ორალური ვექტორი – განვითარება

განვითარება ორალური ვექტორისთვის – ესაა შესაძლებლობა დააინტერესოს, ჩაითრიოს და გააერთიანოს უფრო დიდი აუდიტორია. ორალის ვექტორიანი ადამიანი ვარჯიშობს აზრების ზუსტად გადმოცემაში, შეგრძნებების გამოხატვაში, ცდილობს ხალხის გასაჭირი გააგებინოს რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას.

იმეორებს სიტყვებს, ფრაზებს, იყენებს საყვარელ გამოთქმებს – ესაა ორალის ორატორული ხელოვნების განვითარების მექანიზმი. მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს ფრაზებს, რომლებსაც ხვეწავს და იყენებს აუდიტორიაზე ზეგავლენის მოსახდენად. იმ ფრაზას რომელსაც ერთხელ წარმატებით გამოიყენებს, ორალის ვექტორიანი ისევ და ისევ იმეორებს, სინჯავს ახალ ინტონაციებს, ჟესტებს, მიმიკებს, უცვლის კონტექსტს. რაც უფრო ზუსტ და წინასწარმეტყველურ ეფექტს მოახდენს ნარეპეტიციები ფრაზით, მით უფრო დიდი ჯგუფის მოცვა შეუძლია ორალის ვექტორიანს.

განვითარებული ვერბალური ინტელექტის შემთხვევაში ორალი — დიდი გურმანია. განუვითარებლის შემტხვევაში — ღორმუცელა. განუვითარებელი ორალი წუთითაც არ ჩერდება, ჭამის დროსაც კი. ის ლაპარაკობს, საჭმელი აქეთ-იქეთ მიმოიფანტება — ასე გამოიყურება ეს.

განვითარებული ორალის ვექტორიანი თავის გარშემო იკრებს და აერთიანებს უფრო და უფრო მეტ ხალხს. მისი სიტყვები ჟღერს უფრო დამაჯერებლად. მისი დამაჯერებლობის მზარდ ძალას შეუძლია გააფართოვოს მსმენელთა წრე და გააერთიანოს ჯგუფი იდეის გარშემო.

ორალის ვექტორიანი ბავშვი უნდა შეიყვანოთ ორატორული ხელოვნების წრეში — ეს განავითარებს მის ვერბალურ ინტელექტს და დაეხმარება, რომ შემდგომში საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს. მისთვის კარგი იქნება ნებისმიერი სპეციალობა, რომელიც დაკავშირებულია მეტყველებასთან: პოლიტიკოსი, სატირი, კომენტატორი, წამყვანი.