ომის და მშვიდობის მდგომარეობები კან-ორალურ ფსიქოტიპში

კან-ორალი

კან-ორალის კომბინაციაში შეიძლება შევხვდეთ ოთხ სხვადასხვა მდგომარეობას:

  1. როდესაც სცენარში არსებული ზედა და ქვედა ვექტორებიდან ორივე ომის მდგომარეობაშია.
  2. როდესაც სცენარში არსებული ზედა და ქვედა ვექტორებიდან ორივე მშვიდობის მდგომარეობაშია.
  3. როდესაც სცენარში არსებული ქვედა ვექტორი მშვიდობის, ხოლო ზედა – ომის მდგომარეობაშია.
  4. როდესაც სცენარში არსებული ქვედა ვექტორი ომის, ხოლო ზედა – მშვიდობის მდგომარეობაშია.

 

  1. კანი – ომის, ორალი – ომის მდგომარეობაში.

ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა.  თუ სხვა ვექტორები არ ერთვის, ასეთ კან-ორალს ადვილად იცნობთ, თხელი აგებულება, სუსხიანი მზერა, მაგრად მოკუმული ტუჩები, თხელი, თითქმის გალეული ზედა ტუჩი, გვერდებზე ოდნავ შეთხელებული თმა, წვრილი ხმა, მოქნილი, მაგრამ მთლიანად დაჭიმული სხეული.

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე გარემოში კანის ვექტორი მუდმივად დაჭიმულია და მუდმივი კონკურენციის რეჟიმში უწევს ყოფნა, რაც მას აიძულებს ომის მდგომარეობაში გადასვლას და ე.წ. ,,აგრესიული კონკურენციის“ რეჟიმში ყოფნას. მისი ომის მდგომარეობა, ომის მდგომარეობაში ითრევს ორალურ ვექტორსაც და ორალური ორატორობა და უშრეტი ენერგია კანური ეფექტურობის სამსახურში დგება.

თუმცა მეორე მხრივ არსებობს რისკი, რომ ორივე ვექტორის ომის მდგომარეობაში ყოფნამ და ორალის უზარმაზარმა ენერგიამ, კანის ვექტორი გადაიყვანოს ე.წ. ,,თავხედის სცენარში“ (შეგახსენებთ, რომ ესაა სცენარი, როდესაც კანის ვექტორიანი საკუთარ ტემპერამენტს ბუნებრივზე მეტად აფასებს და თავს აღიქვამს ,,ბუნებრივ რანგს ზემოთ“, ამ დროს კი მასში ფორმირდება გადაჭარბებული თვითსეფასება). კანის ვექტორი ამ სცენარში ავლენს უკიდურეს მომხვეჭელობას და მტაცებლურ ბუნებას.

  1. კანი – მშვიდობის, ორალი – ომის მდგომარეობაში.

ეს შემთხვევა საკმაოდ იშვიათია. როგორც წესი ის მაშინ ფორმირდება, თუ კან-ორალს ბავშვობაში ანებივრებდნენ, არ უწევდა რეალიზაციისთვის ბრძოლა და ა.შ. ამ დროს კანს აქვს შეგრძნება, რომ ის სხვებზე უკეთესია, რომ ყველა მას უნდა ემსახუროს, ოღონდ ისე, რომ თავად მას არაფრის გაკეთება არ ჭირდება. ამ შემთხვევაშიც ხშირად ფორმირდება ,,თავხედის სცენარი“, ოღონდ განსხვავებული ფორმით: თუ ამ დროს ის წააწყდა წინააღმდეგობას, მისი ორალური ვექტორი დაუყოვნებლივ გადადის ომის მდგომარეობაში, ოღონდ ისე, რომ კანის ვექტორი მშვიდობის მდგომარეობაში რჩება. ამიტომ მებრძოლი და კონკურენტუნარიანი კან-ორალის ნაცვლად, მისგან ვიღებთ ისტერიულ მყვირალას და თავხედ სკანდალისტს.

  1. კანი – ომის, ორალი – მშვიდობის მდგომარეობაში.

ამ სცენარს ვიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ ორალური ვექტორი განუვითარებელი, ან დაზიანებულია, ანდა მასში ფორმირებულია მძიმე ნევროზი.

ყველა სხვა შემთხვევაში, თუ კანი ომის მდგომარეობაშია, ის ამ მდგომარეობაში უპირობოდ გადაითრევს ორალსაც.

ამ სცენარში კანი შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი მენეჯერიც, მაგრამ ძალიან უჭირდეს საუბარი, ებმოდეს ენა, ჩლიფინებდეს. ზოგჯერ შეიძლება ახასიათებდეს წიკვინა ,,ფალცეტით“ ყვირილი.

  1. კანი – მშვიდობის, ორალი – მშვიდობის მდგომარეობაში.

თანამედროვე გარემოში ეს სცენარი არც ისე გავრცელებულია, როგორც წესი ამ სცენარს ვირებთ ორ შემთხვევაში: 1. როდესაც კან-ორალს ერთვის ვიზუალი, თუმცა ის ვერ ახერხებს ორალზე დომინირებას. 2. როდესაც კან-ორალი რეალიზდება ისეთ გარემოში, სადაც ნაკლებად უწევს ვინმესთან კონკურირება.

 

ავტორი: სერგო ღამბაშიძე