ორალური და ყნოსვითი ფსიქოტიპების კომბინაცია

ზედმეტი სიტყვების გარეშე — პირდაპირ ათიანში

ორალი და ყნოსვა — კომპლიმენტარული კომბინაციაა. ორივე ვექტორი ერთ მიზანს ემსახურება — ფიზიკურ გადარჩენას და ჯოგის მოძრაობას მომავლისკენ. ისინი მხოლოდ როლებით განსხვავდებიან. ყნოსვა ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ორალზე და პირიქით. ერთ ადამიანშიც ეს ვექტორები ჰარმონიაში არიან. ყნოსვა «ართმევს» ორალს გაუთავებლად ლაყბობის სურვილს, მაგრამ უტოვებს მთავარს — გამონათქვამების სიზუსტეს. ამასთან ადამიანისთვის ყნოსვურადაა დამახასიათებელი, რომ არ გამოხატავს მკაფიო ემოციებს, გარდა ზიზღისა. და მაშინაც კი, როცა იღიმება, ჩანს, რომ არანაირი ნამდვილი სიხარული ამ ღიმილის უკან არ დგას. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ვერ ვუწოდებთ მოლაყბეს, სამაგიეროდ საფრთხის შეგრძნების უნარი მას დიდი აქვს. იგი ნატიფად გრძნობს სიტუაციის ნიუანსებს და კარგად შეიგრძნობს, რომელი სიტყვაა შესაფერისი აქ და ახლა. მათ მიერ დაგდებული ფრაზები შეიძლება ფრთოსანიც გახდნენ: «არის ასეთი პარტია!» ან «კომუნიზმი – ესაა საბჭოთა მმართველობა პლუს მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაცია». ასეთ კომბინაციაში ადამიანი ამბობს მხოლოდ იმას, რაც საჭიროა და როდესაც საჭიროა, მისთვის დუმილიც არ წარმოადგენს სირთულეს – იმაზე, რაზეც საჭიროა დუმილი. პრინციპში, ასეთ ადამიანს შეუძლია ბევრიც ილაპარაკოს და თითქოს ყველანაირი სისულელე იბოდიალოს, მაგრამ ის მაინც მკაცრად გააკონტროლებს თავის სიტყვებს და არავითარ შემთხვევაში არ იტყვის იმას, რისი თქმაც არ შეიძლება. გასაგებია, რომ ასეთი ადამიანების რეალიზაციის საუკეთესო ველი — პოლიტიკაა. ასეთი მთელი ძალით ლანძღავს მოქმედ მთავრობას, მაგრამ არასოდეს პიროვნულად არ მოიხსენიებს პოლიტიკური არენის საკვანძო ფიგურებს. უნდა ავღნიშნოთ ერთი საინტერესო განსაკუთრებულობა: ასეთი ადამიანები საერთოდ ვერ გრძნობენ მორალის და ეთიკის ვერანაირ საზღვრებს, აქ აზროვნება მუშაობს, როგორც «მიზნის შესაბამისი/შეუსაბამო», მიზანი კი მარტივია — ჯგუფის გადარჩენა და მოძრაობა ცხოველურ დონეზე. გადარჩენისთვის ჩვენ გვჭირდება მექანიზმი —  «სექსი/მკვლელობა», მორალი კი — ესაა საზოგადოებრივი შეზღუდვა ამ მექანიზმის მოქმედების წინააღმდეგ. ანუ ენერგიის მეოთხედს ეს მხოლოდ ხელს უშლის, ამიტომ ყნოსვისა და ორალური ვექტორის ღირებულებებში ასეთი მორალურობის კვალიც კი არაა. რა თქმა უნდა, მათ სმენიათ კულტურის, აღზრდის, მორალის, სიმართლის მნიშვნელობის შესახებ და თვითონაც შეუძიათ გამოიყენონ ეს ცნებები თავიანთ სიტყვებში, მაგრამ თავად კატეგორიებს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. მორალურ-ეთიკური კატეგორიები — ინფორმაციის მეოთხედის ხვედრია. ამაშია ერთ-ერთი კარდინალური განსხვავება ორალ-სმენისა ან ორალ-ვიზუალისა ორალ-ყნოსვისგან: თუ «ინფორმაციულ» ვექტორებთან კომბინაციის დროს ორალურ ვექტორს აქვს რაღაც შინაგანი შეზღუდვები სიმართლე/ტყუილზე, წესიერება/უწესობაზე და ა.შ., ყნოსვასთან კომბინაციაში, ან უბრალოდ სხვა ზედა ვექტორების გარეშე — ასე აღარაა. ამიტომ ორალ-ყნოსვას თავისუფლდ შეუძლია, მაგალითად, თქვას, რომ ყველა ებრაელი უნდა გავყაროთ ქვეყნიდან, შემდეგ კი თქვას, რომ მას არასწორად გაუგეს, და ასეთი რამ არ უთქვამს.