ორალური და სმენის ვექტორების კომბინაცია (3)

დინამიკი ON, მიმღები ON.

როცა მდგომარეობა და განვითარება საშუალებას აძლევს ორივე ვექტორს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ, ვღებულობთ ძალიან ლამაზ კომბინაციას. ვექტორების განვითარების დონის შესაბამისად, ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს მომღერალი, პოლემისტი, უბრალოდ ორატორი. განსაკუთრებით კარგად ეს ვლინდება მჭევრმეტყველებაში. სმენურად შესაბამისი სიტყვის შერჩევა და ორალურად მისი მოხერხებულად ჩასმა კონტექსტში — ასე იბადება ლამაზი სიტყვა. ასეთი ადამიანი მთელ კონცეფციას ააწყობს საუბარში და ამ კონცეფციას მკაფიო, დასამახსოვრებელი მაგალითებით შეამკობს. სმენურად დაბადებს აზრს და ორალურად ჩაბეჭდავს მსმენელების გონებაში.  პრინციპში, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ორალურობას უჩნდება განვითარების ადამიანური დონე: აქ არის პოტენციალში რეალიზაცია მთელი კაცობრიობის მასშტაბით. ანუ გაერთიანებამ შესაძლოა იმუშაოს არა მხოლოდ ჯგუფზე, არამედ მთელ სისტემაზე ერთიანობაში. ასეთი ადამიანის მკფიო მაგალითი იყო — ბრწყინვალე მომღერალი ლუჩიანო პავაროტი. მის კონცერტებზე მთელი მსოფლიოდან მიდიოდა ხალხი, თავისი ხმით მას შეეძლო უზარმაზარი აუდიტორიის გაერთიანება. მაგრამ სისტემურ-ვექტორული ფსიქოანალიზის თვალთახედვით, ლუჩიანოს  ორალური ვექტორი განვითარების ცხოველურ დონეზე რჩებოდა, რადგანაც კაცობრიობა ვერ ერთიანდება თუნდაც ასეთი გენიალური შემსრულებლის სიმღერით.

დინამიკი OFF, მიმღები OFF

განუვითარებელი სმენა განუვითარებელი ორალით საერთოდ განსაცვიფრებელ ეფექტს იძლევა.. მთლიანობაში ასეთი ადამიანები თითქმის ისეთივე შთაბეჭდილებას ტოვებენ, როგორც ადამიანები განუვითარებელი სმენით და განვითარებული ორალით. ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ასეთი ადამიანი კი არ საუბრობს თავის ფანატურ იდეებზე, არამედ გაჰყვირის მათ. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნიკიტა ჯიგურდა, იმ შესწორებით, რომ მას ვიზუალური ვექტორიც აქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელი არაა ასეთმა სმენამ ერთიდან მეორე იდეაზე იხტუნაოს, მას შეუძლია ერთზე შეჩერდეს და მასში იპოვოს საკუთარი თავი. სმენის განვითარებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ იდეის მიხედვით, რომელსაც იგი «აფანატებს».