ორალური და ვიზუალური ფსიქოტიპების კომბინაცია

ორალი + ვიზუალი = დინამიკი + გამოსახულება.

ესეც ასევე კონტრარული კომბინაციაა. ისევე როგორც სმენის ვექტორი, ვიზუალური ვექტორიც ასექსუალურია, თუმცა უფრო ნაკლებად. ვიზუალური ვექტორის კიდევ ერთი მთავარი შტრიხია — მკვლელობის მიუღებლობა. სექსი და მკვლელობა — აბსოლუტური ბოროტებაა ვიზუალური ვექტორის წარმოდგენაში. ამასთან ფაქტი ფაქტად რჩება: მექანიზმი სექსი/მკვლელობა — კაცობრიობის «მუდმივი ძრავაა». იგი მოქმედებს თავისი არსებობის ყველა ფორმაში: მამაკაცად და ქალად დაყოფიდან (და შესაბამისად სიცოცხლის ფიზიკურად გაგრძელებიდან) „არსობის პურის“ ძიებამდე (ან „არსობის ხორცის“ ძიებამდე — ადამიანური სიცოცხლის შენარჩუნება პირდაპირაა დაკავშირებული ცხოველთა კვლასთან და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან). ვიზუალური ვექტორი — ესაა კერძო მდგომარეობა სისტემისა, სახელწოდებთ «ჯოგი», იგი ყოველთვის ცდილობს მიმდინარე მდგომარეობის შენარჩუნებას, და არა ახლისკენ მოძრაობას. ორალობა კი — პირიქით, ენერგიის მეოთხედს ეკუთვნის, და ყოველთვის ამზადებს ნიადაგს მოძრაობისთვის. უფრო მეტიც, ვიზუალისთვის მნიშვნელოვანია დეტალები, ყოველი კონკრეტული ადამიანის და მათ შორის საკუთარი თავის უნიკალურობა, იგი გამოყოფს ცალკეულ დეტალებს ადამიანში, ასევე ცალკეულ ადამიანებს ჯგუფში. ხოლო ორალობა ცდილობს — გააერთიანოს ადამიანები, ისე რომ არ გამოყოფს არაფერს ინდივიდუალურს, არამედ კონცენტრირდება საერთო ცხოველურ სურვილებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ არც უნიკალურობა და არც ინდივიდუალურობა.  ვიზუალური ვექტორი თითქოს უარყოფს თავად ბუნებას, რაც ვლინდება სიკვდილის შიშში და გამრავლების სურვილის არარსებობაში. ორალური ვექტორი, პირიქით, პასუხს აგებს ამ ბუნების შენარჩუნებაზე: იგი აერთიანებს ადამიანებს, როგორც ნადირობაში (ერთობლივ „მკვლელობაშ“), ასევე გვარის გაგრძელების პროპაგანდაში. ვიზუალი „მოუწოდებს“ არ-შობისკენ და არ-მოკვლისკენ, ორალური ვექტორი — პირიქით: შობისკენ და მოკვლისკენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანი ორალური ვექტორით ხვდება ადამიანს ვიზუალური ვექტორით, მათ შორის ჩნდება განზიდულობის გრძნობა. ერთი ადამიანის შიგნით ეს ვექტორები ეცდებიან დათრგუნონ ერთმანეთი და განვითარებაში კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს. ამასთან, როგორც წესი, უფრო განვითარებული ორალური ვექტორი აღმოჩნდება ხოლმე. და მაინც, ორივე ვექტორის კარგი განვითარებისას და ღრმა ფსიქიკური ტრამვების არარსებობისას, პირველადი მაინც ვიზუალია, ხოლო ორალი ასრულებს ვიზუალური ვექტორის ღირებულებების გაჟღერების ფუნქციას.