ორალური ვექტორის განვითარება

 

ვერბალური ინტელექტი.

ორალურმა ვექტორმა საზოგადოების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. პირველყოფილ საზოგადოებაში მას ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა – საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. მისი ცივი და სულისშემძვრელი კივილი გარშემომყოფებში მომენტალურ რეაქციას იწვევდა. შემდეგ ორალურმა ადამიანმა შეძლო ეს ყვირილი საუბრად ექცია და ამით  აზროვნებისა და ურთიერთობისთვის ისეთი ხელსაწყო მოგვცა რომელიც სიცოცხლის ფორმირებისვის  დღემდე უმნიშვნელოვანესია.

თავისი უბრალოების მიუხედავად ორალური ვექტორი საკმაოდ ძლიერია. ძლიერი არა ენერგეტიკული მუხტის გამო არამედ იმ გლობალური ცვლილებების გამო რომელიც მან საზოგადოების განვითარებაში შემოიტანა. ვექტორების შესწავლისას ჩვენ ყოველთვის შორს, უხსოვარ დროში მივდივართ როდესაც ჯოგი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო.

ამგვარად უძველეს დროში როცა ჩნდებოდა პირველი აღნიშვნები ერთ-ერთ ძველ არამეულ ენაზე სიტყვა ადამენი ნიშნავდა „მოლაპარაკეს“. რა შუაშია აქ მოლაპარაკე? სამყაროს აქვს განვითარების ოთხი სტადია -არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. მხოლოდ ადამიანურ დონეს აქვს შესაძლებლობა ისაუბროს ამისთვის განკუთავნილი განსაკუთრებული ორგანოთი – პირით. რაც არ უნდა მოიფიქრონ ვიზუალებმა, მცენარეებს და ცხოველებს არ გააჩნიათ ისეთი გამოხატული ორალური საზომი როგორიცაა ენა, მის  გამოხატულებაში ხომ ორალური ვექტორის განვითარება ჩანს. ესაა ის ერთ-ერთი თვისება რაც ადამიანს სხვა დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმებზე მაღლა აყენებს.აქედან მოდის სიტყვა „მოლაპარაკე“.

რა არის სიტყვა და საუბარი? პირველი ყველაზე მარტივი სიტყვები მოქმედებებიდან წამოვიდა. ჩვილის პირველი ტირილი რაც იმას ნიშნავს რომ მას შია. სწორედ ასეთი პირველი ბგერებისგან გაჩნდა პირველი სიტყვები. დღეს განვითარების კანურ ფაზაში ადამიანის აზროვნებაა მთლიანად სიტყვებზეა აწყობილი. ამის ახსნა მარტივია სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის მაგალითზე. ვიდრე ადამიანმა არ იცის  რა არის ვექტორი არ აქვს წარმოდგენა ისეთ ცნებებზე როგორიცაა კანური, ანალური და ა.შ. ვექტორები. ის ამ კატეგორიებით ვერ იაზროვნებს.

ის გადაწყვეილებას იღებს, დასკვნები გამოაქვს,მაგრამ ვერ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს რომლებიც გარკვეული სიტყვებით არაა აღნიშული. აქედან ჩანს რა მნიშვნელოვანია საუბრის შესწავლა.ეს ცხოვრების ასაგებად ძალიან ნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. რაც უფრო მეტი სიტყვა იცის ადამიანმა მით უფრო მეტ რამეზე შეიძლება იფიქროს და შესაბამისად მისი სააზროვნო პროცესიც უფრო მოცულობითია.

 

 

კუნთური ფაზა.

ასე რომ უკვე ყველამ ვიცით რომ კუნთურ ფაზაში ორალურმა ადამიანმა მოგვცა საუბარი. ის ჩვენი ჯოგის რუპორი და სირენა გახდა. მან თავისი არაადამიანური ყვირილი საუბრად გარდაქმნა და ჯოგის გამფრთხილებელი გახდა. ორალი ბელადის მითითებებს ახმოვანებს. რა თქმა უნდა საუბარი მაშინვე არ გაჩენილა და ურთიერთობისთვის ხალხი ტლინკაობას იყენებდა. არა არ ცეკვავდნენ, ცეკვა უფრო ნაზია, ყურებადი, სწორედაც ტლინკაობნენ. რა არის ტლინკაობა? ეს ველური, პრიმიტიული და რითმული მოძრაობებია. ტლინკაობა ორალური მოქმედებაა რომელიც ერთიანობას გამოხატავს.

საუბრის გარდა კიდევ რასთან ასოცირედება ორალური ვექტორიანი? რა თქმა უნდა საჭმელთან. ჯოგში ორალს მზარეულის როლი ჰქონდა ის ადგენდა მენიუს. ის პირველი სინჯავდა ნადავლს რომელიც მონადირეებს მოჰქონდათ. ორალური ვექტორი ნელა ვითარდებოდა. თავდაპირველად ორალმა მოიფიქრა ხორცის არა უმად მიღაბა არამედ მისი მომზადება და სხვა პროდუქტებთან კომბინაცია. ყველაფერი – ყველა კერძი მთელი თავისი მრავალფეროვნებით ორალური ზომის ნამუშევარია. რაღა თქმა უნდა ჯოგი ვერც კანიბალიზმს გაექცეოდა, რომ იცხოვრო – უნდა ჭამო. ამიტომაც როცა ნადავლი არ იყო პირველყოფილ ქოთანში შეიძლება ჯოგის ნებისმიერი წევრი აღმოჩენილიყო.

ანალური ფაზა.

ანალური ეს ცოდნისა და გამოცდილებების დაგროვების ფაზაა.როგორც უკვე აღვნიშნეთ საუბარი აზროვნების ბაზაა და ცოდნაშიც არაა საუბრის როლი უკანასკნელი. მისი საშუალებით ადამიანები თაობებს გადასცემდნენ ცოდნას , თავიდან ზეპირსიტყვიერათ მერე კი ხმოვანი ან ჩანაწერის სახით. სმენა- ორალებს მიჰქონდათ იდეა ჯოგის ყველა წევრთან, ისინი ორატორები ხდებოდნენ.საუბრის საშუალებით მანიპულაციები ადამიანთა ცნობიერენაში გარკვეულ იდეებს ნერგავდა. საუბრის მნიშვნელობაც გაიზარდა.

ორალური ვექტორის განვითარებასთან ერთად ადამიანების საკვების მიმართ უფრო კაპრიზულები გახდნენ. ამიტომ მზარეულის პროფესი კვლვ ყველაზე მოთხოვნადი დარჩა.მიუხედავად იმისა რომ ჯოგი ვითარდება გადარჩენა მაინც მთავარ ამოცანად რჩება. ამიტომ ორალებმა ადამიანთა გამოჯავრებაც დაიწყეს და ამგვარდ გამოავლინეს სუსტი რგოლები ჯოგში.მერე კი ეს სუსტი რგოლები უნდა მოეშორებინათ. ეს ორალური ვექტორის ორი ძირითადი ფუნქციაა რომელიც დღემდე მოჰყვება. კან-ორალი მასხარა გახდა, ვინაა მახსარა? ეს ის ადამიანია რომელსაც რეალობის ფარული აზრის გამოვლენა ევალება.თუ ბელადთან ჩინოვნიკი მოდის მის გარშემო მასხარა იწყებს ტრიალს,ის ღიად დასცინის მომსვლელს და ამით მის ფარულ ჩანაფიქრს იგებს.

ამ ფუნქციაში უდიდესი აზრია –  გამოააშკარაოს ის რაც ადამიანის სულში ხდება. ამხელს რა მის შიშებს ამით მასხრა მიგვანიშნებს რა ადგილი უკავია მას ჯოგში.თუმცა მიუხედავად იმისა რომ მასხარას სასჯელის შიშის გარეშე შეეძლო თვით ბელადისთვისაც გამოეჯავრებინა მაინც ისიცა და ჯალათიც საზოგადოებისგან გარიყულნი იყვნენ.მათ ეკრძალებოდათ სხვების გვერდით დასახლება და ქალაქში პატრონის გარეშე შესვლა.ხალხს ყოვეთვის უხაროდა სიცილიცა და სიკვდილით დასჯის ყურებაც მაგრამ გრძნობდნენ რომ ეს საუკეთესო ფუნქციები ნამდვილად არ იყო.ამიტომაც მასხარაცა  და ჯალათიც გარიყულები იყვნენ.

პრაქტიკული რეკომნედაციები.

დღეისათვის ორალები სუფთა სახით თითქმის აღარც დარჩა, უბრალოდ აღარცაა მათი საჭიროება. ახლა ორალურობა სხვა ვექტორებთან კომბინაციაშია. ორალისა და ვიზუალის კომბინაცია ოპერის მომღერლებს გვაძლევს, ყნოსვა ორალის შერწყმით ჭორიკანას ვიღებთ, იაფფასიანი სენსაციები, დაცინვა, ინფორმაციული ომები – ეს ყველაფერი ორალ-ყნოსვაა. ორალისა და სმენის გაერთიანებით ორატორებს ვიღებთ. კან-ორალი მსოფლიში საუკეთესო გამყიდველია.

 

მთარგმნელი; ეკატერინე სამხარაძე

წყარო; http://training8.ru/library/razvitie-oralnogo-vektora