ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია (2)

დინამიკი ОN, გამოსახულება — OFF

 

როცა ადამიანს უარესად აქვს განვითარებული ვიზუალი და უკეთესად ორალი, მას უჩნდება ერთგვარი პრობლემები ურთიერთობაში. ადამიანებს არ ესმით, როგორაა, რომ ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით ასე ლამაზად და საყვარლად გამოიყურება (სახის სწორი ნაკვთები, სასიამოვნო გარეგნობა, ლამაზი ტანსაცმელი), ასეთი ლაპარაკი შეუძლია. ადამიანს შეუძლია იყოს ფრიად ნაკითხი, უყვარდეს რაღაც ხატ-სახეები, კარგად იცვამდეს, უყვარდეს ლამაზი ადამიანები, ცხოველები და ა.შ., მაგრამ ამავდროულად ყოველგვარი შეცბუნების გარეშე გამოიყენოს საუბარში ბილწი ხუმრობები, ხმამაღლა იცინოს, საშინლად ბევრი სვას. ამასთან ვიზუალური ვექტორის ღირებულებებში არ იქნება მისი შინაგანი თვისებები, არამედ უფრო გარეგნული შტრიხები. ასეთ ადამიანს არ შეუძია საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება. მაგალითად თავის ქმართან/ცოლთან/გოგოსთან/ბიჭთან საუბარში შეუძლია სრულიად მშვიდად გამოიყენოს გინებები… და კი არ ისაუბროს, არამედ იყვიროს. და თუ ქვემოდან ანალური ვექტორიცაა, სიტუაცია უფრო მძიმდება. აი, საყვარელი კატა კი განსაკუთრებულ სინაზეს და მზრუნველობას მიიღებს მისგან — და არცერთ პანღურს: ის ხომ ცოცხალია! ასეთი ადამიანის მეტყველება მთის მდინარეს ჰგავს — ზედაპირულია, სწრაფია, შეუჩერებელია.  ანალური ვექტორის არსებობისას ასეთ ადამიანებს შეუძლიათ კომიკოსებიც იყვნენ. რატომ ხდება ასე? ორალური ვექტორი, როგორც ძალიან კონტრარული ვიზუალურთან მიმართებაში, ისწრაფვის, რომ დასცინოს ყველა გრძნობისმიერ გამოხატულებებს ვიზუალში, რადგანაც ისინი თავის საფუძველში ხელს უშლიან ჯგუფის წინ მოძრაობას. და თანამედროვე საზოგადოებაში განვითარებულ ვიზუალურ ადამიანებს (განსაკუთრებით ბავშვებს) საკმაოდ უჭირთ ჯგუფში ადაპტაცია, რადგანაც ცოტა თუ იზიარებს მათ ღირებულებებს. ვიზუალების ძირითადი მასა განვითარებულია მცენარეულ ან ცხოველურ დონეებამდე. იმ პირობებში, როდესაც თითქმის არავინ იზიარებს ვიზუალურ ცრემლებს რომანტიულ გმირებთან ან რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულობასთან მიმართებაში, შესაძლოა ჩამოყალიბდეს შეგრძნება, რომ ადამიანი ვიზუალური ვექტორით, ცოტა არ იყოს «არანორმალურია». ამასთან, ორალური ვექტორი ასეთ შემთხვევებში ყოველთვის მზადყოფნაშია, რომ საკუთარ თავს დასცინოს. ბოლოს და ბოლოს ვიზუალ-ორალი ადამიანი ბავშვობაში თითქმის ყოველთვის იგრძნობს, რომ ორალური ვექტორით გაცილებით უფრო იოლია ლანდშაფტის ადაპტაცია (ანუ ცხოვრებასთან შეგუება), რადგანაც ცხოველური სურვილები ყველას აქვს. და რაც უფრო ნაკლებად აქვს ბავშვს განვითარებული ვიზუალური ვექტორი, მით უფრო მეტად ვლინდება მასში ეს ცხოველური გამოვლინებები, შესაბამისად, ჯგუფში საკუთარი ადგილის დაკავების მხრივ, უფრო ადვილია ორალური ვექტორის განვითარება, რადგანაც განვითარებული ვიზუალური ვექტორის ღირებულებებს ცოტა თუ იზიარებს და გებულობს.

 

დინამიკი — OFF, გამოსახულება — ОN

 

თუ პირიქით, ვიზუალი ორალზე უკეთაა განვითარებული, ადამიანი უფრო ვიზუალურად ამჟღავნებს თავს: მას შეუძლია მოახდინოს ვეგეტარიანელობის იდეების დეკლარირება, ან უფრო განვითარებულ მდგომარეობაში — ჰუმანიზმის, ეყვარება ამაზე საუბარი, მაგრამ «იჟღერებს», მაგრამ როდესაც, მაგალითად, დათვრება, მაშინ «კონცერტებს» მოაწყობს. ასეთ ადამიანს შეუძია იყვიროს, უხეშად იხუმროს — საერთო ჯამში, ყურადღება მიიპყროს. შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ვიზუალი თითქოს ვიღაცამ გამორთო, ან როგორც მინიმუმ განვითარების დონეს ერთი-ორი პუნქტით ჩაუწია (ეს იმ შემთხვევაში, თუკი დალია). რაც შეეხება გინებას, საეჭვოა, რომ იგი მისი გამონათქვამების ფონი გახდეს, მაგრამ ლამაზი სიტყვისთვის — რატომაც არა? ასეთ კომბინაციაში ადამიანს შეუძლია «საოცრად» გამოიყურებოდეს — ვიზუალი «მაღალი» ღირებულებებით, მაგრამ ამასთან იშვიათად ძალიან ხმამაღლა საუბრობს, ყვირის, შეიძლება კბენდეს კიდეც (მხოლოდ ახლობლებს), ეყვარება დალევა, და ჭამაც. წარმოიდგინეთ: დახვეწილი კან-ვიზუალი გოგო მგრძნობიარე საუბრის შემდეგ ესენინის პოეზიის თემაზე უცებ გთავაზობთ, რომ ცოტა დალიოთ მასთან ერთად… არც ისე სტანდარტული ხატ-სახეა.