ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია (3)

დინამიკი — ОN, გამოსახულება — ОN

 

როცა ორივე ვექტორი ერთ, საკმარისად მაღალ დონეზეა განვითარებული, ადამიანი შესაძლებლობას ღებულობს, რომ მოახდინოს ძალიან ლამაზი, კულტურული მეტყველების რეალიზაცია. ამასთან იგი «ალერსიანის» შთაბეჭდილებას ტოვებს. ხდება ხოლმე, რომ უსმენ ადამიანს, და ისეთი შეგრძნებაა, რომ ხავერდოვანი საუბარი აქვს: ადამიანი კი არ ლაპარაკობს, თითქოს სიტყვებით გეფერება. ასეთ ადამიანს შეუძლია ნატიფად გამოიყენოს რაიმე უჩვეულო სიტყვები და მონუსხოს გარშემომყოფები თავისი მეტყველებით. ამასთან აქ იქნება რაიმე კულტურის დანერგვაც და ადამიანების გაერთიანებაც ამ კულტურული ფასეულობების ფარგლებში. აქ იქნება ასევე შესანიშნავი მიმიკა, ბრწყინვალე მსახიობური უნარები (არა გენიალური რა თქმა უნდა, ამისთვის სმენაა საჭირო), მაგრამ ემოციის გამოხატულება მოწოდების სიმაღლეზე იქნება. აქ პრაქტიკულად არ იქნება ბილწსიტყვაობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქმეს ძალიან სჭირდება… თუმცა ესეც იშვიათობაა. ასეთი ადამიანი ბევრს ილაპარაკებს.

 

დინამიკი — OFF, გამოსახულება — OFF

 

როცა ორივე ვექტორი განუვითარებელია, და თანაც თუ კანის ვექტორთან კომბინაციაშა, ჩვენ ვაწყდებით ყველაზე ბანალურ სკანდალისტს. რას წარმოადგენს სკანდალისტი სვფ-ს თვალსაზრისით? ესაა ვიზუალური ვექტორი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უყურებს, სხვებს კი მხოლოდ ფერებით არჩევს, იგი მოითხოვს ყურადღებას და ყოველ კუთხეში ყვირის ამის შესახებ. ქალთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კლასიკური „სწერვაა“.  იგი ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაშ უწევს ხმას და იგინება. მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ ნაზად გაიღიმოს და ერთი შეხედვით ძალზე საყვარელი ფოტოები ჰქონდეს. ასევე ვიზუალ-ორალური ადამიანების შესამჩნევი განსაკუთრებულობაა — სიყვარული კოცნისადმი. ამასთან, თუკი ორალის შემთხვევაში ესაა ეროგენული ზონის პირდაპირი სტიმულაცია, ვიზუალის შემთხვევაში — ეს უკვე სილამაზისადმი სიყვარულია: რა რომანტიული და მშვენიერია მთვარის ქვეშ „კოცნაობა“ (მაგალითად). თუ ამ კომბინაციაში ვიზუალი განუვითარებელია, ასეთი ადამიანები ყველგან დაიწყებენ „კოცნაობას“ და გარშემომყოფების არ მოერიდებათ. ხოლო თუ ვიზუალი განვითარებულია — თავს აარიდებენ საზოგადოებრივ ადგილებში კოცნას (ეს არაკულტურულია).