ორალური ვექტორი – ინტელექტი

ორალური ვექტორი ცხოვრობს შეგრძნებების სამყაროში. ორალური ზომა არ აზროვნებს, არ გრძნობს. ყველაფერი რასაც ის ფლობს – არის ცხოველური ბუნების (სურვილების) შეგრძნება. მთელი გარემომცველი სამყარო ორალური ვექტორისთვის – ესაა ცხოველური სურვილების ველი. ოალური ვექტორის ვერბალური ინტელექტი მდგომარეობს მის შესაძლებლობაში: შეიგრძნოს საერთო სურვილი და გაახმოვანოს (ვერბალურად გააჟღეროს), გახადოს გასაგები მთელი ჯოგისთვის.

ცხოველური სურვილები, რომლებითაც შეუძლია გაერთიანება (ჯოგის) ორალის ვექტორიან ადამიანს, დამოკიდებულია მისი ინტელექტის განვითარებაზე: რაც უფრო განვითარებულია ორალური ინტელექტი, მით უფრო კარგად შეიგრძნობს ცხოველურ სურვილებს და უფრო დიდ ჯგუფთან ახერხებს ურთიერთობას. არაცოცხალ დონეზე მყოფი საუბრობს სხეულის პრიმიტიულ სურვილებზე – შიმშილი, წყურვილი, გემოს შეგრძნებები, ბუნებრივი მოთხოვნილებები. მცენარეული დონე – ესაა სექსუალური სურვილები, ბუნებრივი დომინირება ან სიმბოლური კანიბალიზმი დაცინვით და გაღიზიანებით. ცხოველური დონე – ესაა ქვედა ვექტორების სურვილები (მათი გაჟღერება). ცხოველურ დონეზე მაღლა ორალის ვექტორიანი ადამიანის ინტელექტი არ ვითარდება. საუკეთესო შემთხვევაში, ვექტორებს ინფორმაციის მეოთხედიდან (სმენა ან ვიზუალი), შეუძლიათ მთლიანად დაიქვემდებარონ ორალური ვექტორი – ესაა ორალური ვექტორის განვითარების საუკეთესო ვარიანტი მრავალვექტორიან ადამიანში.

ორალური ინტელექტი არ განაცალკევებს საკუთარ თავს ჯგუფისგან, ვერ გრძნობს პირადულ ,,მე”-ს, და არავის თავის გარშემო არ აღიქვამს პიროვნებად. ადამიანთა ჯგუფი ორალისთვის (თუ სხვა ზედა ვექტორები არ ერთვის) არის ერთიანი სხეული. თავად ორალის ვექტორიანი ადამიანი –  ასევე ნაწილია ჯგუფისა, ნაწილი საერთო ,,ჩვენ”-ისა. ორალის ვექტორიანი ადამიანის შეგრძნება – საერთო შეგრძნებაა მთელი ჯგუფისთვის, მაგრამ ეს შეგრძნებები არაა ყოველთვის ნათელი და გაცნობიერებული. ორალის ვექტორიანი ადამიანი ამყარებს საერთო სურვილებს, ახმოვანებს მათ და გადაყავს ცნობიერების მხარეში, ანუ პირადი სურვილი ყოველი ცალკეული ადამიანისა ხდება საერთო ჯგუფური სურვილი. ასე მიმდინარეობს ორალის აზროვნების პროცესი.

ჯგუფში გაუცხოვებული ელემენტების გამოვლენისას ცხოველურ სურვილებში შეუთავსებლობაა. ხშირად ჯგუფური ერთობის შეგრძნებიდან ამოვარდებიან ხოლმე სმენის ვექტორიანი ან ვიზუალის ვექტორიანი ადამიანები – სმენის ვექტორში არ არის ცხოველური სურვილები, ხოლო ვიზუალური ვექტორი კი შემოსაზღვრავს ცხოველური ბუნების გამოვლინებას.