ორალური ვექტორის ურთიერთობები

ფსიქიკის ურთიერთობის ფენაში ჩვენ ვგულისხმობთ ერთის ერთთან ურთიერთობას. როგორ ურთიერთობენ ორალები? ორალის ვექტორიანები არიან უსირცხვილოები, უტაქტოები, ხშირად გამაღიზიანებლები, მათ შეუძლიათ ხმამაღლა და მოურიდებლად ისაუბრონ ისეთ თემებზე, რომლებზეც სხვებს ჩურჩულითაც კი ეუხერხულებათ საუბარი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორალის ვექტორიანი ბავშვი მოზარდობაში შედის, ის ყველგან ხმამაღლა ყვება ყველაფერს, რაც მის სახლში ხდება. ყვება, რომ მამას და დედას უკვე სამი თვეა სექსი არ ჰქონიათ. მისი ოჯახის საიდუმლოებები იცის მთელმა სამეზობლომ, მთელმა სკოლამ და კიდევ ნახევარმა ქალაქმა. შეიძლება ეს ცოტა გაზვიადებულად გეჩვენოთ, მაგრამ ძირითადად ასეთი პრინციპით მუშაობს. ორალის ვექტორიანი ბავშვი მშობლებისთვის მუდმივი თავის ტკივილია.

რა არის ორალური ვექტორი ურთიერთობების კუთხით? თუ გახსოვთ კუნთის ვექტორის ლექციაში ვთქვით, რომ კუნთის ვექტორიანები ერთთანაც და მთელ ჯგუფთანაც ერთნაირად ურთიერთობენ. მის ურთიერთობებში არის სულ ორი მახასიათბელი. უბრალოდ ურთიერთობა ერთ შემთხვევაში კოლექტიურია, მეორეში კი ცოტა შევიწროებული. ზუსტად ასევეა ორალური ვექტორიც. პრინციპში, როგორც კუნთის ისე ორალურ ვექტორებს ფსიქიკაში არ აქვთ ერთი ერთთან ურთიერთობები. ერთიც და მეორეც კოლექტიური ვექტორებია. შეგახსენებთ, რომ კუნთის ვექტორიანს აქვს მხოლოდ ორი მდგომარეობა. ესენია: ომის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მძვინვარებას და მშვიდობის მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მონოტონია. მონოტონია დროში გაყინული ქმედებაა, რომელიც მუდმივად მეორდება. რატომ? იმიტომ რომ სხეულებრივი სურვილები ადამიანს სულ აქვს. თუ ავიღებთ დროის, ან მდგომარეობის ღერძს და ნებისმიერ მომენტს ამოვჭრით, მასში ვიპოვით ყველა ცხოველურ სურვილს. ამიტომ ორალური ვექტორი, ისევე როგორც კუნთის ვექტორი, პრინციპში არ ვითარდება (უფრო ზუსტად ორალის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის დართულ ვექტორებზე), ის ვერასოდეს გამოდის ამ ჩარჩოებიდან. როგორც კუნთს, ისე ორალს, აქვს ომის და მშვიდობის მდგომარეობები, ესენია: გაერთიანება და დაყოფა. ფართე გაგებით ეს ერთი და იგივეა. ერთი ჯგუფის გაერთიანება რაღაც ერთი ნიშნით, ამ ჯგუფს გამოყოფს სხვებისგან, უფრო დიდი ჯგუფისგან იგივე ნიშნით.

ერთის ერთან ურთიერთობა ის დონეა, როდესაც ჩვენ პირველად ვხვდებით ორალურ ,,კაციჭამიობას“ ფსიქაში, ანუ როგორ ,,ჭამს“ ორალის ვექტორიანი სხვა ადამიანების ფსიქიკას. როგორც უკვე ვთქვით გაერთიანება რაღაც ნიშნით, ასევე არის გამოყოფაც. უბრალოდ როდესაც აქცენტს აკეთებს გამოყოფაზე, ეს ფსიქიკური ,,კანიბალიზმია“, ხოლო როდესაც აერთიანებს, ეს უკვე მისი ფუნქციის სწორი შესრულებაა. მაგალითად: ვთქვათ ხალხი დგას რძის რიგში. წინ არის ბებო, რომელიც ამ რძეს სუნავს, ამოწმებს ამჟავებული ხომ არ არის. მის უკან დგას ორალის ვექტორიანი. ორალი გრძნობს, რომ ირგვლივ ბევრი ყურია, რომლებიც მზად არიან მის მოსასმენად. რას გრძნობს ბრბოში მოხვედრილი ორალი? ის გრძნობს ამ ბრბოს სურვილებს. რა სურს ბრბოს? ბრბოს სურვილი უბრალოა. ასე შემთხვევით გაერთიანებული უბრალო ბრბო, პრინციპში პირველყოფილი ჯოგია. ამიტომ მათი სურვილი მარტივია, მათ უნდათ შეერწყან ერთმანეთს შიშის, ან პანიკის საფუძვლებზე. ორალის ვექტორიანები პირველყოფილ ჯოგში სწორედ პანიკიორები იყვნენ. ამიტომ როდესაც ორალები ყვირიან, ყველას ძარღვებში სისხლი ეყინება. ერთია როცა ვიღც ბებო რძეს უბრალოდ დასუნავს და სულ სხვაა როდესაც უკნიდან ორალი ყვირის: ნახეთ ამჟავებული რძე მოგვიტანეს, ამ დამპლებს ჩვენი მოწამვლა უნდათ ხაააალხოოოოო! ორალისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რძე მართლა გაფუჭებულია თუ არა. მთავარია არსებობს ყურები, რომლების მას მოუსმენენ, მას კი საუბარი სურს. ათი წუთი გაბმულად ყვირის ამჟავებული რძით გვწამლავენო. საბრალო რძის გამყიდველი უბრალო ერთვექტორიანი კუნთი უმწეოდ ბურდღუნებს კარგი რძეა, გაფუჭებული არ არისო. მას არავინ არ უსმენს. ყველა უკვე მის წინააღმდეგაა ამხედრებული. ასე აერთიანებენ ბრბოს ორალები. მათთვის სულერთია არსებობს თუ არა პანიკის მიზეზი. ეს ვის აღელვებს? მთავარია პირი მოაღოს და წავიდა ჭორების კორიანტელი.

თუ უფრო ფართედ შევხედავთ, ერთი ნიშნით ის აერთიანებს, მაგრამ ამით ამ ჯგუფს ასევე აცალკევებს სხვებისგან. წარმოიდგინეთ ოფისი, სადაც ზის ბევრი ადამიანი. მათ შორის არის ორალის ვექტორიანი, ის ხუმრობს, ყვება ანეკდოტებს, პერიოდულად ყველას ხელს უშლის მუშაობაში. ზოგს ყურში ჩაყვირის, ზოგს აცინებს, ზოგს ეჯღნება. ამ თანამშრომლებს შორის ზის სმენის ვექტორიანი, რომელიც ამ მაიმუნობაში არ მონაწილეობს. ის თავისთვის მუშაობს და ეს ხმაურიანი ბრბო, მას ამაში მხოლოდ ხელს უშლის. მთელი კომპანიის თუ არა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი ამ სმენის ვექტორიანზეა დამოკიდებული, ამიტომ მთლიანად საქმეზეა კონცენტრირებული. ორალის ვექტორიანი ამას იჭერს, ის ხვდება რომ არის ერთი, რომელიც საერთო ჯგუფიდან გამოცალკევებულია და მას ეს ხორხოცი არ აინტერესებს. ორალი გრძნობს, რომ სმენის ვექტორიანი ვერ აიყოლია, ის მათთან არ არის. ამიტომ ორალი ცდილობს სმენა გამოიწვიოს. ყვირის ყველას გასაგონად: ნახეთ რამხელა წვერები აქვს! ჰეი, მეგობარო, წვერს სად იპარსავ ხოლმე! რანაირი ულვაში გაქვს, მერცხალი გადაყლაპე და ფრთები გარეთ დარჩა? მორჩა, სმენის ვექტორიანის თვითკონცენტრაციას ბოლო მოეღება და ამის შემდეგ მისთვის მუშაობა ჯოჯოხეთად იქცევა. რადგან ყოველთვის როცა ის სამსახურში მივა ყველა ორალის მიერ შერქმეული ეპითეტებით ამკობს. ორალის ,,წყალობით“ ჯგუფი მას ფსიქიკურად ,,ჭამს“, რადგან ის მათთან არ იყო, მათგან გამოცალკევდა. ორალის ვექტორიანი არავის აპატიებს კოლექტივიდან გამოცალკევებას, რაგდან ასეთია მისი ბუნება, ეს მისი არსია.

ორალი ადამიანებს აერთიანებს ვერბალური ძაფებით და მარტივი ადამიანური ურთიერთობებით, ლაყბობით, კვებით, სასმელით, სექსით. სექსთან ორალის ვექტორიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მისთვის ესაა ჩვეულებრივი ცხოველური სურვილი, რომლის საშუალებითაც ერთი ინდივიდი ერთიანდება მეორესთან. სადაც ორალის ვექტორიანია, იქ აუცილებლად მოისმენთ ხუმრობებს სექსუალურ თემებზე. რა თქმა უნდა ორალის ვექტორიანები სექსით უდიდესი სიამოვნებით კავდებიან (განსაკუთრებით ორალური სექსით). ამიტომ წყვილში ურთიერთობა ორალისთვის მხოლოდ სექსუალური ურთიერთობაა, აქ არ არის ანალური დასაკუთრება, ან ვიზუალური სიყვარული, ესაა ცხოველური, ზოგჯერ კი ველური სექსი.

ორალის ვექტორიანი არ განაცალკევებს საკუთარ თავს ჯგუფისგან, პრინციპში ორალური ვექტორი ზედა ვექტორებს შორის, თითქმის იგივეა, რაც კუნთი ქვედა ვექტორებში. ორალური ვექტორის ურთიერთობები არის ცხოველურ სურვილთა ერთიანობა.