ორალური ვექტორი – მოძრაობა

ორალის ვექტორიანი ადამიანების ყველაზე მკაფიო თვისება – ესაა შესაძლებლობა ილაპარაკონ ბევრი და ჩამთრევად. ეს შესაძლებლობა ხშირად გავლენას ახდენს ორალის ვექტორიანი ადამიანის პროფესიული საქმიანობის ამორჩევაზე. რთულია წარმოიდგინოთ თავი ზოგიერთ პროფესიაში ორალური ვექტორის გარეშე: დიქტორი, წამყვანი, პოლიტიკოსი, მსახიობი, ნოქარი. ასევე, უფრო ძნელი წარმოსადგენია ამ პროფესიებში დასაქმებულ ადამიანს ზემო ვექრორებიდან (ვიზუალი; სმენა; ყნოსვა; ორალი) ქონდეს მხოლოდ ორალური ვექტორი, ან განუვითარებელი ქვედა ვექტორი (კუნთი; ანალი; კანი; ურეთრა). მიზეზი ისაა რომ ორალური ზომა თვითონ მხოლოდ თავისთვის არ მოქმედებს. სხვა ვექტორებს შეუძლიათ წარმოქმნან კომპლიმენტარული კავშირი ორალურ ვექტორთან (კომპლიმენტარულობა – როცა ვექტორულ კმბინაციაში არსებული სხვადასხვა ვექტორების სურვილები არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს). საკუთარ თავში არსებულ სხვა ვექტორებთან თვისობრივი შერწყმით, მათი აზრებისა და იდეებისადმი დაქვემდებარებით, ორალური ზომა ვითარდება მათ სამსახურში (ანუ ვერბალურად აჟღერებს საკუთარ თავში არსებული სხვა ვექტორების სურვილებს).

ორალ-ვიზუალი ხშირად რეალიზაციას პოულობს სცენაზე, აერთიანებს ადამიანებს საერთო ემოციებით და განცდებით, პროპაგანდას უწევს ვიზუალის იდეებს. სმენის ვექტორი ორალთან ერთად – არის ბრწყინვალე ორატორი, რომელსაც საკუთარი იდეების გაჟღერებით შეუძლია მიიზიდოს ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფი. ამის ნათელი მაგალითია ჰიტლერი, განუვითარებელი სმენის ვექტორით რომელმაც ანალური ფასეულობა (შოვინიზმი, ნაციზმი) აქცია იდეად და ორალური ვექტორის დახმარებით მისცა მას ფართო გავრცელების არეალი.

ფასეულობათა არასაკმარისი განვითარებისას, ადამიანში ცხოველური სურვილების დომინირებისას, ზედა ვექტორები შეიძლება აღმოჩნდნენ ორალური ვექტორის გავლენის ქვეშ. სტრესში მყოფი სმენის ვექტორი რომელსაც ერთვის ორალი კარგავს თვითკონცენტრირების უნარს, იმიტომ რომ წარმოშობილ აზრს დაუყოვნებლივ ამბობს (წამოისვრის დაუფიქრებლად) და ამით ამ აზრს უკარგავს იდეად განვითარების შანსს. ორალ-ვიზუალში, განუვითარებელი ვიზუალურ ვექტორს, ორალური ვექტორის წნეხის ქვეშ, არ შეუძლია განივითაროს თანაგრძნობის უნარი. ასეთი ადამიანი ვერ ხედავს სამყაროს ერთიან სურათს და მხოლოდ წვრილმანებს უკირკიტებს.

ერთადერთი ვექტორი, რომელთანაც ორალური ვექტორი გომპლიმენტარულია ნებისმიერ მდგომარეობაში, განვითარების ნებისმიერ დონეზე – ესაა ყნოსვა. ორალური ვექტორიანი ნებისმიერ კოლექტივში ყოველთვის ემორჩილება ყნოსვის ვექტორიანს. ორალის ვექტორიანი ადამიანი აერთიანებს შეგრძნებების დონით, განსაკუთრებით ყნოსვის ვექტორის გავლენის ქვეშ – რადგან მისი (ორალის) შეგრძნებები უფრო ღრმავდება, როდესაც მას საფუძვლად უდევს (ყნოსვის ვექტორის მიერ) საერთოსაკაცობრიო ბუნებრივი ეგოიზმის აღქმა.

თუ ორალურ ვექტორს არ ერთვის სხვა ზემო ვექტორი, მაშინ შეიძლება იყოს მზარეული, დეგუსტატორი, ან პრიმიტიული ხუმრობებით ხალხის გამრთობი.