ნეგატიური სცენარები ანალურ ვექტორში

ანალის ვექტორიანი ,,სუფთას“ სცენარით

,,სუფთა“, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ასევე ნეგატიური სცენარია… ამ შემთხვევაში ანალის ვექტორიანი თავის ბუნებრივ დანიშნულებას თიტქოს 100%-ით ასრულებს, ის გადასცემს დაგროვილ ინფორმაციას ზუსტად, დაწვრილებით, უწვრილმანეს დეტალებამდე, მაშინაც კი როცა ამის საჭიროება საერთოდ არ დგას. თუ ,,სუფთას“ სცენარის მქონე ანალი ამასთანავე განუვითარებელიცაა, მასზე ჯიუტ და შეუგნებელ ადამიანს დედამიწაზე ვერ ნახავთ. რა ფაქტებიც არ უნდა მოუყვანოთ, ის მაინც ჯიუტად იდგება თავის ნათქვამზე. თუ თვლის, რომ მართალია, მოკვდება, მაგრამ აზრს არ შეიცვლის.

არანაირი კომპრომისი.

თუ ,,სუფთას“ სცენარის მქონე ანალი მეტ-ნაკლებად განვითარებულია – ის არის უკიდურესად კირკიტა, პედანტი და პერფექციონისტი. ასეთებს სურთ ყველაფერი იყოს იდეალურად, აკურატულად, სრულყოფილად. ნებისმიერი უსუფთაობა, ან უზუსტობა მას კოლოსალურ დისკომფორტს უქმნის და უჩენს სურვილს გამოასწოროს, გაასწოროს, დააზუსტოს არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვისი საქმეც, რაც გვერდიდან ჩანს როგორც მომაბეზრებელი მაკრიტიკებლობა.

როდესაც ასეთ სცენარს ემატება სხვა ცუდი მდგომარეობა, მაშინ მისგან ვიღებთ არა მხოლოდ მომაბეზრებელ კრიტიკოსს, არამედ ჭეშმარიტ მორალისტურ სადიზმს, რომლებიც სხვებს ნებისმიერი წვრილმანის გამო აკრიტიკებენ და დასცინიან, თან ამას აკეთებენ მეთოდურად და თანმიმდევრულად. ხოლო როდესაც საქმე ეხება ხელით შეხებას, ისინი არ არის უტვინო მოჩხუბრები, არამედ ზუსტი და ფრთხილი მწვალებლები, რომლებიც აუჩქარებლად და ჭკვიანურად აწამებენ საკუთარ მსხვერპლს. ამას ისე ფუთავენ, თითქოს თქვენივე კეთილდღეობისთვის გაწამებენ, გეუბნებიან ამას შენივე სიკეთისთვის ვაკეთებ რომ გამოსწორდეო. სინამდვილეში მათი ეს საქციელი არის საკუთარი ტანჯვის გამო შურისძიება თქვენს ხარჯზე, რადგან ასეთები როგორც წესი საკუთარ ვექტორში არ არიან რეალიზებულები. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ანალები პირველ რიგში მიმართავენ სხვების მორალურ დამცირებას. საკუთარ პოტენციალს და ერუდიციას ისინი მიმართავენ იქით, რომ დაამტკიცონ, თუ რამდენად უინტელექტოები არიან სხვები მათთან შედარებით. ასეთი ანალის ვექტორიანები ხშირად იყენებენ სპეციალიზებულ და რთულ ტერმინებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვლიან, რომ თანამოსაუბრე ვერ გაიგებს რაზეა საუბარი. ანდა იყენებენ ძველ ავტორიტეტთა ტერმინებს (ზოგჯერ ლათინურ, ან რომელიმე უცხო ენაზე) – ამით სხვებს აიძულებენ აღიარონ მათი ინტელექტუალური უპირატესობა.

წყენის სიმძიმიდან გამომდინარე მისი ეს ქმედება მერყეობს მსუბუქი შენიშვნებიდან უკიდურეს კრიტიკოსობამდე და მტანჯველ მორალისტობამდე.