ორალური ვექტორის გარეგნული იერსახე

მასხარა, „მოღადავე“, მოშაირე, მოლაქლაქე, განთქმული თამადა, კარგი ორატორი, კარგი მომღერალი, კარგი მზარეული და გურმანი – ეს ის ეპითეტებია, რომლებითაც ადვილად შეამკობთ ორალური ფსიქოტიპის ადამიანს. ხშირად აქვთ განიერი და დიდი პირი, სქელი ტუჩები, მკაფიოდ გამოხატული არტიკულაცია, გრძელი ენა.
იცვამენ მკაფიოდ, გამოსაჩენად. უყვართ ჭრელი ტანსაცმელი, ფერადი სათვალეები, უცნაური ვარცხნილობა. მათი კომფორტის ფერია – ყვითელი. აქვთ მკვეთრად გამოხატული მიხვრა-მოხვრა და ცვალებდი ჟესტიკულაცია.
მათი ბუნებრივი ფუნქციაა – მიიპყროს ჯგუფის ყურადღება, „იმაიმუნოს“, იუმორით მოუხსნას ჯგუფს დაძაბულობა და ვერბალურად გააერთიანოს. თითქმის სულ ღიმილიანია. იცინის ხმამაღლა და გულიანად, და ამ სიცილით სხვებს იწვევს, რომ ერთად იცინონ, გაერთიანდნენ.
ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ძალიან ემოციურები არიან, მაგრამ სინამდვილეში მათი ეს ემოციურობა მოჩვენებითია. ამას მაშინ დააფიქსირებთ, როცა ორალს მარტო მყოფს, ჯგუფის გარეშე დაინახავთ. იგი მხოლოდ სხვებისთვის იცინის, სხვებისთვის ლაპარაკობს, ხოლო თუ მსმენელი ყურები არ ჰყავს, შინაგანად უემოციოა (თუ ვიზუალი არ ერთვის).
საუბრობს ხმამაღლა, ამ დროს მისი მთელი სხეული ვიბრირებს. უყვარს წამოყვირებები, და საერთოდ, ყველაზე ხმამაღლა და სულისგამყინავად ორალები ყვირიან. იყენებს მსუყე სიტყვებს, მისი ფრაზები მდიდარია მძაფრი ეპითეტებით და ხატოვანი გამოთქმებით. მისი იარაღი გინებაა: გინებით ნებისმიერს მიწასთან გაასწორებს. განსაკუთრებით ხშირად ახასიათებს ბილწსიტყვაობა ბინძურ მდგომარეობაში მყოფ ანალურ ვექტორთან კომბინაციაში.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ორალური ვექტორის მქონე ადამიანის პირის აპარატი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ბავშვობაში, და ხშირად ზრდასრულ ასაკშიც გამუდმებით რაღაცას აცმაცუნებენ, ყველაზე მეტად უჭირთ საწოვარას გადაგდება, უყვართ საღეჭი რეზინი, ან ლაპარაკობენ, ან ჭამენ (პირს ვერ აჩერებენ). პირიდან ხშირად დუჟიც კი მოსდით, ან ხშირად იფურთხებიან. ორალური სექსიც ყველაზე მეტად მათ მოსწონთ.
ორალური ფსიქოტიპისთვის მთავარია – მონახოს საშუალება, რომ ინტერესი გამოიწვიოს თავისი ლაპარაკისადმი. ამ მისწრაფებით იბადება ტყუილი, ყველაზე წვრილმანიდან ყველაზე მსხვილმანამდე. მათი ტყუილის სიმართლისგან გარჩევა ძალიან ძნელია. ორალის საუბარი ყოველთვის დამაჯერებლად ჟღერს. შესაძლოა არასწორად მეტყველებდეს, ან ცუდი დიქცია ჰონდეს, ჩლიფინებდეს, სიტყვებში მახვილებს არასწორად სვავდეს, მაგრამ მისი სიტყვები მაინც ყველას თავში იბეჭდება.
თუ იგრძნო, რომ არ უსმენთ, ორალი ჯერ ყველა შესაძლო ხერხით ეცდება თქვენი ყურადღების მიპყრობას, შემდეგ კი თუ მან არ გაჭრა ხელითაც შეგეხებათ.
ხშირად მათი საუბრის შემდეგ რჩება შეგრძნება, რომ „ყოველთვი ასე ვფიქრობდი, უბრალოდ სიტყვებით ვერ გამოვხატავდი“.
ორალი ყველაზე ადვილად იჭრება სხვების პირად სივრცეში. 5 წუთის წინ გაიცანით, ის კი უკვე ხუმრობს თქვენთან, მხარზე ხელს გადაგხვევთ, ყურში რაღაცას ჩაგჩურჩულებთ. ყველასთან ადვილად პოულობს საერთო ენას (ხშირად ყველაზე ინტრავერტი სმენებითვის ეს ძალიან გამაღიზიანებელია).
ჭორაობა – ასევე ორალის ვექტორიანების საყვარელი საქმიანობაა, ამიტომ ნუ ანდობთ მას თქვენს სანუკვარ გრძნობებს და საიდუმლოებებს.
არიან დიდოსტატები მეტსახელების შერქმევაში. თუ ორალმა მეტსახელი შეგარქვათ, ეს მეტსახელი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგრჩებათ.
 
ორალი ბავშვი – კლასში ყველაზე საყვარელია. მის ხუმრობაზე ყველა იცინის, მასწავლებლის ჩათვლით. თანაკლასელები ყოველთვის ელიან მისგან მორიგ ხოხმას. ხშირად ორალის ხუმრობები დაცინვაში გადადის, განსაკუთრებით დასცინიან ანალებს და სმენებს. ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩამორჩებიან ჯგუფის საერთო რიტმს, გარიყულნი და ინტროვერტულნი, ან ჩაძირულნი არიან თავიანთ სამყაროში (განსაკუთრებით სმენები).
ორალი ბავშვები ყველაზე ადრე იწყებენ სექსუალურ თემებზე ხუმრობას და უხამსი ისტორიების მოყოლას. სწორედ ისინი წერენ უცენზურო სიტყვებს მერხებზე, ღობეებზე, ლიფტის კედლებზე.
არ არსებობს კარგი მომღერალი, იუმორისტი, ორატორი ორალური ვექტორის გარეშე. მსახიობების დიდი უმრავლესობაც ორალური ვექტორის მატარებელია.
ასევე არსებობს დაკვირვება, რომ თითქმის არ არსებობს წითური ადამიანი ორალური ვექტორის გარეშე.
სტრესები და გადახრები ორალურ ვექტორში ხშირად ვლინდება ჩლიფინით, ლიყიანობით, პათოლოგიური მატყუარობით, ღორმუცელობით (რის გამოც ხშირად ჭარბი წონაც აქვთ), გარკვეულ შემთხვევებში ორალი შესაძლოა პათოლოგიურად ჩუმიც იყოს (თუ სმენა ან ვიზუალი ახლავს). ასევე გარკვეული გადახრების შემთხვევაში არიან პათოლოგიური მატყუარები და მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება.
სოციალურ ქსელებში ორალები გამოირჩევიან იუმორით (უხეშით, ან დახვეწილით). რა თქმა უნდა ვირტუალურ და წერილობით იუმორს გაცილებით ურჩევნიათ ცოცხალი გამოსვლები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვიზუალიც ერთვის, პუბლიკის გამხიარულებას ინტერნეტითაც ცდილობენ. მათ პროფილზე ხშირად ნახავთ თავისივე Live ვიდეოებს, სხვადასხვა იუმორისტულ სკეჩებს, და თუ ცოტათი მაინც გამოსდით სიმღერა, საკუთარი სიმღერების ჩანაწერებსაც. თუმცა თუ ვიზუალური ან სმენის ვექტორი არ ახლავს, სოც. ქსელებში მათი აქტივობა ძირითადად ინტერნეტ-ტროლინგით შემოიფარგლება.
აქვე განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ორალური ვექტორი კონტრარულია (წინააღმდეგობრივია) სმენის და ვიზუალურ ვექტორებთან, ამიტომ თუ ორალთან ერთად ეს ვექტორებიც აქვს ადამიანს, ამ შემთხვევაში განვითარებული და სცენარით წამყვანი სმენა ან ვიზუალი (ან ორივე ერთად) ხშირად „აჩუმებენ“ ორალურ ვექტორს, შედეგად შესაძლოა ორალის დიაგნოსტიკაც კი გაგიჭირდეთ საკუთარ თავში. არის მეორე ვარიანტი, როდესაც ორალია წამყვანი, და ეს როგორც წესი აფერხებს ან ერთი საფეხურით ქვემოთ სწევს სხვა ზედა ვექტორების განვითარებას.