ორალური ვექტორი – ზოგადი მიმოხილვა

რაოდენობა – 5%

მეოთხედი: ენერგიის მეოთხედი 

ფუძე: გაერთიანება.

ფუნქცია: გაერთიანება საერთო ცხოველური სურვილების გამოხატვით.

ადამიანები განსხვავდებიან. ყოველი ადამიანი – ესაა ვექტორების ინდივიდუალური ნაკრები განსაზღვრულ მდგომარეობაში. მდგომარეობების უნიკალური კომბინაცია ფიზიკურ სამყაროში ვლინდება უნიკალური გარეგანი მოცემულობით. ნებისმიერი მასშტაბის ადამიანთა ჯოგი შედგება ცალკეული ადამიანებისგან, განცალკევებული ელემენტებისგან. მაგრამ ყველა ჩვენგანს გვაქვს რაღაც საერთო – კანონზომიერება და საბაზისო თვისებები, განსაზღვრული მდგომარეობა, მოთხოვნილება. ცხოველური სურვილები. 4 ქვედა ვექტორი, პასუხისმგებელია ცოცხალი ნივთიერების დროში გაგრძელებაზე, აქვთ საერთო სურვილი, დაკავშირებული სხეულთან და ფიზიკურ სამყაროსთან.

ცალკეულმა ადამიანებმა რომ ჯგუფი შეადგინონ, მათთვის აუცილებელია გაერთიანება. მომავლისკენ, ახალი მდგომარეობით მოძრაობს ერთიანი საკაცობრიო ორგანიზმი და არა ცალკეული ინდივიდები. კომპონენტების დაკავშირების როლი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ერთიან ჯგუფად, წარმოაჩენს ორალურ ზომას. გაერთიანება – არის ორალური ვექტორის ფუძე, ენერგიის მეოთხედის გარეგანი ნაწილი. ყნოსვით ზომასთან შეწყვილებით, ორალური ვექტორი გვევლინება მამოძრავებელ ძალად მთელი კაცობრიობისთვის. როგორც მათი ცხოველური სურვილების გამოსავლენი ინსტრუმენტი.

ორალური ვექტორი, თავისი ვერბალური ინტელექტის ძალით, ქმნის ფონს ჯგუფის გაერთიანებისთვის და აერთიანებს ადამიანებს ჯგუფში. ვერბალური ინტელექტი – ესაა ჯგუფის საერთო სურვილების გახმოვანება. ამ სურვილების მიწოდების ფორმა შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგალითად ხუმრობით ან დაცინვით. საერთო სიცილში იშლება განსხვავება ადამიანებს შორის, ყველა პერსონა და ინდივიდი ერთიანდება ერთ მოხარხარე სხეულად.

ორალის ვექტორიანი ადამიანები პოულობენ რეალიზაციას ყველა პროფესიაში, რომელიც კავშირშია საუბართან, ჭამასთან და გართობასთან: მზარეულები, წამყვანები, დიქტორები, მსახიობები, შოუმენები, თამადები, ორატორები და ა.შ. ნებისმიერი პროფესია ჩამოთვლილთაგან (გარდა მზარეულისა) გულისხმობს ,,აუდიტორიის შებმის”, ,,ბრბოს აყოლიების”, ,,მსმენელების ჩათრევის” – ე.ი. გაერთიანების ცოდნას.