ორალური და სმენითი ფსიქოტიპების კომბინაცია (2)

დინამიკი OFF, მიმღები ON

 

გვხვდება სმენისა და ორალის სხვა კომბინაციაც — ჩუმი ორალურობა. ესაა — როცა სმენა განვითარებულია და უკეთეს მდგომარეობებში იმყოფება, ვიდრე ორალი. ეს ვლინდება, როგორც «საკუთარ თავთან ცხვირში ლაპარაკი». მუსიკოსმა დელფინმა დაახასიათა კიდეც ასეთი მეტყველება ერთ-ერთ თავის სიმღერაში: «იგი საუბრობს და ჩუმად ტირის, როგორც სექტემბრის წვიმა». სწორედ წვიმასავით ლაპარაკობს ასეთი ადამიანი. ეკითხები რამეს, ის გპასუხობს, შენ კი არ გესმის, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ტუჩები მოძრაობენ, ხმა ძალიან ჩუმია. ანუ სმენის ვექტორს თითქოს «არ უნდა», რომ ადამიანმა ილაპარაკოს — და ის მართლაც ცოტას ლაპარაკოს. და თანაც ჩუმია. ხმა კი მაშინ ირთვება, როცა იგი იცინის ან ილანძღება. არსებობს კიდევ ერთი სასაცილო დეტალი: ხუმრობის ორალური მოთხოვნილება შენარჩუნებულია, მაგრამ  ხუმრობები სმენური გამოდის, ანუ ისეთი, რომლისთვისაც საჭიროა ორი-სამი, ან უფრო მეტი ლოგიკური სვლის გაკეთება იმისთვის, რომ ხუმრობა გასაგები იყოს. აქედან გამომდინარე გარშემომყოფებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი სხვა პლანეტაზეა. თავად იუმორიც მას ხშირად ცინიკური აქვს. იმის გამო, რომ ასეთ ვარიანტში ორალურობა სუსტადაა ამოქმედებული, ხშირად ჩნდება მისი სტიმულაციის აუცილებლობა თუნდაც რაიმე პირდაპირი სტიმულაციით — მოწევით, ჭამით, სმით (ხშირად ალკოჰოლის). საინტერესოა, რომ უმოქმედო ორალის მქონე ადამიანი შესაძლოა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იკბინებოდეს — კბილებით. რა თქმა უნდა არა შეჭმის სურვილით, არამედ უბრალოდ, ხუმრობით, ოდნავ კბენდეს ახლობელ ადამიანებს.