ნიჭის მარცვალი.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზის მიხედვით, ნებისმიერი განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს,  დაწყებული ყველაზე პრიმიტიული კუნთური სტადიიდან – ანალურ, კანურ და ურეთრალურ ფაზამდე. ბავშვის გაზრდაც არაა გამონაკლისი. ბავშვი იწყებს ცხოვრებას პირველყოფილი მდგომარეობიდან, მან ჯერ არ იცის რა არის კარგი და რა ცუდი, ვერ გრძნობს სხვათა სურვილებს და მითუმეტეს არ შეუძია მათი გათვალისწინება. უფროსებს ხშირად არ ესმით, რომ ეს გარკვეული ცხოვრებისეული ეტაპია, და ნერვიულობენ ამის გამო. თუ 12 წლის გოგონამ გამომწვევი მაკიაჟი გაიკეთა, ეს არ ნიშნავს რომ ის პროსტიტუციით დაკავდება. ან თუ ბიჭმა მოიპარა რამე აუცილებლად ქურდად ჩამოყალიბდება, ეს მხოლოდ ეტაპია ასაკში.  თუ ბავშვს არ ჰქონია გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვა, ის ადვილად დაძლევს განვითარების ამ ეტაპს. თუმცა ადამიანი შესაძლოა მართლაც გაიყინოს ერთ ეტაპზე. ასეთ ქმედებას სვფ-ს მიხედვით ეწოდება არქეტიპული მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ, ოდესღაც, ძველ დროში, ეს იყო ქცევის ნორმა, მაგრამ, თანამედროვე მოთხოვნები აიძულებს ადამიანს გონებრივი განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლას. განვითარების კვალდაკვალ, ბავშვები ითვისებენ სოციუმის ახალ მოთხოვნებს, სწავლობენ  ურთიერთობებს, ითვისებენ უფროსი თაობების ღირებულებებს, ცდილობენ საკუთარი ვექტორული შესაძლებლობების  გახსნას.  ქვემოთ განვიხილავთ იმ ტრავმებს, რომელთა არსებობას შეუძლია „გატეხოს“ და დაამუხრუჭოს ბავშვის განვითარება.