ორალის ვექტორიანი ბავშვები.

„არ ვილაპარაკოთ?!“ მოლაპარაკე, ენერგიული და მიმბაძველი პატარა – ეს ძირითადად ორალის ვექტორიანი ბავშვები არიან. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევიან, მათი მშობლები კი ემოციურად დაქანცულები არიან. თუკი შევისწავლით ასეთი ბავშვის თავისებურებებს, მერწმუნეთ, მათი აღზრადა არათუ გამაღიზიანებელი – საინტერესო და სახალისო იქნება.
ბავშვის დაბადების შემდეგ სახლში მხოლოდ მისი ხმა ისმის? ის მუდამ ლაპარაკობს ან ყვირის, გაუთავებლად ყვება გამოგონილ ამბებს და მისი გაჩერება შეუძლებელია? უყვარს გემრიელობები და ჭამის დროსაც არ წყვეტს ლაპარაკს? გილოცავთ!! თქვენ ორალის ვექტორიანი ბავშვი გყავთ. რაშია მათი ხიბლი? ის კომპანიის სული და გულია. მას შეუძლია ხუმრობა, ძალიან ემოციურია და გარშემომყოფებს შეუძლია გადასდოს კარგი განწყობა. ერთადერთი ვისაც მათთან ურთიერთობა უჭირთ – ეს მშობლებია. მაშინაც კი, თუ მშობლები გაეცნობიან ყველა ნიუანსს და მზად იქნებიან უცნაურობებისთვის შეუძლიათ იამაყონ შვილის გამორჩეული არტისტიზმით. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, სიამოვნებით იცინის და ტკბება ცხოვრებით. ისინი ხომ შეგრძნებებით ცხოვრობენ. ურთიერთობა, თავისი აზრის გამოთქმა, ემოციის გამოხატვა ძირითადი ცენტრის-პირის მეშვეობით-ეს ყველაზე დიდი სიხარულია ორალი ბავშვის ცხოვრებაში. ამიტომ, ასეთი ბავშვის მშობლებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომ განუვითარონ ბავშვს ვერბალური კომუნიკაციის საშუალებები.
ორალი ბავშვის მშობლების პრობლემა – ისინი ბევრს ყვირიან.
გახსოვდეთ, ეს არაა თავნებობა – ესაა გამოხატვის მცდელობა, საკუთარი ბუნების ნების აღსრულება. მათი ტალანტი ლაპარაკია და ბავშვობიდან ეუფლებიან მისი გამოყენების მეთოდებს. სულ ახლახან ამოიღო ხმა და უკვე ტესტავს მას.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად არაკორექტულად იქცევიან მშობლები, როდესაც არ ესმით თუ რა მნიშვნელობის მოთხოვნას უზღუდავენ შვილს. მაგალითად სმენა მშობელი ვერ იტანს ხმაურს და ყველანაირად ხელს უშლის ორალი შვილის ბუნების პირველ გამოვლინებას. ანალი მშობელი დასჯის ორალ ბავშვს თვითგამოვლენისთვის. კანი მშობლები ასევე აწვალებენ მას შეზღუდვებით და მხოლოდ ორალი მშობელი ქაქანებს და ყვირის კიდეც მასთან ერთად. ამ სახით ისინი ორალურად ურთიერთობან, განიცდიან თვისობრივ სიახლოვეს.
ძვირფასო მშობლებო, დაიმახსოვრეთ, ორალი ბავშვის თვითგამოვლენის შეზღუდვა/დასჯით თქვენ ხელს უწყობთ – აპროვოცირებთ მის არშემდგარ მომავალს, უკეთეს შემთხვევაში ლოგოპედური პრობლემების წარმოქმნას.