ნეგატიური სცენარები კანის ვექტორში

ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი სცენარი. ადამიანის ცხოვრების საერთო სცენარი ეწყობა მასში არსებული ყველა ვექტორის თვისებებიდან გამომდინარე. გარდა ვექტორის თანდაყოლილი თვისებისა, სცენარს განაპირობებს ორი შემადგენელი: სურვილის შინაგანი ძალა (ტემპარამენტი) და გარე ზეწოლა (ლანდშაფტის ზეგავლენა). ეს ორი ძალა მუდმივ ურთიერთჭიდილში არიან. თუ რაღაც მომენტში ერთერთმა დაძლია მეორე: აქედან გამომდინარეობს შესაბამისი თვითშეფასება (გადაჭარბებული ან დაქვეითებული). ადამიანი, რომელშიც ლანდშაფტის ზეწოლა გადაწონის ტემპერამენტს, ხდება ზეწოლისგან გასრესილი და უქვეითდება თვითსეფასება, ხოლო თუ ტემპერამენტი გადაწონის ლანდშაფტის ზეწოლას – მაშინ პირიქით, ადამიანს უჩნდება გადამეტებული თვითშეფასება. იშვიათია შემთხვევა, როცა ამ ორ ძალას შორის დაცულია ბალანსი, შედეგად კი ვიღებთ ადექვატურ თვითშეფასებას.

თუ ჩვენ უბრალოდ შევხედავთ კანს ჩვენს სხეულზე, დავინახავთ რომ ის ძალზე ნაზი, მოქნილი და ელასტიურია, მაგრამ ამ კანით გვიადვილდება შეხება სხვადასხვა სიმყარის საგნებთან და კანის გამოსადეგობის დიაპაზონი საკმაოდ ფართეა, მაგრამ საკმარისია კანზე მოხდეს ზედმეტი ზეწოლა, რომ ის ზიანდება, იფხაჭნება, იჭრება, შეიძლება დივანზე ჯდებოდე 30 წლის მანძილზე და ამით შენს კანს არაფერი დაემართება, მაგრამ საკმარისია ინტენსიურად უხახუნო ხელი იგივე დივანს 30 წუთი, რომ კანი შეიძლება სისხლის დენამდე გაიხეხოს, იმიტომ რომ მასზე ხორციელდება ჭარბი და არასაჭირო ზეწოლა, სწორედ ასევე მუშაობს კანის ვექტორიანის ფსიქიკაც. კანის ვექტორიანის ფსიქიკა განსაკუთრებით ფაქიზი და მსუბუქია, ამიტომ ის ადვილად შეიძლება გადაიტვირთოს, ეს კი მას სტრესამდე მიიყვანს, ასევე სტრესი განუვითარდება, თუ მასზე იქნება არასაკმარისი ზეწოლა (ეს მას გააზარმაცებს), ეს ძალზე მერყევი ბალანსია და შესანარჩუნებლად საკმაოდ რთულია, ეს სწორედ ისეა როგორც მჭედლის მიერ ხმლის წრთობა, თუ არასაკმარისად აწრთობს ხმალი მყიფე და მსხვრებადი იქნება, ხოლო თუ წრთობა ზედმეტი მოუვიდა ლითონი ზედმეტად დარბილდება, ამიტომ საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა, როდესაც კანის ვექტორიანზე ვსაუბრობთ უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალზე ფაქიზი ფსიქიკა აქვს და ბალანსის დაცვა უმნიშვნელოვანესია.