ბოზები“ კი სულ სხვა საქმეა, იქ ბევრი ცერემონია საჭირო არაა.

გენილური მსახიობის, გულისხმიერი აღმზრდელის ანდა ექიმის ნაცვლად – ისტერიული ადამიანი გვყავს, რომელიც ყველა მეგობარმა მიატოვა, რადგან ყველას თავი მოაბეზრა სიყვარულისა და მზრუნველობის გამუდმებული გამოძალვით. ღამით – საძინებლიდან ტუალეტში რამდენიმე მეტრის გავლა მისთვის ნამდვილი კოშმარია, ყოველ კუთხეში ხომ ურჩხული იმალება რომელიც სადაცაა ფეხზე წასწვდება. ცხოვრებაში ერთადერთი სიხარული ძვირფასი ტანსაცმლის ყიდვაა ანდა ეგზოტიკურ კურორტზე გადაღებული სურათებით ტრაბახი.

ისინიც კი, ვინც სოციუმში ინტეგრირება და პროფესიული წარმატების მიღწევა შეძლეს ხშირად უბედურები არიან პირად ცხოვრებაში, ანდა ქრონიკული დაავადებებით იტანჯბიან, რაზეც დაბნეულად შლიან ხელებს მედიცინის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები. ყველაფერი ეს პედაგოგიკური შეცდომების შეუმჩნეველი კვალია, რომლებისგანაც თავის დაღწევაში თქვენი შვილის ფსიქიკური თავისებურებების გათვალისწინება დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა შეგვიძლია გავაგრძელოთ აღნიშვნა, რომ სამყარო იდეალური არაა, და შეგვიძლია მისი შეცვლა ცვადოთ და ეს საკუთარი თავიდან დავიწყოთ. ვის აღზრდას აპირებთ – გენიოსის თუ ბოროტმოქმედის, თქვენი გადასაწყვეტია.

წყარო

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე