ომის და მშვიდობის მდგომარეობები ვექტორებში

ხშირად გვეკითხებიან თუ რას ნიშნავს ვექტორებში ომის და მშვიდობის მდგომარეობები. ეს ძალიან მოცულობითი საკითხია და მისი მნიშვნელობა ძირითადად სისტემური აზროვნების მეორე დონეზე ისწავლება, ამ საკითხზე იქნება ლექციების ცალკე კურსი, ამ ეტაპზე კი მოკლედ ავხსნით თუ რას ნიშნავს ეს. სისტემურ აზროვნებაში ომის და მშვიდობის მდგომარეობებს შეიძლება შევხედოთ ორი დონიდან. 1. ეს არის ომის და მშვიდობის მდგომარეობა, როგორც მატერიის გაორების შედეგი, მატერიის მდედრობითი და მამრობითი ნაწილი. ჩვენ ამ საკითხს ზოგადად სქესის შესახებ ლექციაში შევეხეთ. მთელი გამოვლენილი სამყარო შედგება ოთხი დონისაგან: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური, ადამიანური. გამოვლენილ მატერიაში ქმნილების სხვა სახეობა არ გვხვდება. სწორედ ამ ოთხი დონის თანმიმდევრული განვითარებით ვითარდება ცოცხალი ნივთიერება. მცენარეული დონე, ცოცხალი ნივთიერების პირველი დონეა, რომელშიც მოხდა სქესთა გაყოფა. ხოლო ფსიქიკის მცენარეული დონე პირველია, რომელშიც წარმოიშობა ურთიერთობის თვისებები. სამყაროს გაორების შედეგად უზრუნველყოფილია ქმნილების ევოლუციური განვითარება სხეულთა ცვლით. სხეულთა ცვლის შედეგად კი უზრუნველყოფილია ბევრად სწრაფი ხარისხობრივი პროგრესი, ცოცხალი ნივთიერების უფრო სწრაფი განვითარება. სხეულთა ცვლის უზრუნველსაყოფად და გაორების შედეგად გამოვლინდა ქმნილების მდედრობთი და მამრობითი ნაწილი, რომლებიც თავის თავში ითავსებენ ორ ფუნქციას: სიცოცხლეს და სიკვდილს, დაბადებას და მკვლელობას, მშვიდობას და ომს. ამ გლობალურ, სამყროს დონეზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ომი – ეს მოძრაობაა (ქმედება), ხოლო მშვიდობა არის სიმშვიდის მდგომარეობა. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოძრაობს ლანდშაფტში, არ დგას ერთ ადგილზე, ის მუდმივ მოძრაობაშია. ათასწლეულების მანძილზე, მუდმივგანახლებადი დაბადებული და მოკვდავი სხეულების ცვლა, უზრუნველყოფდა სიცოცხლის შეუჩერებელ მოძრაობას საკაცობრიო ჯგუფში. ცალკეული სხეულის სასიცოცხლო პულსი წამიერად იფეთქებს და მთავრდება, მაგრამ სხეულთა სიმრავლის წყალობით, ჯგუფის სასიცოცხლო პულსი ათასწლეულების მანძილზე არ ჩერდება. ამ ჯგუფის მოძრაობა არის მდგომარეობის ცვლა. მაგალითად: რაღაც ახალი ფასეულობათა დონის წარმოშობა. თქვენ უკვე იცით რომ საკაცობრიო ფასეულობები მუდმივ ცვლას განიცდის ფაზების შესაბამისად: კუნთური, ანალური, კანური, ურეთრალური. დღეს ჩვენ კანურ ფაზაში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენი ჯგუფი კიდევ უფრო იზრდება და ეს მოძრაობა დროის ღერძზე (მდგომარეობათა ცვლა) უზრუნველყოფილია ცოცხალი ნივთიერების მამრობითი ნაწილით. მამრისთვის პირველადი გარეთ რეალიზებაა (ომის მდგომარეობა). რატომ უწოდეს ამას ომის მდგომარეობა? იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ სისტემის ნებისმიერი გაფართოება ხდება იმ სივრცის ხარჯზე, რომელშიც ეს სისტემა არსებობს. თუ ერთი ჯგუფი თავის სივრცეს აფართოვებს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სხვა ჯგუფი ამ სივრცეს კარგავს. ანუ გაფართოება მატერიაში ხდება ყოველთვის ვიღაცის, ან რაღაცის ხარჯზე. მამრი, ეს მოძრაობაა, ომის მდგომარეობაა, ესაა მოქმედება მკვლელობით. მდედრი კი არ გამოდის უკვე არსებული სისტემის ჩარჩოებიდან (გარდა ურეთრალი, კან-ვიზუალი და სმენის ვექტორიანი მდედრებისა), ის ახდენს უკვე არსებული სისტემის შევსებას, ის შობს, ამარაგებს ჯგუფს მეომართა ახალი თაობით. მდედრობითი საწყისი – სიცოცხლეა, მამრობითი – სიკვდილი. მამრი კლავს სხვებს, იმიტომ რომ იცოცხლოს იმან, ვისაც მდედრი შობს, ომის მდგომარეობით, მკვლელობით მამრი არეალიზებს საკუთარ თვისებებს და ამით შეაქვს საკუთარი წვლილი ჯგუფის მოძრაობაში, მდედრი კი იგივეს სიცოცხლით, გაჩენით აკეთებს. მაშინ როცა მდედრის მიერ გაჩენილი თაობა ცოცხლობს, ისინი თავის მხრივ ერთვებიან ამ ციკლში. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ქმნილება ბოლომდე არ შეასრულებს საკუთარ ფუნქციას. ეს არის პირველი, ზედა, სამყაროს დონიდან დანახული ომის და მშვიდობის მდგომარეობები. რომელიც გაორდა მცენარეულ დონეში. და ეს გაორება გაყვა ყველა მომდევნო დონეს. 2. უფრო ქვედა დონიდან დანახული ომის და მშვიდობის მდგომარეობა არის კონკრეტული ვექტორების მდგომარეობრივი ხედვა. ამჯერად განხილვას ვიწყებთ ქვედა ვექტორებით. დავუბრუნდეთ ჩვენს ფუნქციურ მოდელს, რომლითაც მოძრაობს მთელი ჯგუფი. ჯგუფი მოძრაობს დროის ღერძზე წარსულიდან მომავლისკენ. წინ დგას ურეთრალი, მას მიყვება კანური ზომით შემოსაზღვრული კუნთური სხეული, ხოლო უკან დგანან ანალები. ურეთრალი იწყებს ქმედებას, კანის ვექტორი ამ ქმედებას აიტაცებს და აგრძელებს კუნთური მასის დახმარებით, ანალები კი ამ ქმედებას აბოლოებენ. შესაბამისად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ომის და მშვიდობის მდგომარეობებზე ქვედა ვექტორებთან მიმართებაში, იქმნება შემდეგნაირი სიტუაცია: ურეთრალური ვექტორი მუდმივად წინ მოძრაობაა, ეს ის არის, ვინც მუდმივად სახავს სხვებისთვის მიუღწეველ მიზნებს. ურეთრა ერთადერთი ვექტორია რვიდან, ვინც ვერასოდეს იღებს სრულყოფილ კმაყოფილებას საკუთარი მიღწევით, რადგან ის მუდმივად ქმედების პროცესშია. ამიტომ ურეთრალურ ვექტორს აქვს მხოლოდ ომის მდგომარეობა. მისი საწინააღმდეგო მხარეა ანალური ვექტორი, ის ერთადერთია რვიდან, რომელიც მუდმივად უკან, წარსულში იყურება. ანალი თავისით წინ არ მიდის, ამიტომ როგორც ურეთრალია მხოლოდ ომის მდგომარეობა, მის საპირისპიროდ ანალურ ვექტორს მხოლოდ მშვიდობის მდგომარეობა აქვს. რატომ? იმიტომ რომ ანალური ვექტორი არ მონაწილეობს ჯგუფის წინ მოძრაობაში. ანალის ფუნქცია წარსული ინფორმაციის გადაცემა მომავალი თაობისთვის, მუდმივად უკანაა მიმართული. რა ხდება სივრცის მეოთხედში, კანის და კუნთის ვექტორიანებთან? ამ ორ ვექტორს აქვს როგორც ომის, ისე მშვიდობის მდგომარეობები. სიტყვა მდგომარეობაში აქ მხედველობაში გვაქვს ცოცხალი ნივთიერების ცვალებადი სიდიდე. ამ ორ ვექტორში ომის და მშვიდობის მდგომარეობები იცვლება და რაც საინტერესოა, ცხოვრებაში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს. რაც არ უნდა გააკეთოს ურეთრას მუდამ ომის მდგომარეობა აქვს, ანალს – მუდმივად მშვიდობის, კუნთს და კანს კი შეუძლიათ ერთიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა. აქ ადამიანებს ძალიან ხშირად ერევათ მდგომარეობა და ქმედება, ამიტომ განვმარტავ: ურეთრალი ბელადი შეიძლება ახორციელებდეს სრულიად მშვიდობიან რეფორმებს, შეიძლება არ მიუძღოდეს ჯარს ომში, ნაპოლეონივით ნახევარ ევროპას არ იპყრობდეს. ამის ნაცვლად ქმნიდეს რაღაც კომპანიას და თავის ქვეყანაში იყოს ტექნიკური პროგრესის შემომტანი. თვით ამ ქმედებაში თითქოს არაფერი ომისმაგვარი არ დევს, ის არავის კლავს, არავის ესხმის თავს და არ ართმევს სივრცეს მეზობელ ჯოგს. მაგრამ თვით ამ ქმედების არსი საბრძოლოა. ესაა მოძრაობა წინ. მაშინაც კი თუ ურეთრალი მონარქი ატარებს მშვიდობიან რეფორმებს, მაგალითად ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომს და სავალდებულოს ხდის სკოლაში სწავლას. ამ ქმედებაში ჩადებულია უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი მთელი ჯგუფისთვის. სწორედ ამიტომ ამ ქმედებასაც ომის მდგომარეობის ქმედება ეწოდება. მეორე მხრივ ანალის ვექტორიანი შეიძლება მოხვდეს ომში (სამშობლოს დასაცავად), იდგეს ქვემეხთან და ისროდეს (სხვათა შორის ანალის ვექტორიანები ხშირად ხდებიან არტლერისტები), მაგრამ თავად მისი არსი აბსოლუტურად არაა საბრძოლო. მისი ქმედება არაა წინ მიმართული, არ ემსახურება ჯგუფის წინსვლას, ის იბრძვის იმიტომ, რომ დაიცვას თავისი მდგომარეობა, საკუთარი წარსული. ანალური ვექტორი ატარებს სრულიად სხვა ფუნქციას, ის ეხმარება ჯგუფს აითვისონ უკვე დაპყრობილი ლანდშაფტი. ამიტომ არ უნდა აგერიოთ ვექტორის მდგომარეობა მის ფუნქციაში და იმ ქმედებაში რომელსაც აკეთებს ის შექმნილი სიტუაციის გამო.
წყარო: http://academy8.ru/
სრული ტექსტი იხილეთ ფასიან ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/571353209673619/