ომის და მშვიდობის მდგომარეობები ვექტორებში 2

რა არის მდგომარეობა? არასწორი იქნება ანალსა და ურეთრალში ომსა და მშვიდობას მდგომარეობები ვუწოდოთ. მათში ეს უცვლელია მთელი ცხოვრების მანძილზე და არ არის გარდამავალი. ამ ორ ვექტორში ეს თანდაყოლილი მოცემულობაა. ხოლო კანსა და კუნთში ეს არ არის თანდაყოლილი სიდიდე. არამედ წარმოქმნილია სხვადასხვა ფაქტორებით. კანი და კუნთი შეიძლება მთელი ცხოვრება ომის მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ სიბერეში მშვიდობის მდგომარეობაში გადავიდნენ, შეიძლება პირიქით, შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალონ მდგომარეობა. შეიძლება იყვნენ ომის მდგომარეობაში და მშვიდობის მდგომარეობაში გადავიდნენ ორსულობისა და მშობიარობის დროს. მაგალითად კანის ვექტორიანი ,,ბიზნეს ლედი“ ის ომის მდგომარეობაშია, მაგრამ რაღაც ფაქტორების გამო შეიძლება დროებით მოდუნდეს და მშვიდობის მდგომარეობაში გადავიდეს. მდგომარეობის ცვლასთან ერთად მაშინვე იცვლება მისი ქცევაც. კანს ვექტორიანი მდედრები საკმაოდ ხშირად არიან ხან ერთ, ხან მეორე მდგომარეობაში. მაგალითად ავიღოთ კან-ვიზუალი, ან ანალ-კან-ვიზუალი მდედრი. შედიხრთ მის კაბინეტში, ის გხვდებათ თავაზიანად, გთავაზობთ ყავას, ვიზუალურად თანაგიგრძნობთ, იმყოფება მკაფიოდ გამოხატულ მშვიდობის მდგომარეობაში. მაგრამ თუ ის ომის მდგომარეობაშია სრულიად სხვა სურათი იქმნიება, თავაზიან ჟესტებს მინიმალურ დროს უთმობს, დაუყოვნებლივ საქმეზე გადადის, თმები უკან აქვს გადავარცხნილი და მჭიდროდ შეკრული, ტუჩები ძლიერად მოკუმული, მზერა მსუსხავი და ჯიუტად თქვენსკენ მომართული, რითაც საკუთარ დომინაციას უსვამს ხაზს. ერთი და იგივე ვექტორული წყობითაც კი ომის და მშვიდობის მდგომარეობებში მყოფი ადამიანები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

რას ნიშნვს ომი და მშვიდობა ვექტორების დონეზე? ესაა ჯგუფის მოქმედებაში მონაწილეობის ფორმა. ურეთრალ ბელადს ან მთელი ჯგუფი ომში მიჰყავს, ან ყველანი ისვენებენ და ერთობიან. კუნთის ვექტორიანი მეომრებისთვის ყველაფერი სულერთია, ეტყვიან იბრძოლეო – იბრძვიან, ეს მათთვის ომის მდგომარეობაა. თუ ეტყვიან, რომ მიწა მოხნას და კარტოფილი დათესოს – მოხნავენ და დათესავენ, ეს მათთვის მშვიდობის მდგომარეობაა. როგორც ბელადი იტყვის, კუნთის ვექტორიანები ისე აკეთებენ. ან ომის მდგომარეობაში არიან და ანგრევენ, ან მშვიდობის მდგომარეობაში აშენებენ. ამასთან კუნთის ვექტორიანებში მდგომარეობის ცვლილება მათზე კი არა, ურეთრალზეა დამოკიდებული. კანში მსგავსი სიტუაციაა, მაგრამ არა იდენტური. იმიტომ რომ კანში უკვე მისი ქმედება დამოკიდებულია არა ურეთრალის ნებაზე, არამედ მის შინაგან მოწყობაზე, იმაზე, თუ რამდენად განკარგავს ის საკუთარ თავს. თვითკონტროლი კი უკვე კანის განვითარების თვისებაა. თქვენ იცით, რომ კანის ვექტორიანი მეთაური, რომელიც არმიაში მსახურობს, და კანი რომელიც კომპანიას მართავს, ორივე კარგად განვითარებული კანია. ხოლო კანის ვექტორიანი რომელიც ქუჩაში ვაჭრობს, უკვე ბევრად ნაკლებგანვითარებულია, რადგან ის ვერ ცვლის თავს გარშემო არსებულ ლანდშაფტს, ვერ მოძრაობს ლანდშაფტთან ერთდ, ვერ განკარგავს მას. ერთია კანის ვექტორიანი რომელიც მართავს კომპანიას, განკარგავს თავის თავსაც და სხვებსაც, ხოლო მეორეა ძუნწი, ფულზე დახარბებული კანი, რომელიც ყოველ თეთრს მიტირის. შეიძლება ითქვას, რომ მეტად განვითარებული კანი, ქმედების, ან განვითარების დონემდე მისული, უფრო ხშირად ომის მდგომარეობაში იმყოფება. ხოლო კანის ვექტორიანი რომელიც შედარებით ქვედა საფეხურშია განვითარებული (აზროვნების, ან ურთიერთობის დონეზე), უფრო ხშირად მშვიდობის მდგომარეობაში იმყოფება. ურთიერთობისას კანები ცდილობენ მუდამ მოგებულები დარჩნენ, ზომავენ, წონიან, შეფასებას უკეთებენ, ურთიერთობენ იმ მხრივ, რომ გაზარდონ საკუთარი მოგება. ეს მშვიდობიან მდგომარეობაში მყოფი კანები არიან.

საერთოდ ეს ძალიან ფართე თემაა, რადგან როდესაც ამ მდგომარეობებს ემტება მდედრობითი და მამრობითი ნაწილების არსი, ის კიდევ უფრო რთული და გლობალური საკითხი ხდება. რადგან მდედრი და მამრი პირველი, სამყაროს დონის გაყოფაა ომად და მშვიდობად. პირველყოფილ ჯოგში მდედრები მუდამ გამოქვაბულში რჩებოდნენ (გარდა კან-ვიზუალი მდედრისა), ისინი ბავშვებს თავის ტერიტორიაზე, დაცულ ადგილზე შობდნენ. იმ კოლექტივის შიგნით, რომელიც მათ დაიცავდა. იმიტომ რომ მდედრებს იცავდა ჯოგის კანონი, კანონი კი უფლებას არ აძლევდა ჯგუფის წევრებს, რომ ერთმანეთი გაენადგურებინათ, ან საკუთარი ჯოგის წევრი მოეკლათ. მაგრამ როდესაც ადამიანები გამოვიდნენ ჯგუფის ჩარჩოებიდან და შეაბიჯეს მტრულ სავანაში, პირველადმა კანონმა მოქმედება შეწყვიტა. მთელი კანონები ამოტრიალდა. არ შეიძლებოდა მოკვლა ჯგუფის შიგნით, მაგრამ დასაშვებად გამოცხადდა მოკვლა ჯგუფისთვის. აკრძალული იყო კვლა ჯგუფის შიგნით, მაგრამ დასაშვები გახდა სხვების მოკვლა. იმიტომ რომ თუ შენ ართმევდი სხვას და მოგქონდა საკუთარ ჯოგში, ეს ჯოგისთვის სასარგებლოდ ითვლებოდა. ამიტომ სავანის წესებით მცხოვრები კანის ვექტორიანი, ეს ომის მდგომარეობაში მყოფი კანის ვექტორიანი იყო. ხოლო გამოქვაბულის წესებით მცხოვრები კანის ვექტორიანი – მშვიდობის მდგომარეობაში მყოფი.

ომის და მშვიდობა არ არის ადვილად გასაგები და სწორხაზოვანი საკითხი, ისინი დამოკიდებულია განვიტარების დონეზეც. უკვე დიდი ხანია მკვლელობა ყველგან აკრძალულია (ჯგუფის გარეთაც კი). კანურ ფაზაში მთელი მსოფლიო ერთ დიდ ჯგუფდ ერთიანდება. ამიტომ საბრძოლო მოქმედებების არეალმა ხმლებიდან, ფულის ერთეულებში გადაინაცვლა, ხოლო ბრძოლის ველად ეკონომიკა და ბანკები იქცა. ამიტომ დღეს, ომის მდგომარეობაში მყოფი კანი, ბრძოლას ამ სფეროში აგრძელებს. ომის მდგომარეობაში მყოფი, განვითარებული კანის ვექტორიანი დღეს ბიზნესმენად (ან ბიზნეს ვუმენად) მოგვევლინა. ხოლო ომის მდგომარეობაში მყოფი განუვითარებელი კანის ვექტორიანი – ჯიბგირად.

ამ საკითხებს უფრო დაწვრილებით ზედა ვექტორებში გავარჩევთ, მაშინ როცა განვიხილავთ ოის და მშვიდობის მდგომარეობებს ზედა ვექტორებში.